ვინ არის ახალგაზრდა მეურნე, რომელმაც 30 წუთში 400 კგ წითელი დოლის ფქვილი გაყიდა

ვინ არის ახალგაზრდა მეურნე, რომელმაც 30 წუთში 400 კგ წითელი დოლის ფქვილი გაყიდა

access_time2017-08-18 16:00:49

ახალგაზრდა მეურნე ნოდარ ლატიბაშვილი საზოგადოებამ 400 კილოგრამი წითელი დოლის ფქვილის ნახევარ საათში გაყიდვით გაიცნო. ის ახალგაზრდა მეურნეა და სამომავლოდ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ლატიბაშვილი აცხადებს, სოფლის მეურნეობის ამ დარგში ბევრ პრობლემას ხედავს და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

 

-ნოდარ, თქვენ საზოგადოებამ 400 კგ წითელი დოლის ფქვილის ნახევარ საათში გაყიდვით გაგიცნოთ, თუმცა ალბათ, ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ ახალგაზრდა მეურნე ხართ და უკვე სამი წელია, რაც საგარეჯოში სხვადასხვა კულტურა მოგყავთ. უამბეთ კომერსანტის მკითხველს თქვენი საქმიანობის შესახებ...

 

-დიახ, სამი წელია რაც დავით გარეჯის გზაზე მიწა ვიყიდე და სხვადასხვა კულტურა მომყავს. მათ შორის: ხორბალი, შვრია, თხილი, ასევე მაქვს ვენახი გაშენებული. მიწა დაახლოებით 6 ჰა-ია.

 

შემოდგომაზე შვრიის ნაცვლად ძველი ქართული ჯიშების ვენახის გაშენებას ვაპირებ. ესენია, ჩიტისთვალა ბოდბური და  სიმონასეული. თანხა, რისი მეშვეობითაც ჩემი მეურნეობა წამოვიწყე დიდი არ ყოფილა და ამაში ჩემი ოჯახი დამეხმარა, თუმცა შემდგომ მეურნეობა თავად განვავითარე. ამჟამად ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებ.

 

 width=631

-რაც შეეხება წითელი დოლის ფქვილის გაყიდვას. დეტალურად გვიამბეთ ამ ამბის შესახებ... 

 

–ერთ პიროვნებას უნდოდა 50 კილოგრამი წითელი დოლის (ქართული ხორბლის ჯიში) ფქვილი. წისქვილში ასეთ რაოდენობას არ ფქვავენ და ამიტომ 400 კილოგრამი დავფქვი, ვიფიქრე ნახევარს მე დავიტოვებ და ნახევარს გავყიდი-თქო. ამიტომ სოციალურ ქსელში დავდე პოსტი. ზუსტად ნახევარ საათში გაიყიდა მთელი ფქვილი და ხორბლის შეკვეთებიც მივიღე.

 

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვგეგმავდი ჩემი ნედლეულის გაყიდვას და მინდოდა პატარა წარმოება დამეწყო, თუმცა იმის გამო, რომ მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში არ დამაფინანსეს (საუბარია 5 000 ლარზე, თან მეც უნდა დამეხარჯა 500 ლარი) გადავწყვიტე ერთი წელი «დამეთმო» და მომავალი წლისთვის თავად შემეძინა საწარმოო ინვენტარი. ასევე სრულად მაქვს უკვე გაყიდული ყურძნის მოსავალი.

 

სასიხარულოა ის ამბავი, რომ ასეთი დაინტერესებაა ძველ ქართულ და ბიო პროდუქციაზე, თუმცა მენანება ჩემი შრომით მოყვანილი ხორბლის და ყურძნის გაყიდვა.

 


-როგორც აღნიშნეთ მეურნეობას თავად უძღვებით და უვლით, გაქვთ თუ არა ამ სფეროში გამოცდილება?

 

– მე სადაზღვევო კომპანიაში ვმუშაობდი და შეხება აგროდაზღვევასთან მქონდა. შესაბამისად, ვინც ამ სფეროთი იყო დაკავებული ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. ასეთ დროს კონკრეტული საქმის დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად ჩანს. მე ეს ყველაფერი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შევისწავლე და შემდგომ საკუთარი მეურნეობაც წამოვიწყე. რაც შეეხება ადგილს, ეს ფართობი დროთა განმავლობაში შევიძინე.

  

-რა იყო ის უარყოფითი მხარე, რასაც სოფლის მეურნეობის დარგში ხედავდით და თქვენ საქმეში როგორ იყენებთ ამ მიმართულებით ცოდნას?

  

-ამ საქმეში პირველი უარყოფითი რაც დავინახე იყო ის, რომ ადამიანები რომლებსაც აქვთ მცირე ან დიდი ფართობები არ შეუძლიათ გადავიდნენ წარმოებაზე, ან არ გადადიან. ყოველ წელს ნედლეულს ან პირველადი სახის პროდუქციას აწარმოებენ, შესაბამისად, შემოსავალიც ნაკლები აქვთ.

 

ზოგადად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე წარმოებაზე უნდა გადავიდეს. რაც შეეხება უშუალოდ ჩემ საქმიანობას, გადავწყვიტე, რომ უნდა გამეკეთებინა ის, რაც მიმაჩნია, რომ სხვებმაც უნდა გააკეთონ. თუმცა ზოგადად თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება რთულია, რადგან ყოველდღიურად შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდე, რომ ამას ვერსად წაიკითავ. არ აქვს მნიშვნელობა ეს მეურნეობის რომელი დარგია.

 width=573

 

-მიუხედავად დიდი რისკისა მაინც წამოიწყეთ საკუთარი მეურნეობა. საინტერესოა, ვისგან იღებდით, ან იღებთ რჩევებს და ჩვენ ქვეყანაში რამდენად გამოცდილი კადრები გვყავს  სოფლის მეურნეობის ამ დარგში?

  

-ზოგადად ის სფერო, რომელიც მე მაინტერესებს ანუ ბიო მიმართულება, ჩვენ ქვეყანაში ამით ადამიანები დაკავებულები არ არიან და ამ საკითხში ქვეყანაში ცოდნის თვალსაზრისით დეფიციტია. ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში და ცალკე რომელიმე კომპონენტი თუ გამორიცხე, ეს ყველაფერი აზრს კარგავს.   

 

ამ მიმართულებით გარკვეულ დონეზე ნაბიჯები გადადგმულია, მაგალითად, პროფესიული კოლეჯების განვითარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ვიწრო სპეციალობები უნდა განვითარდეს და კონკრეტული საქმეები უნდა ისწავლებოდეს. მიმაჩნია, რომ ბიო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაში შხამქიმიკატი არ უნდა გამოიყენო.

 

 width=665

 

-ფინანსურ მხარეზეც, რომ ვისაუბროთ, არის თუ არა ფინანსურად მომგებიანი მსგავსი სახის ბიზნესი და რამდენ ხანში გეგმავთ თქვენი მეურნეობის ბიზნესად ქცევას?

 

-ასე თქმა რთულია, რადგან მე არ მაქვს გათვლილი ის, რომ ერთ ან ორ წელში მოგება უნდა ვნახო. მე ეს ყველაფერი ზოგადად 5 წელზე მაქვს დაგეგმილი და გათვლილი. ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში აქედან შემოსავალი არ უნდა ავიღო, თუმცა ხორბალი ისე გავყიდე, არც ველოდი მასზე ასეთი მოთხოვნა თუ იქნებოდა. ანუ რეალურად ბაზარზე ეს მოთხოვნა არსებობს, თუმცა მის ბიზნესად ქცევას გარკვეული დრო სჭირდება.

   

-და ბოლოს გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ...

 

-სამომავლოდ მსურს პურის ცხობა და წარმოება დავიწყო. ასევე ვგეგმავ ტურისტების მისაღები კომპლექსის გაკეთებას, სადაც ეკო სახლებს გავაკეთებ.

width=679

 

 ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up