„ვინ ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მწვავე კრიტიკის საგანია“,- ასე აფასებს საქართველოში დღეს განვითარებული მოვლენებს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ პრეზიდენტი ირაკლი გურჩიანი. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებული მწვავე საერთაშორისო კრიტიკა, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დიდ რისკს უქმნის.
„უბრალოდ რატომ გააკეთეს ეს ვერ გავიგე. იყვნენ ჩაკეტილები თავიანთ ოფისში, ყოფილიყვნენ, ვის უშლიდა? არ ვიცი, ალბათ ძალიან ეს პროცესი მძიმე შედეგით დასრულდება“, - განმარტავს ბიზნესმენი.
„კომერსანტის“ კითხვაზე ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესები, როგორ აისახება ბიზნეს საქმიანობაზე „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ პრეზიდენტის პასუხი შემდეგია:
„ვინ აკეთებს ბიზნეს? საქართველოში დღეს ბიზნესი არ კეთდება. ქვეყანა დღეს იყოფა ორ ნაწილად, ერთი ნაწილი ცდილობს გადარჩეს და არ ჩამოიშალოს, ხოლო მეორე ნაწილი არის მაფია, რომელიც ხელს ითბობს ქვეყნის გაჭირვებაზე. გინდათ წამლების მაფია აიღეთ, გინდათ საწვავის და ა.შ.“, განუცხადა „კომერსანტს“ ირაკლი გურჩიანმა.
ბაჩო ადამია