ვინ არის და რას აკეთებს Full Stack დეველოპერი

ვინ არის და რას აკეთებს Full Stack დეველოპერი

access_time2021-11-20 12:00:54

თანამედროვე სამყაროში ვებდეველოპმენტი მიმზიდველ და კარგად ანაზღაურებად პროფესიად მიიჩნევა. დეველოპერობა სხვადასხვა პროგრამული ენისა და მათი გამოყენების წესების ცოდნას მოითხოვს. თუმცა, როგორც თითქმის ყველა სხვა სფეროში, ვებდეველოპერებიც სხვადასხვა მიმართულებით სპეციალიზდებიან.

არსებობს სამი ტიპის – Front-end, Back-end და Full-stack დეველოპერი. Front-end დეველოპერები ვებსაიტის იმ ნაწილზე მუშაობენ, რომელსაც საზოგადოება ხედავს და საჯაროა, Back-end დეველოპერები – კოდებზე, რომელიც აკონტროლებს საიტის ჩატვირთვასა და მუშაობას, ხოლო Full-stack დეველოპერები თითქმის ყველაფერზე არიან პასუხისმგებელნი. ამ სტატიაშიც სწორედ Full-stack დეველოპერებზე მოგიყვებით.

ვინ არიან Full-stack დეველოპერები?

პროგრამისტების განმარტებით, Full-stack დეველოპერები საიტის ორივე მხარეს მუშაობენ. მათ ესმით როგორც Front-end, ისე Back-end სტრატეგიების პროცესები.

Full-stack დეველოპერი არის ადამიანი, რომელმაც იცის Back-ის მხარე და ვიზუალურ მხარეზეც შეუძლია მუშაობა. Front-end და Back-end დეველოპერებისთვის აუცილებელია სხვადასხვა პროგრამული ენის სწავლა, ხოლო Full-stack დეველოპერებს ორივეს ცოდნა სჭირდებათ“, – განმარტავს პროგრამისტი, დეველოპერი, შოთა ჟვანია.

რამდენს გამოიმუშავებენ Full-stack დეველოპერები?

Full-Stack დეველოპერები უფრო მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები არიან, ვიდრე Front-end და Back-end-ის მიმართულებით მომუშავე დეველოპერები. მათ სრული ცოდნა აქვთ მთლიანი საიტის შესაქმნელად და დამქირავებლებისთვისაც, ასეთი სპეციალისტები განსაკუთრებით მიმზიდველები არიან.

ქართულ ბაზარზეც Full-Stack დეველოპერებზე მზარდი და დიდი მოთხოვნაა. მით უფრო, რომ დამქირავებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, ხარჯები დაზოგონ და ორის ნაცვლად, ერთი დეველოპერი დაიქირავონ.


ამის მიუხედავად, პროგრამისტები ფიქრობენ, რომ Full-Stack-ად მუშაობის შემთხვევაშიც კი, საქართველოში ანაზღაურება ძალიან დაბალია.

„საქართველოში Full-Stack დეველოპერების ფასი კარგად არ იციან. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება Full-stack და Front-end სპეციალისტის ანაზღაურება ერთმანეთსაც კი უტოლდებოდეს, რაც არასწორია იმ პირობებში, როცა ადამიანმა Back-ის მხარეც იცის და ბაზაზეც აქვს ნამუშევარი. რა შედარებაა, მაგრამ რომ შევედაროთ, მაგალითად, გერმანიის ბაზარს, კარგი Full-Stack დეველოპერის მომსახურება საათობრივად 100-200 ევროს ფარგლებში მერყეობს და ზოგჯერ უფრო მაღალიცაა, საქართველოში კი დაახლოებით 20-30 ლარია, გააჩნია კომპანიას და დამქირავებელს“, – ამბობს შოთა ჟვანია, რომელიც ბერლინის Tesla-ს ოფისისთვის საქართველოდან დისტანციურად მუშაობს.

მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობით, მსხვილ უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობითა და ე.წ. ფრილანსინგით Full-Stack დეველოპერებს გაცილებით მაღალი ანაზღაურების გამომუშავება შეუძლიათ, ვიდრე საქართველოში, ნებისმიერ კომპანიაში.

რას ნიშნავს Full-stack-ობა?

ტერმინი Full-stack დეველოპერი ინტერნეტის გაჩენის ადრეულ პერიოდში წარმოიშვა. იმ დროს ვებსაიტებს პატარა და მარტივი კონცეფცია ჰქონდათ და ერთ ადამიანს მარტივად შეეძლო გამკლავებოდა საიტის შექმნის ყველა ასპექტს.

ათწლეულების განმავლობაში ინტერნეტის ზრდასთან ერთად გართულდა მანქანური სწავლება, პროგრამირება და დიზაინიც. ამ პროცესებმა გაართულა დეველოპერების საქმიანობაც. გამოწვევები გაიზარდა. 

დღეს, თანამედროვე ბიზნესი ხშირად ეყრდნობა დეველოპერების გუნდს ვებსაიტების გამართული მუშაობის, ვირტუალური მოწყობილობებისა და მონაცემთა უზარმაზარი ბაზების სამართავად. დეველოპერებს, რომელთაც მრავალმხრივი ცოდნა აქვთ, ნაყოფიერად და მარტივად შეუძლიათ გადაინაცვლონ წინა და უკანა პლატფორმებზე, განახორციელონ ნებისმიერი ამოცანა და წარმატებით გაუმკლავდნენ გამოწვევებს. ერთ დეველოპერს კვლავ შეუძლია გაუმკლავდეს საიტის ან აპლიკაციის მშენებლობის, აგებისა და დიზაინის ყველა ასპექტს.

როგორია Full-stack დეველოპერების რიცხვი საქართველოსა და მსოფლიოში, არ ვიცით. თუმცა, Stack Overflow-ის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, გამოკითხული 65 000 დეველოპერიდან 54,9% იდენტიფიცირდება, როგორც full-stack დეველოპერი.


წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up