ვინ და რატომ არის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში?

ვინ და რატომ არის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში?

access_time2022-01-29 00:00:00

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული გლობალური ბრენდების ათეულში წამყვანი პოზიციები კვლავ ამერიკულმა IT- კონცერნებმა დაიკავეს. პირველ ასეულში მხოლოდ რამდენიმე გერმანული კომპანია მოხვდა. აღნიშნული ჩამონათვალი Deutsche Welle-მ გაგვაცნო.



რა ხდება?



ამერიკული IT- კონცერნები მსოფლიოს ყველაზე ღირებული კომპანიების რეიტინგში, ტრადიციულად, ლიდერ პოზიციებს არ თმობენ. გამონაკლისი არც 2021 წელი აღმოჩნდა და ტექნოლოგიურმა გიგანტებმა აშშ-დან პირველი რვა ადგილი გადაინაწილეს. კორპორაცია Apple-ი, რომელიც პერსონალური კომპიუტერებისა და პლანშეტების, სმარტფონებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელია, ისტორიაში გახდა პირველი კომპანია, რომლის ღირებულება 3 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა. აუდიტორული კომპანია EY-ისა და საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის გამოთვლებით, Apple-ის ერთი აქციის ფასი წლის განმავლობაში 31%-ით გაიზარდა.



სიაში მეორე ადგილზე Microsoft-ია, რომლის აქციების ფასი წლის განმავლობაში 52%-ით გაიზარდა, მთლიანი ღირებულება კი 2,57 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. მესამე ადგილზეა Alphabet-ი, Google-ის საძიებო სისტემის მშობელი კომპანია, რომლის აქციების ფასმა წლის განმავლობაში ორი მესამედით მოიმატა, საერთო ღორებულებამ კი 1,96 ტრილიონი დოლარი შეადგინა.



ევროპელი ლიდერები - LVMH-ი და Nestle



ზემოთ ხსენებულ ჩამონათვალში ყველაზე ძვირადღირებული ევროპული კომპანია იყო ფრანგული ლუქს კონცერნი LVMH (414 მილიარდი დოლარი), რომელმაც მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილი დაიკავა. მის შემდეგ, 22-ე ადგილზეა მსოფლიოში სურსათის უმსხვილესი მწარმოებელი, შვეიცარიული ტრანსნაციონალური კორპორაცია Nestle.




ექსპერტების შეფასებით, სტარტაპების სექტორში არსებული საინვესტიციო ბუმის მიუხედავად, მსოფლიოში ძალიან ცოტა ახალგაზრდა კომპანიაა, რომლებიც შემოსავლებისა და საბაზრო ღირებულების თვალსაზრისით წამყვან პოზიციებზე გავიდნენ. ერთადერთი ევროპული კომპანია, რომელმაც 2021 წელს მართლაც „გაისროლა“, ახალი კოროვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი გერმანული დეველოპერი BioNTech-ი იყო. Mainz-ში დაფუძნებული ფირმის საბაზრო ღირებულებამ 61 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და 100 ყველაზე ძვირადღირებული გერმანული კომპანიების რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა. ამავდროულად, ის 300 ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ბრენდების ჩამონათვალში მოხვდა. ამასთანავე, BioNTech-ის ღირებულება ამერიკულ ტექნოლოგიურ ბირჟა Nasdaq-ზე წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა.



პანდემიური 2021 წლის კრიზისულმა ვითარებამ მიკროჩიპების მწარმოებელ კომპანიებზე დადებითი გავლენა იქონია. ვიდეობარათების მწარმოებელი Nvidia (774 მილიარდი დოლარი) და TSMC (567 მილიარდი დოლარი) მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ათეულშიც კი მოხვდნენ. წელს დამარცხებულთა რიგებში აღმოჩნდნენ ჩინური ინტერნეტკომპანიები Tencent-ი და Alibaba, რომლებიც მსოფლიოს უმდიდრესი ბრენდების ტოპ ათეულს გამოეთიშნენ. უფრო მეტიც, Alibaba-ს აქციების ფასი განახევრდა. ნავთობის გიგანტმა Saudi Aramco-მ, რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინ მსოფლიო რეიტინგში პირველ ხაზზე იყო, ამჯერად უკვე მეოთხემდე ჩამოიწია. ბირჟაზე გამოსვლის შემდეგ მისი ღირებულება 1,9 ტრილიონ დოლარამდე დასტაბილურდა.



ავტომობილების მწარმოებლებს შორის Tesla ლიდერობს



არავისთვის იქნება მოულოდნელი, რომ ავტომობილების მწარმოებლებს შორის ლიდერი პოზიცია Tesla-მ დაიკავა. ბოლო სამ წელიწადში ამერიკული კომპანიის საფონდო ბირჟის ღირებულება 20-ჯერ- 1,1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ახლა უკვე Tesla მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში მეექვსე ადგილზეა. ყველაზე ძვირადღირებული გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი კი რეიტინგში მხოლოდ 112-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი აქციების ფასი 30%-ით გაიზარდა, კომპანიის ღირებულება მხოლოდ 130 მილიარდი დოლარი იყო.



მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კომპანიების სიაში ყველაზე ახალბედა არის ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Rivian-ი (ღირებულება- 96 მილიარდი დოლარი), რომელმაც გადაუსწრო როგორც Daimler-ს (ღირებულება 85- მილიარდი დოლარი), ასევე- BMW-ს (ღირებულება- 66 მილიარდი დოლარი).



გერმანული კომპანიები ძალიან ჩამორჩებიან



გერმანულ ინდექსში ყველაზე ძვირადღირებული აქციების მფლობელია გაზის კომპანია Linde. მსოფლიო რეიტინგში 175 მილიარდი დოლარის საბირჟო ღირებულების მქონე კონცერნი მხოლოდ 77-ე ადგილს იკავებს. ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ამერიკულ კომპანია Praxair-ს შეერწყა, რის გამოც Linde-ს ღირებულება გაორმაგდა. ყველაზე ძვირადღირებული გერმანული ბრენდი არის IT-კონცერნი SAP-ი (ღირებულება- 166 მილიარდი დოლარი), 2021 წლის მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ მე-80 ადგილს იკავებს. მან, გასულ წელთან შედარებით, რვა პოზიციით უკან დაიხია. ერთწლიანი შესვენების შემდეგ კი Siemens-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ტოპ ასეულში კვლავ აღმოჩნდა.



2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ტოპ-ასეულში შვიდ პოზიციას გერმანული კომპანიები იკავებდნენ. ახლა მათგან მხოლოდ რვაა ტოპ 200-ში. „ევროპის მნიშვნელობა გლობალურ ბაზრებზე მცირდება, სასწორის პინა უფრო და უფრო აშშ-სკენ იხრება,“- ამბობს EY-ს ფინანსური ანალიტიკოსი ჰენრიკ აჰლერსი. თუ 2007 წელს პირველ ასეულში 46 ევროპული ბრენდი იყო, 2021 წელს მათგან მხოლოდ 16 დარჩა, ამერიკული კი - 61-ია. აჰლერსის აზრით, ეს მეტწილად განპირობებულია იმით, რომ პანდემიამ სასიკეთო გავლენა იქონია IT- ინდუსტრიის განვითარებაზე, ტექნოლოგიური კონცერნების უმეტესობა კი აშშ-ში მდებარეობს.



imedinews.ge



თეგები:
რეიტინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up