ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ხაზარაძის „ლელოს“ 36-კაციან სიაშია

ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ხაზარაძის „ლელოს“ 36-კაციან სიაშია

access_time2019-10-04 13:15:13

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.

 

„ლელოს“ ახალ წევრებს შორის არის ერთი ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 36 კაციან საზოგადოებრივ მოძრაობაში ბეგიაშვილი მეორე ბიზნმესმენია. მანამდე ხაზარაძემ მოძრაობის წევრად კიდევ ერთი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი გიორგი მორდეხაშვილი წარადგინა.

 

დავით ბეგიაშვილი ორგანიზაცია "ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისთვის " ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელია.

 

შეგახსენებთ, რომ ბეგიაშვილი ერთ-ერთი იმ ბიზნესმენთაგანია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სისხლის სამართლებრივ დევნას განიცდიდა. კერძოდ, ბეგიაშვილს ბრალი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 44 ნომერში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართი 173 კვ.მ და სარდაფი 50 კვ.მ.) თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში ედებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბეგიაშვილს ქვეყნის დატოვებაც მოუწია პოლიტიკური დევნილის სტატუსით და იმ ხნის განმავლობაში ის ჟენევაში ცხოვრობდა.


 

ბეგიაშვილმა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 5 დეკემბერს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მოითხოვა. ბიზნესმენის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს შეწყდა. ბეგიაშვილი მაშინ უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც შპს „ალბატროსს“ 3 მილიონი ლარის გადახდას ავალებდა, ბათილად ცნო, ქონებას კი ყადაღა მოეხსნა.

 

2013 წლის თებერვალში ბიზნესმენი ამბობდა, რომ ქონება დაუბრუნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მისთვის ქონების დაბრუნება არ მომხდარა, ეკონომიკის სამინისტრომ ქონების დაბრუნება მხოლოდ 3 თვით მოახდინა.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი სკანდალი, რომელშიც ბეგიაშვილი და მისი ბიზნესი გაეხვია. კერძოდ, გასული წლის მარტში კოპანიასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ალბატროსში“ წამებით მოკლული ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის ფოტოები შენობის კედლებიდან ჩამოხიეს. თუმცა, მაშინ კომპანიაში ამის პასუხად აცხადებდნენ, რომ ეს ინფორმაცია მათმა ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, თუმცა სათვალთვალო კადრებში ჩანდა, რომ ფოტოები კი არ ჩამოხიეს, არამედ თვითონ ჩამოცვივდა.

 

ამას უკვე 2018 წის ივნისში მოყვა შს სამინისტროს მიერ „ალბატროსის“ ჩხრეკა. როგორც უწყებაში განმარტავდნენ, მათ ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა მიმართა განცხადებით, რომ შპს "ალბატროსის" შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა. კომპანიაში კი ამ ორ ფაქტს მათ მიმართ დაგეგმილ მიზანმიმართულ, აგრესიულ კამპანიად და პროვოკაციად აფასებდნენ.

 

რაც შეეხება გიორგი მორდეხაშვილს, ის რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში კომპანია „გუდვაინში“ 25%-იან წილს ფლობს. საქართველოში ჩამოსვლამდე გიორგი მარდეხაშვილი ნიცაში ცხოვრობდა. ის ნიცაში ფლობს რესტორან „ლანგუსტს“, რომელიც 2016 წელს გახსნა.

 

მორდეხაშვილი საქართველოდან რუსეთში 1990-იანი წლების დასაწყისში წავიდა. ის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში. გიორგი მორდეხაშვილმა რუსეთში პირველი ინტერნეტ-მაღაზია „ინტერშოპი“ დააფუძნა, რომელიც მოგვიანებით სარფიანად გაყიდა. უკვე 2003 წელს მან მის ბიზნესპარტნიორთან თენგიზ სანიკიძესთან და ალექსეი ბოგდანოვთან ერთად საიუველირო საათების მწარმოებელი კომპანია „ნიკა“ დააფუძნა, რომელიც ოქროს და ვერცხლის საათებს აწარმოებს. კომპანიამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და მისი პროდუქცია არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. ამ დროისთვის Nika Group ყოველთვიურად 25 ათას ერთეულ საათს აწარმოებს.

 

bpn.ge





„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი
access_time2019-12-12 14:01:05
ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარებაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1.4-ჯერ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება ორჯერ ნაკლებია ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნების საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ეს ის ქვეყნებია, სადაც ენერგოეფექტიანობა მთავარი სამიზნეა, თუმცა განვითარების მაღალი დონე უფრო მაღალ ენერგომოხმარებასაც ნიშნავს. ცხადია, ენერგოეფექტიანობის...

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე
access_time2019-12-12 16:00:38
ფასების ზრდამ წლის ახალი რეკორდი მოხსნა და ინფლაციამ 7%-ს მიაღწია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელიც ახსოვს, არსებული მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. იმდენად, რამდენადაც არსებული ინფლაციის ფორმირებაზე, მთავარი ზეგავლენა იქონია ისეთმა ქვეჯგუფმა როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 13.4%). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. თუმცა, ამის გარდა ფასების ზრდა...

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება
access_time2019-12-12 12:53:33
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების განხილვისას ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ეს მაშინ, როცა პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის-მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. ვთვლით, რომ საკითხი მოითხოვს როგორც...


მსგავსი სიახლეები

up