ვატო სურგულაძე: პასუხი უნდა მოეთხოვოს ჯანდაცვის მინისტრს, ჯანდაცვის სტრუქტურების ხელმძღვანელებს და პრემიერ-მინისტრს

ვატო სურგულაძე: პასუხი უნდა მოეთხოვოს ჯანდაცვის მინისტრს, ჯანდაცვის სტრუქტურების ხელმძღვანელებს და პრემიერ-მინისტრს

access_time2021-11-25 11:00:07

არასწორი აღრიცხვიანობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობის მეთოდი მთავარი პრობლემებია, რაც პანდემიის მართვისას არის დაშვებული. კოვიდ19-ის პრევენციის, ასევე მკურნალობის მოდელი, რითაც საქართველო ხელმძღვანელობს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აშკარაა, რომ ვერ გაამართლა სტანდარტმა, რითაც საქართველო ხელმძღვანელობს. წარუმატებელი მკურნალობითა და რეკომენდაციებით ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან და ასეთ ფონზე პროტესტი არ იგრძნობა მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოება არ აღმოჩნდა ამისთვის მომწიფებული. როგორც ჯანდაცვის სფეროს მკვლევარი, ექსპერტ-კონსულტანტი ვატო სურგულაძე აცხადებს, პასუხი ყველას უნდა მოეთხოვოს, პირველ რიგში, ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პოპულისტური და უშედეგო გადაწყვეტილებების გამო.

 


ცალკე პრობლემაა ისიც, რომ საზოგადოებას დღემდე არ აქვს დადასტურებული პასუხი, თუ რა არის საქართველოში კოვიდსიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზები  და როგორ უნდა მოიძებნოს გამოსავალი.



ჯანდაცვის ექსპერტი პირდაპირ აცხადებს, რომ ადგილი აქვს ადამიანების გენოციდს არასწორი დიაგნოსტირება-მკურნალობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის და პანდემიის მართვისას დაშვებული სხვა შეცდომების გამო, რასაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ეწირება.



„საქართველოში პანდემია გახდა უმართავი. ამაში დამნაშავეა უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმ სტრუქტურების ხელმძღვანელები, რომლებიც კოვიდის მართვის პროცესში არიან ჩართული, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ისინი პოპულისტური გადაწყვეტილებებით არიან დაკავებული და გენოციდი აქვთ გაჩაღებული, არ მოვერიდები ამის თქმას! ბევრი პრობლემაა, არც ერთი საკითხი არ არის გადაჭრილი, ვაქცინაციიდან დაწყებული, ბინაზე მკურნალობის ჩათვლით.  პრობლემა არც მოგვარდება, როცა PSR ტესტები სუვენირების მაღაზიებში კეთდება, ხარისხზე ნუღარ ვილაპარაკებთ! ჩვენი საზოგადოება არ არის მომწიფებული პროტესტისთვის, ანტივაქსერული დაჯგუფებები გაცილებით ძლიერები აღმოჩნდნენ, რეალური საინფორმაციო კამპანიას არ ატარებს სახელმწიფო და რაზე უნდა ვისაუბროთ?! როდესაც მინისტრი არ არის მეორედ აცრილი, ასევე სამინისტროს თითქმის ნახევარი თანამშრომელი, ხოლო პრემიერი როგორ პირობებში და სად აიცრა, გაურკვეველია“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ვატო სურგულაძე და დასძენს, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც არასწორ ქმედებას საქართველოს მოქალაქეები ეწირებიან.




,,დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ აუცილებლად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, ვინც ამდენი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, ამას ვერავინ გაექცევა! გვიხარია, რომ დღეს 64 გარდაიცვალა და არა 80, აქამდეც მივედით! ,,მწვანე პასპორტი“ შემოიღეს და ისიც არასწორი ფორმით, მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯები იდგმება“, - ამბობს სურგულაძე.



რაც შეეხება ანტივაქსერულ მოძრაობას, ორგანიზაცია ,,ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ იგი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც პანდემიის საწყის ეტაპზე მედიკოსებს ტაში დაუკრა, მაგრამ უკვე დღეს მათი პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და უმართავი პანდემიის მიზეზად მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს მიიჩნევს.

 


,,არ ვენდობი ვაქცინაციას, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ  კოვიდი არ არსებობს და მისგან ადამიანები არ იღუპებიან! ვეჭვობ, რომ  მანიპულაცია ხდება, სტატისტიკას აყალბებენ. ასე თუ არ არის, დაიდოს სახელი და გვარები იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად კოვიდის დიაგნოზით კვდებიან. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იღებს სათანადო ინფორმაციას, კომუნიკაციის პრობლემაა, ამას უშველონ!  ამასთან, თუ მართლა კორონავირუსით იღუპება ამდენი ადამიანი, რატომ არ იგრძნობა პროტესტი?! ვინც პანდემიის მართვაზეა პასუხისმგებელი და ვალდებულებას თავი ვერ გაართვეს,  დატოვონ თანამდებობა. თავის დროზე, როცა პანდემიური ორომტრიალი ახალდაწყებული იყო, ექიმებს ტაში დავუკარით! ამდენი გარდაცვალებაა და პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ. ელემენტარულად ტესტირების პროცესიც არ არის მართული, მკურნალობაზე ხომ საუბარი ზედმეტია. დიდძალი ფული იხარჯება სწრაფ ტესტირებაში და მათი უმეტესობა კოვიდ 19-ს ჩვეულებრივი ვირუსისგან ვერ ასხვავებს“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“  ზვიად ტომარაძე.



ცნობისთის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.



გარდაიცვალა 64 პაციენტი.



23 ნოემბერს საქართველოში 26 588 ტესტი ჩატარდა. დადებითობის მაჩვენებელმა 12% შეადგინა.



მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up