ვინ და რატომ აფერხებს სინამდვილეში ანაკლიის პორტის აშენებას

ვინ და რატომ აფერხებს სინამდვილეში ანაკლიის პორტის აშენებას

access_time2019-09-19 22:30:24

„არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებისთვის მისაღები არ იყოს ის კომპანიები, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან. „კონტი ჯგუფმა" კონსორციუმი დატოვა. ხელისუფლება ალბათ თვლის, რომ ეს კომპანიები დაკავშირებულია მამუკა ხაზარაძესა და გიორგი კვირიკაშვილთან," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამერიკული „კონტი ჯგუფის" ნაცვლად „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედ"-ის წარდგენის შესახებ საუბრისას.


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „კონტი ჯგუფის" სანაცვლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კომპანია „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედ"-ს განიხილავს, თუმცა, მთავრობის ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ამ კომპანიას პორტში მონაწილეობაზე უარი განუცხადა, რასაც თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის მინისტრი უარყოფს და ამბობს, რომ კონსორციუმის მიერ წარდგენილი ინვესტორის შესწავლა მიმდინარეობს.


ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის მისაღები მხოლოდ ის კომპანია იქნება, რომელიც მათთან არის დაახლოებული.


„ხელისუფლება აცხადებს, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს და ასევე გარკვეულწილად დროში ჭიანურდება. მისაღები შესაძლოა მათთან დაახლოებული კომპანია აღმოჩნდეს და სწორედ ამიტომაც ფერხდება პორტის განვითარების პროექტი," - აღნიშნა მან.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ამერიკული „კონტი ჯგუფის" ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა.

„ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა, თუმცა ყაზახური ბრენდი და ამბობს, თითქოს ამ კომპანიას უარი ეთქვა და თითქოს მისი რესურსი და დამოკიდებულება საკითხის მიმართ არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და თანაც, ამავე დროს აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისათვის ეს პორტი.



„ეს არის პოლიტიკური თამაში და ნაცრის შეყრა თვალებში, რაც ნიშნავს, რომ წარმოაჩინო ვითარება ისე, თითქოს იბრძვი პროდასავლური ინტერესებისათვის და ღირებულებებისათვის და პორტი მთავარი თემაა, მაგრამ მეორე დღეს გამოავლენ იმას, რომ შენ გინდა მოსახლეობის, სამეგრელოს რეგიონის და მთელი საქართველის მოსახლეობის ხმების მოსყიდვა და იმ რეალობას ასახელებ, რომ კომპანია მართლაც იყო შემოსული თავისი წინადადებით და ეს კომპანია არის ის კომპანია, რომლის დიდი რესურსი არის რუსული.


"ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას," - განაცხადა ვოლსკიმ.


ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანია რუსული არ არის, თანაც ფაქტობრივი კავშირი ხაზარაძესა და „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედ"-ს შორის, სავარაუდოდ, არ არსებობს.


„ეს არ არის რუსული კომპანია. „კონტი ჯგუფი" გავიდა კონსორციუმიდან მას შემდეგ, რაც ხაზარაძეც გამოვიდა. ამიტომაც, არა მგონია ხაზარაძის სახელთან ასოცირდებოდეს „კონტი ჯგუფის" გასვლა და „მერიდიან კაპიტალის" კონსორციუმში შემოსვლის სურვილი.


„შესაძლოა ხელისუფლების მიერ ეს კომპანიები, რომლებიც კონსორციუმში არიან ჩართული, კვირიკაშვილთან და ხაზარაძესთან დაახლოებულ კომპანიებად განიხილებოდეს. პროცედურული საკითხები გარკვეულწილად ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროცესს აფერხებს," - ამბობს ჩიტაძე.


ანალიტიკოსის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუმცა დროში გაიწელება. ჩიტაძე პორტის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს;


„დიდი იმედია მაქვს, რომ ეს პროექტი განხორცილდება, რადგან შესაძლებელი იქნება დაახლოებით 40 მილიონამდე ტონა ტვირთის ტრანსპორტირება და მაქსიმალური დატვირთვა შესაძლოა წელიწადში 100 მილიონი ტონა იყოს. თანაც ანაკლიის პორტს შეუძლია ყველა ტიპის გემის მიღება, განსხვავებით ბათუმისა და ფოთის პორტისაგან, რომლებიც ღრმაწყლოვანი ნავსადგურები არ არიან და შეუძლიათ გემების მხოლოდ 65%-მდე სახეობის მიღება.


„მგონია, რომ პროექტი მაინც განხორციელდება, მათ შორის დასავლეთისა და ჩინეთის ინიციატივით, ოღონდ დროში გაიწელება," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.


რეზონანსი 






კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...

„105-ე ადგილი მშპ მიხედვით-ველოდები სამთავრობო უტიფარ “გაპრავებებს”

„105-ე ადგილი მშპ მიხედვით-ველოდები სამთავრობო უტიფარ “გაპრავებებს”
access_time2019-10-22 14:30:48
„სანამ ხალხს “მოსამართლეების საცირკო” სანახობით ართობენ. 105 ადგილი მშპ მიხედვით — ეს არის ჩვენი ქვეყნის და ადამიანების სამწუხარო რეალობა.ველოდები სამთავრობო,  უტიფარ “გაპრავებებს”, რომ 105-ე ადგილი სულაც არაა ცუდი და ჯობს 106 ადგილს და რომ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა დომინიკა, ეკვადორი, სომხეთი, ესვატინი, ფიჯი და რომ კორუფციასთან ბრძოლაში წავიწიეთ 2 პუნქტით და რომ ბევრი მანქანა დადის და ეს უტყუარად ნიშნავს, რომ ადამიანები არც ისე ღარიბი არიან როგორც ერთი შეხედვით ჩანს და...


მსგავსი სიახლეები

up