ვინ ააშენებს საქართველოს პირველი არხის ახალ შენობას?  ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ცნობილია

ვინ ააშენებს საქართველოს პირველი არხის ახალ შენობას? ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ცნობილია

access_time2020-10-19 09:50:16

პირველი არხის მიერ 2020 წლის ივნისში გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „დაგი“ გახდა, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია სამშენებლო ბიზნესშია. მის სახელს უკავშირდება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, სათაფლიის ნაკრძალი, სასტუმრო „ანაკლია“, მესტიის რეაბილიტაცია, ქუთაისის ოპერის თეატრი, ვანის მუზეუმი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახლახანს გახნსნილი შენობა და მრავალი სხვა წარმატებული პროექტი.


ახალი შენობის მშენებლობის პირველი ეტაპის დაწყების თაობაზე ხელშეკრულებას საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა და კომპანია „დაგის“ დირექტორმა, მიხეილ შარანგიამ, 16 სექტემბერს მოაწერეს ხელი. პირველი ეტაპი მშენებლობის კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნაწილს მოიცავს.


 „დღეს გავაფორმეთ ისტორიული ხელშეკრულება, კეთდება თაობებისთვის მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენი კომპანია, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება და უამრავი უმნიშვნელოვანესი პროექტი აქვს პორტფოლიოში, მზადაა წარმატებით გაუმკლავდეს ამ გამოწვევასაც. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებელი მშენებლობის ვადებზე, ხარისხსა და უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა მიხეილ შარანგიამ.


მაუწყებლის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას N31-ში დაახლოებით ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. მშენებლობის შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2020 წლის მაისში გასცა. ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა კი, მაუწყებელმა საზოგადოებას შესთავაზა. პირველად ქართულ რეალობაში, შენობის დიზაინი და ვიზუალი ფეისბუქით შეირჩა. ღია კონკურსის გამარჯვებული შპს „თბილქალაქპროექტის“ მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადება გახდა. თანამედროვე დიზაინმა 14 227 ხმა და სპეციალური კომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო.



სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კომპანია CMC უწევს, რომელიც საქართველოში მშენებლობის მენეჯმენტის პირველი და ყველაზე დიდი კომპანიაა, მისი ისტორია კი უკვე ათწლეულს ითვლის. კომპანიის პორტფოლიო 62 დასრულებულ და 22 მიმდინარე პროექტს მოიცავს.


საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ არხის განახლების პირველი ძალიან რეალური ეტაპი სწორედ დღეს დაიწყო.


„პირველი არხის არქიტექტურული მშენებლობა არ არის მხოლოდ ტექნიკური ნაწილი, შინაარსობრივ ნაწილსაც მოიცავს და ზოგადად, ორგანიზაციის განახლების გრძელვადიან გეგმას უკავშირდება. ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ პირველი არხის განახლების პირველი ძალიან რეალური ეტაპი სწორედ დღეს დაიწყო“ - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.


 

პროექტის ვიდეო ვერსია შეგიძლიათ იხილოთ:

https://youtu.be/CBK3ut1CawY


R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up