“ვინ აიღებს რიონში გაუჩინარებულ ბიჭზე პასუხისმგებლობას?

“ვინ აიღებს რიონში გაუჩინარებულ ბიჭზე პასუხისმგებლობას?"

access_time2021-04-11 15:51:42

გუშინ “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა ბანაკში მომხდარ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობა აფასებს. მათი თქმით ამ ტრაგედიაზე დიდი წილი პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ ეს ყველაფერი ზღვარსგადასული რადიკალიზმის ბრალია და ე.წ. “რიონის ხეობის მცველები” ვერ აკონტროლებენ, მათ მიერ დაწყებულ პროტესტს.


“ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან რაიმე უბედურება მოხდებოდა. ასე არ შეიძლება, ჩამოდიან ათასი ჭკუის ხალხი, კაცმა არ იცის რატომ და რისთვის. ვითომ ჩვენ საქმეს აკეთებენ გვებღვირებიან ადგილობრივებს. გეფიცებით დაშინებულია ხალხი. მაგათი კი არავის ეშინია, უბრალოდ ბევრი ისეთი არაადეკვატურია აზრი არა აქვს მაგათთან ლაპარაკს. გიჟს გზა უნდა დაუთმოო ხო იცით და ასე ვართ, ერთს და ორს ავიტანდით კიდე მაგრამ უკვე ნამეტანს შვებიან.” ეთერი მანაგაძე
“ჯერ იყო და მაგათ გამო ნორმალურად ვეღარ გაგვივლია სოფელში და ახლა კიდე ამბობენ კაცი მოუკვდათო. რას გაიგებ რა მოხდა ? ცალკე სახელმწიფოს აშენებენ იქ მემგონი. ვერ გაიგებ შვილო იქ ვინ მიდის, ვინ მოდის. ერთი ვიცი, რომ იქ ადგილობრი არავინაა. ასი კაციდან ორი ან სამი ადამიანია ადგილობრივი, დანარჩენი სულ ჩამოსულები არიან. ზოგი დუშეთიდანაა, ზოგი საგარეჯოდან და ვინ იცის კიდე საიდან. არაფერი საერთო ამ ხალხს რიონის ხეობასთან არ აქვთ. ეს საცოდავიც არ ყოფილა აქაური, თბილისიდან ჩამოვიდაო რამდენიმე დღის წინო ასე ამბობენ. იქნება ახლა მაინც დაფიქრდნენ და მოეგონ გონს. ამდენ ხალხს, რომ ეძახი გამოდით ქუჩაში და დადექით ჩვენთანო, ხომ უნდა გქონდეს მერე ამ ხალხის მართვის თავი. ეშხში შევიდნენ ახლა და გონიათ ამათია ეს ხეობა, მაგრამ ფაქტია დაღუპეს ახალგაზრდა კაცი. თუ დროზე არ დასრულდა ამათი ქალაქობანას თამაში ნამოხვანში კიდე უარესი შეიძლება მოხდეს. ჩვენ მართლა გვეშინია უკვე ამ ადამიანების, სექტას ვეძახით. თუ სხვა აზრი უთხარი რამე შეიძლება თვითონ გადაგაგდონ რიონში. გაბრაზებულები ვართ შვილო, ძალიან გაბრაზებულები. ცოდვა დატრიალდა და არ ვიცით ვის სახლთან გამორიყავს იმ საცოდავს მდინარე. მთელი ცხოვრებაა წყნარად და მშვიდად გავატარეთ და სხვაზე ნაკლებად არ ვიცავდით ამ ხეობას. ახლაც ვიცავთ და სულ დავიცავთ, მაგრამ გააჩნია რისგან. ბავშვი არ დაადებულა ათწლეულებია უკვე ბევრ სოფელში და ნასოფლარებია ყველგან. ამ ჰესის მშენებლობამ ცოტა გამოაცოცხლა აქაურობა და ცოტა იმედი მოგვეცა ადგილობრივებს. იქნება კიდეა შანსი ამ ხეობაში სკოლა გაიხსნას, საბავშვო ბაღი გაიხსნას, სამუშაო ადგილები გაჩნდეს. 76 წლის კაცი ვარ და სულ ვიცოდი, რომ აშენება იყო კარგი და ნგრევა ცუდი და ახლა გამოდის ერთი მუჭა ხალხი და არ ააშენოთო ყვირიან. უნდა ავაშენოთ შვილო, სანამ გვაქ საშენებელი.“ – შალვა მამრიკიშვილი.
“ყველაფრის სათავე არის ის, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამათ, რომ კითხო ყველა ექსპერტია და ყველამ ყველაფერი იცის. აიჩემეს ათასი აბსურდი და ორმოცმეტრიანი ტალღები, მერე თვითონ დაიჯერეს, მერე ოცი კაცი დაინახეს აქციაზე და ზვიად გამსახურდიები გონიათ თავი და მოხდა ის რაც მოხდა. შეძრულები ვართ ადგილობრივები. ჩვენი გაჭირვება გვეყოფოდა და კიდე საფიქრალი მოგვიმატეს. ღმერთის სახელით გვწყევლიან ადგილობრივებს, გვაშინებენ. იმ კარვების ადგილს წმინდა მიწას ეძახიან და ყველაზე დიდი ქრისტიანული ცოდვა დაუტრიალდათ. იქნება ახლა მაინც მიხვდნენ საით მიდიან. მთელი დღეა ფეისბუზე კომენტარებს ვკითხულობ და დამიჯერეთ ეს ხალხი საშიშია. გაგიჟდებით რას წერენ. შეიძლება იმ კარვებიდან რამდენიმე დავარცხნილად საუბრობს, მაგრამ საერთო ჯამში ეს პროტესტი მიყავსთ ეთნიკურ დაპირიპირებამდე. ქსენოფობები არიანო ამბობენ, მარტო ქსენოფობები კი არა ადამიანოფობები არიან რასაც მე ვუყურებ. ეზიზღებათ ყველა ვისაც განსხვავებული აზრი აქვთ” – ირაკლი ქობულაძე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული კაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მობილიზებულია დამატებითი ძალები.
პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოში მონაწილეობს 6 მყვინთავი – 8 ნავით. წყლის ფსკერს საძიებო სკანერით, ექოლოტით ათვალიერებენ.
შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

(R)


თეგები:
ენკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up