6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში

6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში

access_time2018-10-02 18:30:16

თანამდებობის პირთა ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შექმნილმა ღია მონაცემების პლატფორმა - DataLab-მა.


კერძოდ, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია თანამდებობის პირთა 2017 წლის დეკლარირებული შემოსავლები. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირს საქართველოში, რომელთა წლიური შემოსავალიც 200 ათას ლარს აღემატება.


DataLab-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში სულხან ზუმბურიძეა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის
პოსტზე 341 700 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, ზუმბურიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2007 წლის დეკემბერში დაინიშნა.


სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 350 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სსე-ს აქციების სრულ პაკეტს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი -,,საპარტნიორო ფონდი“ ფლობს.


შემოსავლების კუთხით,ე-2 ადგილს იკავებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომლის წლიური შემოსავალიც ამ პოსტზე 336 000 ლარი იყო. შეგახსენებთ, რომ საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა.



ცნობისთვის, სს „საპარტნიორო ფონდი არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც 2011 წელს დაარსდა. ფონდის მართვაში არსებული აქტივების ჯამურმა ბრუნვამ 2017 წელს 750 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ფონდი ფლობს საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის - 100%-იან წილებსა და სს „თელასის“ - 24.5%-იან წილს.


ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირთა ჩამონათვალში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი/საბჭოს წევრი კობა გვენეტაძეც. მისმა 2017 წლის შემოსავლმა ამ პოსტზე 243 000 ლარი შეადგინა. სებ-ის საბჭოს თავმჯდომარის, პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლის მარტიდან იკავებს.


მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეთა ანაზღაურების ოდენობაზე პრეტენზიები არაერთხელ მოგვისმენია. 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირს შორის მე-4 პოზიციას სწორედ ერთ-ერთი მათგანი - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური იკავებს. მისმა, როგორც კომისიის წევრის შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში 241 376 ლარი შეადგინა. ბექაური 2014-2017 წლებში კომისიის წევრი, ხოლო 2017 წლიდან დღემდე კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.


მაღალანაზღაურებად მოხელეთა ჩამონათვალში მე-5 და მე-6 ადგილებს ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები ელისო ასანიძე და გიორგი ფრუიძე ინაწილებენ. კერძოდ, ელისო ასანიძის შემოსავალმა 2017 წელს - 235 555 ლარი შეადგინა, ხოლო გიორგი ფრუიძემ ამავე პერიოდში 234 620 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.


ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. მაუწყებლობის სფეროს და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელმა ორგანომ საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. კომისია, კომისიის წევრები და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებია მხოლოდ კანონს.


BPN





არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი
access_time2019-11-15 15:09:56
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება“-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდეიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა...

BAG ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ

BAG ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ
access_time2019-11-15 14:00:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ. შეხვედრის ფარგლებში BAG-იმ გააცნო ექსპერტებს თავიანთი შენიშვნები, ხედვები და რეკომენდაციები ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვაზე, სტაჟირების დაქვემდებარებაზე შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი, ასევე საუბარი შეეხო ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირებების საკითხებს,...

„წინა ხელისუფლების დროს ქონების წართმევის უამრავი შემთხვევა იყო“

„წინა ხელისუფლების დროს  ქონების წართმევის უამრავი შემთხვევა იყო“
access_time2019-11-15 14:30:27
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად ადვოკატებმა არჩილ თაბაგარმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრმა კახა კოჟორიძემ, ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობების შესახებ ისაუბრეს. “ნასყიდობის დროს ნებისმიერ გარიგებას მოჰყვება იურიდიული შედეგები ხელშეკრულების მხარეებისთვის, ბათილობა კი გულისხმობს ამ შედეგების გაუქმებას და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას. მაგალითად, თუ გარიგება არის ნასყიდობასთან ან...

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა
access_time2019-11-15 13:45:46
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.07%-ით გაიზარდა. კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 65, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 58 ფაქტი დაფიქსირდა. ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“
access_time2019-11-15 12:30:06
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევებზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ მცირედ დოლარიზებული ეკონომიკა და ვართ დამოკიდებული ლარის კურსზე. ლარის კურსის ცვლილების ადაპტირება ფასში ვერ ხდება, დროში ჭიანურდება  ეს პროცესი და კომპანიები ზარალდებიან, ისინი ვერ ახდენენ კურსის ზუსტ ფასში ასახვას და იმ ზარალის კომპენსირებას რაც აქვთ. დევალვაციის მიზეზი იყო საგარეო შოკი, თუმცა...


მსგავსი სიახლეები

up