ვინ არიან ქართველები, რომლებიც ოფშორებში კომპანიებს ფლობენ

ვინ არიან ქართველები, რომლებიც ოფშორებში კომპანიებს ფლობენ

person access_time2016-05-10 11:02:37

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი ე.წ. პანამური დოკუმენტების შემცველ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. დოკუმენტებში 200 000-ზე მეტი ოფშორული ანგარიშის შესახებ არის დამატებული ინფორმაცია.

ახალი მონაცემები გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ მედიას პროექტის ”ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა” წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა ნინო ბაქრაძემ და დეივ ბლოსმა გააცნეს.

როგორც მათ განაცხადეს, ”პანამის დოკუმენტებში” 85 ქართველია მოხსენიებული, რომელთა შორისაც არჩილ კბილაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი, კობა ნაყოფია და დავით იაკობაშვილი არიან.

 

მათივე განმარტებით, ქართველების ნაწილი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელი, ნაწილი კი მფლობელების წარმომადგენელია.

 

”თავისთავად პრობლემა არ არის ის და არც დანაშაულია ის, რომ ვიღაც ოფშორულ ზონაში ფლობს კომპანიას, თუმცა, როგორც წესი, ოფშორულ ზონაში ფლობენ კომპანიას იმიტომ, რომ დამალონ გადასახადები ან სხვადასხვა ფინანსური აქტივობები განახორციელონ ისე, რომ ეს ვერ აკონტროლოს ამა თუ იმ ხელისუფლებამ.

 

სიაში, რომელიც გამოქვეყნდა, ძირითადად არიან მსხვილი ქართველი ბიზნესმენები, რომლებსაც საქართველოში დიდი ბიზნესები აქვთ და სარგებლობენ ოფშორული კომპანიების მომსახურებით. შედარებით უცნობი გვარები კი არიან წარმომადგენლები - ძირითადად ესენი არიან იურისტები, რომლებსაც აქვთ მინდობილობა და ახორციელებენ იურიდიულ საქმიანობას, თუმცა თუ ნახავთ ამ კომპანიებს, ადვილად გასარჩევია, ვისთან აქვთ კავშირები და ვის შეიძლება წარმოადგენდნენ სინამდვილეში”, - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ.

 

როგორც ცნობილია, თავდაპირველად ე.წ. პანამის დოკუმენტებმა იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკადან გაჟონა. მათში საუბარია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების, ბიზნესმენებისა და ცნობილი ადამიანების მიერ გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტებზე.

 

ე.წ. პანამურ დოკუმენტებში ჩამოთვლილი ქართველი ბიზნესმენების სრული სიას OCCRP Caucasus აქვეყნებს:

1. ივანე ნაკაიძე (01030003964) – SOBBIA HOLDINGS CORPORATION (წილის მფლობელი); AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (POA)

2. ნუგზარ ექვთიმიშვილი (01001002694) – Rominvest Trading Corp (POA), Dorwin Investments Inc (POA), Finley Trading (POA), FRYSIAN ENGINEERING S.A. (POA)

3. ალექსანდრე გოგოხია (01017001266) – HOZDEL MANAGEMENT LTD. (წილის მფლობელი), Mission Investments Limited (დირექტორი), AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (POA), Grassdale Real Estates Corp. (წილის მფლობელი)

4. გივი აკოპაშვილი (59001007713) – Harrington Development Inc. (POA)

5. არჩილ კბილაშვილი (09001000978) – Harrington Development Inc. (POA)

6. დავით ასათიანი (60002015846) – Harrington Development Inc. (POA)

7. ირაკლი კანდაშვილი (01024033307) – Harrington Development Inc. (POA)

8. დავით ფანქველაშვილი (59001014727) – Nowall Investments S.A. (POA)

9. პაატა ჩხეიძე (59001005137) – Rominvest Trading Corp (POA)

10. დიმიტრი ჩიქოვანი (01007013229) – LEXOR CAPITAL CORP. (POA), ADPROJECTS INC. (საბჭოს წევრი)

11. გიორგი კრაველიძე (03001002366) – LEXOR CAPITAL CORP. (POA)

12. ზაზა ოქუაშვილი (01024004133) – Finley Trading (წილის მფლობელი), DAGMAR FINANCE GROUP INC. (მფლობელი), Velsan Trading Corp. (წილის მფლობელი)

13. მიხეილ იაშვილი (01024002770) – International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი)

14. ირაკლი იაშვილი (01008000365) – International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი)

15. გიორგი კაპანაძე (53001000014) GRENCORD CORP. (წილის მფლობელი), International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი)

16. პაატა ვადაჭკორია (01025007112) – International Fuel Service Corp. (მფლობელი)

17. არჩილ ხელაშვილი (01024006131) – Petrocas Energy Limited (POA), International Fuel Service Corp. (მფლობელი)

18. დავით კეზერაშვილი (01015000210) – Arkenstone Management Limited, SOBBIA HOLDINGS CORPORATION, Future Products Company (ყოფილი მფლობელი)

19. ბექა პაატაშვილი (01005005774) – Davor Holding Limited (მფლობელი)

20. კახაბერ ნინუა (01027004136) – Adprojects Inc. (საბჭოს წევრი), Iramar Holding Limited (POA)

21. ბიძინა ივანიშვილი (01015004952) – LYNDEN MANAGEMENT LTD. (მფლობელი)

22. თეიმურაზ გერსამია (01008004463) – Bexerton Ltd (მფლობელი)

23. კახა შარაბიძე (01025003923) – TECHNOS DEVELOPMENT INC. (დირექტორი)

24. რევაზ შარანგია (01009002573) – SILVERADO PROPERTIES INC. (მფლობელი), STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი), TECHNOS DEVELOPMENT INC. (წილის მფლობელი)

25. ივანე ჩხარტიშვილი (01025003134) – GROBER COMMERCIAL CORP.; CLAREN VENTURES LTD. (წილის მფლობელი), SILVERADO PROPERTIES INC. (მფლობელი)

26. თეიმურაზ არონია (65002012439) – LEXOR CAPITAL CORP.(მფლობელი)

27. მიხეილ ჩხარტიშვილი (01025008423) – TECHNOS DEVELOPMENT INC. (დირექტორი), GROBЕR сOМMЕRCIAL CORP. (დირექტორი).

28. ნათია ჩხარტიშვილი (01008013335) – GROBER COMMERCIAL CORP. (მფლობელი)

29. კობა ნაყოფია (01024003832) – Cuento Portfoilio Corp. (POA)

30. ხვიჩა მაქაცარია (62005003653) – STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი)

31. ზაზა გოდელაშვილი (45 08 048632 რუსეთის ფედერაცია) – LINDOS INTERNATIONAL LTD. (წილის მფლობელი)

32. დავით ხიდაშელი (N9 0002554) – INFORMAP WORLDWIDE LIMITED -EX- HESDAN LIMITED (წილის მფლობელი)

33. ზაზა ქათამაძე (01017000944) – Georgia Rudomar S.A. (წილის მფლობელი)

34. მიხეილ გოგლიჩიძე (01024007596) – HARMON PREMIER LTD. (მფლობელი)

35. მიხეილ ლელაშვილი (01008006232) – PERSONAL ADVISERS & CO. (დირექტორი)

36. ლევან კაჭარავა (01008001436) – Garissa Ltd (მფლობელი)

37. გიორგი გაჩეჩილაძე (01008002195) – Garissa Ltd (მფლობელი)

38. გოჩა მეგრელიძე (01008005707) – Garissa Ltd (მფლობელი)

39. ბორის თორდია (01026009821) – H.B.M Global LIMITED (წილის მფლობელი)

40. ლიანა კობიაშვილი (01020009494) – OOCO LTD., FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

41. ზაალ კეჟერაშვილი (12001023796) – WADEX INTERNATIONAL LIMITED (მფლობელი), OOCO LTD. (წილის მფლობელი)

42. გიორგი კეჟერაშვილი (01019030000) – OOCO LTD. (წილის მფლობელი)

43. შორენა გველესიანი (01017020120) – OOCO LTD. , FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

44. კობა კეჟერაშვილი (01020008080) – OOCO LTD. , FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

45. თეიმურაზ ქორქაშვილი (01009002521) – FOL TRADING CORP. (წილის მფლობელი)

46. თამაზ კირეულიშვილი (01024010761) – FOL TRADING CORP. , DONROY COMPANY INCORPORATED (წილის მფლობელი)

47. თამაზ ჯახუტაშვილი (61001013225) – ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI (წილის მფლობელი)

48. ზურაბ ნიჟარაძე (01031006223) – ILKLEY OVERSEAS LIMITED (წილის მფლობელი)

49. დავით იაკობაშვილი (81670851 – შვედეთის პასპორტი) – SOBBIA HOLDINGS CORPORATION; AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (მფლობელი)

50. თამაზ ჩხიკვიშვილი (01024003763) – GRUPO ALIMENTARE S.A. (მფლობელი)

51. გურამ მოქია (51N 3245829) – EDENVALE VENTURES LTD. (დირექტორი)

52. გიორგი ლაშხი (01008022951) – CLAREN VENTURES LTD. (დირექტორი)

53. თამაზ ნიჟარაძე (61002002686) – ELENCO HOLDINGS INC., DESTON COMPANY S.A. (POA)

54. გიორგი ექვთიმიშვილი (01001005554) – Rominvest Trading Corp. (POA)

55. ქეთევან ნაცვლიშვილი (01008016686) – Horizon Group limited, NDI Enterprises Limited – დირექტორი

56. გოჩა ხანდოლიშვილი (01015006511) – SAMPOR GLOBAL CORP. (წილის მფლობელი)

57. პაატა ჩხეიძე (59001005137) – Rominvest Trading Corp. (POA)

58. ნიკოლოზ ასანიძე (59001009934) – MOOVEN INTERNATIONAL S.A. , Velsan Trading Corp. (POA)

59. ვასილ ბიბილაშვილი (01031003582) – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA)

60. ზაზა ბიბილაშვილი (01008004613) – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA)

61. გიორგი სარაჯიშვილი (01025016822) – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA)

62. ირაკლი კორძახია (01009000775) – ARGOTRANS LIMITED (POA)

63. სოფიო როინიშვილი (01009017099) – ARGOTRANS LIMITED (POA)

64. დავით რაფავა (62004004999) – Silk Road Group S.A. (10%-ს მფლოსბელი)

65. ალექსანდრე ლაცაბიძე (59001002247) – Rominvest Trading Corp. (POA)

66. გიორგი ქურდაძე (61001002353) – FELMARK TRADING INC. (POA)

67. მარიამ ჯაფარიძე (01008015165) – NOWALL INVESTMENTS GLOBAL S.A. , Dagmar Finance Group Inc. (POA)

68. ნიკოლოზ ქურდაძე (01024016063) – FELMARK TRADING INC. (POA)

69. რატი ღვამბერია (35001047484) – TERRAMAR ENERGY, TECHNOS DEVELOPMENT INC (დირექტორი)

70. ზაზა ქათამაძე (01017000944) – RUDOMAR S.A. (წილის მფლობელი)

71. თეიმურაზ კვერნაძე (01006005260) – GENOVA MANAGEMENT LTD. (წილის მფლობელი)

72. ილია ცინცაძე (01026003466) – Deston Company S.A. (წარმომადგენელი)

73. ლევან ენუქიძე (01024007334) – Silk Road Group SA (POA)

74. ვაჟა კეჭაყმაძე (33001007906) – INTERDRILLINGSERVISE LTD (ადმინისტრატორი)

75. კახა დამენია (19001000498) – STAMAR GLOBAL LTD. (დირექტორი)

76. ნინო კიკვაძე (01010010491) – PONTOS ENERGY LIMITED (დირექტორი)

77. გიორგი კრაველიძე (03001002366) – LEXOR CAPITAL CORP. (POA)

78. რატი ჭელიძე (01019003831) – Petrocas Energy Management Limited, FPC Group (მრჩეველი)

79. ალექსანდრე ნიკოლაიშვილი (01030000826) – BLENVILLE REAL ESTATES LTD. (წილის მფლობელი)

80. ზაზა ლეჟავა (01018002057) – BETLEY PACIFIC LIMITED (წილის მფლობელი)

81. იოსებ მგელაძე (01017002665) – Sobbia Holdings Corporation (დირექტორი), Rylf Management S.A. (POA)

82. კობა საძაგლიშვილი (01009015290) – Smod Equites Corp. (POA),

83. დავით ბერიშვილი (62004011102) – SUPERLINE HOLDINGS LTD; B.V.I. (POA)

84. თეიმურაზ კვერნაძე – GENOVA MANAGEMENT LTD. (წილის მფლობელი)

85. დავით კეჩხუაშვილი – BETLEY PACIFIC LIMITED (დირექტორი) 

 



ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
access_time2020-06-02 13:30:49
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების...

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი
access_time2020-06-02 14:30:07
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ექსკლუზიურად „კომერსანტთან პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Bank of America, Merrill Lynch, BCS Global Investment Bank) მედიაჰოლდინგს უყვება, თუ პორტ-პანდემიის პერიოდში რა მაკროეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად....

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება
access_time2020-06-02 13:30:16
სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა. „სავარაუდოდ სავალუტო ჯიხურების გახსნა 8 ივნისს იგეგმება, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარეგულირებელისგან გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. მოგვიწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და იმ გაიდლაინების შესრულება რაც საფინანსო სექტორისთვისაა...

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა
access_time2020-06-02 13:01:44
ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ლიდერფუდის“ ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა „ლიდერფუდის“ ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის, დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო xnews.ge -მა ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დუმბაძემ, მათ შორის, თქვა, რომ მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ინტერვიუს...

„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა

„ეკომარტი“ -  ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა
access_time2020-06-02 11:55:59
დღეიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, ონლაინ სავაჭრო პორტალ www.ecomart.ge-ზე შეიძინონ ნატურალური პროდუქტები. ნებისმიერ შეკვეთას თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ. გარემოსადმი მეგობრული კონცეფციით შექმნილი მაღაზია საქართველოში წარმოებულ ხარისხიან და ეკოლოგიურ პროდუქციას უყრის თავს. ეკომრავალფეროვნება „ეკომარტის“ მთავარი უპირატესობაა. სასურსათო პროდუქტები, საკვები დანამატები,...


მსგავსი სიახლეები

up