ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გენერალური დირექტორი

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გენერალური დირექტორი

access_time2021-11-27 11:00:55

ამერიკული უპილოტო სატვირთო ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის Embark-ის დამფუძნებელი, 26 წლის ალექს როდრიგესი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გენერალური დირექტორი გახდა, ხოლო მისი ქონება 500 მლნ. დოლარად შეფასდა.

ალექსი გამომგონებლობაზე ყოველთვის ოცნებობდა. ბავშვობა მან კანადის ქალაქ ვატერლოოში გაატარა და ჯერ კიდევ მაშინ რობოტოტექნიქის ოლიმპიადებზე თავისზე ბევრად უფროს კონკურენტებზე იმარჯვებდა, 19 წლის ასაკში კი მან უპილოტო გოლფ-მობილი დააპროექტა.

მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში, მან თავისი არჩევანი ერთ-ერთ ურთულეს დარგზე გააკეთა, - 18-ბორბლებიან უპილოტო სატვირთო მანქანებზე. მან შექმნა კომპანია Embark, რომელიც ავტონომიური სატვირთი ტრაილერებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას ამუშავებს და ამა წლის ნოემბერში ის შეუერთდა საკონსულტაციო კომპანია SPAC Northern Genesis Acquisition Corp-ს, რის შედეგადაც თავისი აქციები ბირჟაზე განათავსა.

კომპანია 5 მლრდ. დოლარად შეფასდა, ხოლო თავად როდრიგესის ქონება 500 მლნ. დოლარად, თავად ის კი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გენდირექტორად აღიარებულ იქნა.

„SPAC — ეს მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა. მიზანი კი ასეთია - ღამე იძინებ, სატვირთო ავტომობილში კი არავინ არაა, და ის შტატებში ასობით მიმართულებაზე დადის. შენ იღვიძებს, ის კი ისევ გზაშია“ - ამბობს ახალგაზრდა მულტიმილიონერი.

როდრიგესმა Embark დააარსა ვატერლოოს უნივერსიტეტის სტუდენტ-ინჟინრის ბრენდონ მოაკის გაცნობის შემდეგ. მასთან ერთად ის უპილოტო გოლფ-მობილის იდეაზე მუშაობდა. ამ პროექტის დასრულების შემდეგ მათ უპილოტო სატვირთო ტრაილერების კონცეფციის დასამუშავებლად 2 მლნ. დოლარი მოიზიდეს, სწავლას თავი დაანებეს და სან-ფრანცისკოში გადაბარგდნენ.

როდრიგესის ცხოვრების წესი არატიპიურია 26 წლის გენერალური დირექტორისთვის და 500 მლნ. დოლარის მფლობელისთვის. მას არ უყიდია ვილა, ის არ ხარჯავს მილიონებს ძვირადღირებულ სურათებზე ან ავტომობილების კოლექციაზე. ის ორ მეზობელთან ერთად ქირაობს პატარა ბინას, არ ფლობს ავტომობილს და მოძრაობს ველოსიპედით. მას არ გააჩნია გვერდი Instagram-ში, ის მუშაობს დასაშლელ მაგიდაზე, რომელიც Amazon-ზე იყიდა.

„მე ვარ სრულად კონცენტრირებული Embark-ზე, ჩემი ცხოვრების წესი სავსებით მაკმაყოფილებდა, როდესაც ვმუშაობდი 5 ადამიანისგან შემდგარ სტარტაპში, ამიტომაც არაფრის შეცვლას დღესაც არ ვგეგმავ“ - ამბობს ის.


კომპანიის ბიზნეს-მოდელიც დაარსების შემდეგ დიდად არ შეცვლილა - ის მუშაობს საოპერაციო სისტემაზე, რომელსაც იყენებს სატვირთო მანქანების მწარმოებელი Peterbilt.

ასევე Embark თავის კლიენტებს (მათ შორის ისეთ გიგანტს, როგორც DHL) უპილოტო სატვირთოების სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას ხელმოწერის საფუძველზე აძლევს. შემდეგ მიაწვდის მომხმარებელს ანგარიშს, რომელიც გავლილი კილომეტრების რაოდენობის საფუძველზეა დათვლილი.


2024 წლისთვის კომპანია მასშტაბების ზრდას და წელიწადში 14 000-ზე მეტი შეკვეთის შესრულებას გეგმავს.

Embark-ს შექმნილი აქვს 100 სპეციალური ქვესადგური გარკვეულ მარშრუტებზე, რომელთა მეშვეობით კონტროლდება უპილოტო სატვირთოების გადაადგილება, თუმცა, ჯერ არ არსებობს კანონი, რომელიც 18-ბორბლიანი რობოტი-სატვირთოების გამოყენებას არეგულირებს, ამიტომაც, მძღოლებს კონტროლის მიზნით მანქანაში ყოფნა მაინც უწევთ.

მძღოლების გარდა, უპილოტო სატვირთებს ბევრი სხვა თაყვანისმცემელი ჰყავს. მაგალითად, ეკოლოგები, რომლებსაც მოსწონთ ის, რომ ასეთი ავტომობილები ტრადიციულ ტრაილერებთან შედარებით 10%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ.

ეკონომისტები კი მიიჩნევენ, რომ Embark-ის საქმიანობამ შესაძლოა განვითარებულ ქვეყნებს მძღოლების დეფიციტის დაძლევაში დაეხმაროს.

აშშ-ში ავტოგადაზიდვების ბაზრის ბრუნვა წელიწადში 800 მლრდ. დოლარს, ხოლო მთელს მსოფლიოში 4 ტრლნ. დოლარს შეადგეს, და მოსალოდნელია მისი მოცულობის ზრდა, მათ შორის უპილოტო სატვირთო ავტომობილების ხარჯზე.


წყარო: Forbes

ავტორი: თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up