ვინ არიან 500 Startups-ის აქსელერაციის მეორე ეტაპის სტარტაპები

ვინ არიან 500 Startups-ის აქსელერაციის მეორე ეტაპის სტარტაპები

access_time2021-02-15 13:15:46

მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, აქსელერაციის პროგრამას წარმატებით განაგრძობს. პროექტი რეგიონის მასშტაბით 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. პროგრამაში  ჩართულ სტარტაპებს შორის კი ოთხი უცხოური კომპანიაა. მათ შორის: ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 10 კომპანიიდან, 4-ის თანადამფუძნებელი ქალია.


მეორე ნაკადის სტარტაპებისთვის აქსელერაციის  მორიგი, 6 კვირიანი ინტენსიური ეტაპი უკვე მიმდინარეობს და ის 12 მარტამდე გაგრძელდება. Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me - ეს იმ სტარტაპების ჩამონათვალია, რომლებიც საკუთარი იდეების დახვეწას მენტორებთან ერთად აგრძელებენ და ‘Demo Day”- ზე ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  ამ 10 სტარტაპიდან 5:  Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook, დამატებით ინვესტიციას მიიღებს. მათგან 2 კომპანია კი  აქსელერაციის ფინალურ ეტაპზე Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program - ში  მონაწილეობისთვის საგზურს მოიგებს.


გაგაცნობთ 3  მათგანს:


YouTravel.me, სამოგზაურო ტურების პლატფორმა ინდივიდუალური შეთავაზებებითდა ისმოგზაურობის დროს უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას გაძლევთ. „ჩვენი პლატფორმა მოგზაურებს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4000-მდე ტურს სთავაზობს. პირველი ვერსია 2018 წლის ივნისში გავუშვით და უკვე 150 ათასზე მეტი ყოველთვიური მომხმარებელი გვყავს. თებერვალში პანდემიის გამო მათი რაოდენობა შემცირდა, თუმცა უკვე ივლისში სიტუაცია შეიცვალა, კვლავ ვიზრდებით და საერთაშორისო საზღვრების გახსნას სულმოუთქმელად ველით. გვსურს, ტურიზმის სფეროში გლობალური ლიდერები გავხდეთ და მილიონობით ადამიანს დავეხმაროთ მსოფლიოს აღმოჩენაში. საწყის ეტაპზე ინვესტიციის მოზიდვა გაგვიჭირდა, დაახლოებით 10,000 დოლარზე მეტი დეველოპმენტსა და რეკლამაში დავხარჯეთ. იყო შეცდომები, თუმცა მათი წყალობით ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, პირველი ინვესტიციის მიღება გაშვებიდან მხოლოდ 1 წლის თავზე შევძელით.


ძალიან ბევრს ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, ვხედავთ, რომ თითოეული მენტორი ძალიან გამოცდილია და გვჯერა, მათი დახმარებით მიზანს მივაღწევთ. საქართველოს ბანკისა და 500 Startups-ის კოლაბორაცია აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ სტარტაპებს საშუალებას გვაძლევს განვვითარდეთ და წვდომა გვქონდეს გლობალურ ბაზარზე. გვჯერა, რომ საქართველოს ბანკი ძალიან კარგი პარტნიორი იქნება და მოხარულები ვართ მათთან თანამშრომლობით“, - ამბობს YouTravel.me-ს დამფუძნებელი ივან ბორტნიკოვი.



Corebook -კი ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტია უკეთესი პროდუქტის შესაქმნელად როგორც მისი თანადამფუძნებელი, იანის ვერზემნიეკსი კომერსანტთან საუბარში აღნიშნავს, ადამიანების 70% არსებულ დოკუმენტებს, უბრალოდ არ კითხულობს. სწორედ ამიტომ, ბრენდ მენეჯერებსა და დიზაინერებს ბევრად უფრო მარტივი და ეფექტური გზა სჭირდებათ, რათა კომპანიის მისია, თვისებები და ღირებულებები მომხმარებლამდე მიიტანონ. Corebook- მა სწორედ ეს მისია აიღო საკუთარ თავზე. 


„2019 წელს უკვე გვქონდა საპილოტე პროდუქტი, რომელმაც კლიენტებზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გადავწყვიტეთ პროგრამა საჯაროდ ხელმისაწვდომი გაგვეხადა და 28 თებერვალს უკვე Beta ვერსიაც გამოვუშვით. ვთვლით, რომ ბრენდ სტუდიოებს Corebook უკეთესი პროექტებისა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი პროდუქტების შექმნაში დაეხმარება. ამჟამად უკვე გვყავს 3 ენჯელ ინვესტორი, რომლებმაც 40 ათასი ევროს ინვესტიცია ჩადეს სტარტაპში. ჩვენთვის პროგრამაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან   500 Startups-ის მენტორებისგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება ფასდაუდებელია. მომავალში უკვე განახლებული ვერსიის გაშვება გვსურს, რაშიც აქსელერატორში მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და სიღრმისეული განახლება ჩვენი არსებობის ისტორიაში. ჩვენთვის პირველივე დღიდან ნათელი გახდა, რომ თქვენი ქვეყანა ანტრეპრენერებს მხარს უჭერს და ვამაყობთ, რომ ამ ეკოსისტემის ნაწილი ვართ.“ - ამბობს corebook-ის თანადამფუძნებელი, იანის ვერზემნიეკსი.


აქსელერაციის კიდევ ერთი მონაწილე, Agrolabs სათბურში მომუშავე ფერმერებს უახლეს ტექნოლოგიას სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიური რუტინული სამუშაოს ავტომატიზაცია და გაციფრულებაა შესაძლებელი. მათი IoT სენსორები სპეციალურად სათბურისთვისაა შექმნილი, რომელსაც ალგორითმი მართავს და მცენარეებისგან მიღებულ ინფორმაციას ლაივ რეჟიმში აანალიზებს, შედეგად ფერმერს შესაძლებლობა აქვს, ყოველ დღე უყუროს მცენარის განვითარების პროცესს.




 

„დღეს ჩვენ Wireless სენსორებს და მის ალგორითმს ვყიდით. მომავალში ვაპირებთ ჩვენი მომსახურება ე.წ Subscription მოდელზე გადავიყვანოთ, რითიც Agrolabs უფრო ხელმისაწვდომი გახდება მცირე ზომის, ინდივიდუალური ფერმერებისთვის. ჩვენთვის პროგრამაშ მონაწილეობა არის კარგი შესაძლებლობა,  ტოპ კლასის მენტორებს ჩვენი გაყიდვების და მარკეტინგის მოდელი ვანახოთ. 500 Startups-ის გამოცდილება ჩვენი გუნდისთვის ფასდაუდებელია და  ის სწრაფ ზრდაში დაგვეხმარება. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ბანკის როლი, ასეთი კორპორატიული პარტნიორის ყოლა, რომელიც მრავალმხრივ გიწევს დახმარებას ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკის მონაწილეობა პროექტში განსხვავებულ პერსპექტივას ქმნის სტარტაპერებისთვის რაც ძალიან დასაფასებელია“ - ამბობს Agrolabs-ის წარმომადგენელი მიხაელ ლაზარენკო.


ინფორმაციისთვის, 500 startups საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით შემოვიდა. აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა  აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


პროგრამის მეორე ნაკადისთვის როგორც საქართველოს, ასევე მთელი  მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 140 აპლიკაციიდან 14 სტარტაპი შეარჩია. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე, შერჩეულმა კომპანიებმა Foundations Bootcamp და Remote Experimentation პროგრამები გაიარეს. 2,5 თვის პერიოდის მანძილზე სტარტაპ დამფუძნებლებთან მუშაობის საფუძველზე, 500 Startups-მა შეაფასა კომპანიების საბაზრო პოტენციალი, ზრდის მაჩვენებლები და გუნდის პროგრამაში ჩართულობის ხარისხი. კომპანიების უმრავლესობამ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, თუმცა საბოლოო ჯამში 14-დან 10 სტარტაპი გადავიდა შემდეგ ეტაპზე.

 

(R)



თეგები:
500 Startups



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up