ვინ არის ,,5/35-ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტის 211 084 ლარის მოგებული?

ვინ არის ,,5/35-ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტის 211 084 ლარის მოგებული?

access_time2021-04-12 15:05:09

გაზაფხული ყველაზე იღბლიანი ლოტოს მოთამაშეებისთვის აღმოჩნდა, რადგან მარტსა და აპრილში ლატარიაში უპრეცედენტოდ დიდი საპრიზო კოატეგორიები ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდა.



9 მარტს ,,ლოტო 6/42’’-ში ჯეკპოტის 1 015 291 ლარის გათამაშების შემდეგ 20 მარტს ჯეკპოტი 211 084 ლარი  ყოველდღიურ ლოტო ,,5/35 -ოქროს ბურთშიც’’ გათამაშდა.  24 მარტს,  ასევე ,,5/35-ოქროს ბურთში’’  მოიგეს მეორე საპრიზო კატეგორია 70 659 ლარი,  ხოლო 6 აპრილს  მეორე საპრიზო კატეგორია  282 402 ლარი გათამაშდა ,,ლოტო 6/42’’-შიც.


,,ლოტო 6/42’’-ში ჯეკპოტის 1 015 291 ლარის ჯეკპოტის გადაცემის შემდეგ, ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ მოგებული ჯეკპოტი  მის იღბლიან მფლობელსაც გადაერიცხა. საქრთველოში ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელმაც 1 ლარიანი ბილეთით ჯეკპოტი 211 084 ლარი მოიგო ახალციხელი აბესალომ ზაზაძეა.





აბესალომ ზაზაძე 65 წლის პენსიონერია და ის ახალციხეში დედასთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს, მისი ბედნიერების ამბავი უკვე მთელმა ახალციხემ შეიტყო და ოჯახი მოლოცვებსაც იღებს. ბატონი აბესალომი ლატარიას წლებია რაც თამაშობს და მცირე თანხებს სისტემატურად იგებს, ჯეკპოტის მოგების დღესაც მან  ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ ორი ბილეთი შეიძნა, ორ ლარის ღირებულების ორივე ბილეთმა მას მოგება მოუტანა - ერთმა 50 ლარი, ხოლო მეორე ბილეთმა   211 084 ლარი მოიგო.


მოგების დღეს აბესალომ ზაზაძე  ,,5/35 - ოქროს ბურთის’’ გათამაშებას 89 წლის დედასთან ერთად უყურებდა, როდესაც მის მიერ მონიშნული ხუთივე რიცხვი დაემთხვა ლოტოტრონის მიერ გამოვლენილს და დამატებით ოქროს ბურთიც ჩამოვარდა, ზაზაძეების ოჯახში ყველაზე ბედნიერი წუთები დადგა - ისინი მიხვდნენ რომ იმ წუთიდან მათი ცხოვრება სამუდამოდ უკეთესობისკენ შეიცვალა - მათ ჯეკპოტი 211 084 ლარი მოიგეს. ოჯახის ბედნიერი შეძახილები  სამეზობლოს ესმოდა, შემდეგ კი აბესალომ ზაზაძის ამბავი მთელ ახალციხეს მოედო.




,,მოგებულმა თანხამ სულზე მოგვისწრო’’ - ამბობს აბესალომ ზაზაძე - ,,საკუთარი პატარა ბიზნესი მქონდა, მეორედების მაღაზია და სამწუხაროდ მისი დახურვა მომიწია, ბანკის ვალები დაგვრჩა, ოჯახი მეუღლის 200 ლარიანი ხელფასის და დედის პენსიის იმედად დაგვრჩა, არ ვიცი ვერც კი წარმოვიდგენ რა გვეშველებოდა ჯეკპოტი რომ არ მომეგო, მართლა ღვთის წყალობაა, მოგებული თანხით პირველ რიგში ბანკის ვალებს გავისტუმრებ და შემდეგ უკვე პატარა საოჯახო ბიზნეს წამოვიწყებ’’.


,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს აბესალომ ზაზაძეს მოგებას და წარმატებას უსურვებს. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.

 

®



თეგები:
ლოტო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up