2020 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა 154 324 272 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49 334 115 ლარით ნაკლებია (2019 წლის II კვარტალში 203,658,387 ლარი იყო).
ქართული სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი ანაზღაურებული ზარალების მიხედვით, 2020 წლის 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განსხვავებულია. „უნისონმა“ რომელიც გასულ წელს 43,513,855 ლარის ანაზღაურებული ზარალით ლიდერი იყო, წელს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ სასარგებლოდ პოზიციები დათმო. რეიტინგში მეორე და მესამე ადგილს კი „ალდაგი“ და „იმედი L“იკავებს.
2019 და 2020 წლის მეორე კვარტლებში სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალი პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 30 ივნისის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს. 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.