ვინ და რატომ მოკლა კიევში ქართველი ბიზნესმენი?

ვინ და რატომ მოკლა კიევში ქართველი ბიზნესმენი?

access_time2019-12-02 18:00:07

2 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში ქართველი ბიზნესმენი, ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. როგორც გავარკვიეთ, მას ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას ბიზნესი საქართველოში ჰქონდა და ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.


kvirispalitra.ge დაუკავშირდა კიევის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც გვითხრა, რომ დავითაშვილი ფოლცვაგენის მარკის ავტომანქანით მას მერე გაიტაცეს, რაც სასტუმროდან გავიდა. მისივე თქმით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცი უკვე დააკავეს.


დავითაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ პირებმამანქანაში ჩაცხრილეს. ნატყვიარი მანქანის სავარძელს ეტყობა. პირველადი დათვალიერებით, ნიკა დავითაშვილი მძღოლის გვერდზე იჯდა და მას მანქანის უკანა სავარძელში მყოფმა პირებმა ესროლეს. ამის შემდეგ ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ქუჩაში, ჭაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეებიდან ერთს-ერთს ის იცნობდა. დანაშაული სამართალდამცავებმა ვიდეოკამერებით გახსნეს. ამ ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ უახლოვდება ნიკა დავითაშვილი იმ მამაკაცებს. რამდენიმე წუთი ესაუბრება, ამის შემდეგ ჯდება მანქანაში და იქაურობას მათთან ერთად ტოვებს. რაზე ესაუბრებოდა მამაკაცი დამნაშავეებს და რატომ გაყვა მათ, უცნობია. ერთი ვერსიით, ამ საქმეში ქართველების ხელი ურევია და არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ, - გვითხრა ჩვენმა წყარომ.



ჩვენი ინფორმაციით, ორი პირი დანაშაულს აღიარებს. რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი, უცნობია. მისი მკვლელობა, სავარაუდოდ, თანხის შეწერას უკავშირდება. ერთი ვერსიით, დამნაშავეები მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. პოლიციამ დამნაშავეები მაშინ დააკავა, როცა ისინი ქუჩაში მიტოვებულ იმ მანქანასთან დაბრუნდნენ, რითაც ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დაკავებულები ალბათ შემკვეთის ვინაობასაც დაასახელებენ.


kvirispalitra.ge





„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up