ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

access_time2019-09-03 13:15:52

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ლიეტუვას დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 95% ბათუმსა და ქობულეთში გეგმავს დასვენებას. ფრენებს ავიაკომპანია GetJet Airlines ასრულებს და ის სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს განხორციელდება. 2020 წლისთვის იგეგმება ფრენების სიხშირის გაზრდაც. ვილნიუსი-ბათუმის ჩარტერები შემდეგი წლისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში შესრულდება. ის, ტალინი-ბათუმის ჩარტერული ფრენების მსგავსად, ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.



აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თინათინ ზოიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში ჩარტერები უკვე ვილნიუსიდანაც დაიწყო. მისი თქმით, რაც მეტი ფრენა იქნება, მით უფრო მეტი ტურისტი ესტუმრება ჩვენს ქვეყანას.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტალინის შემდეგ ბათუმში ჩარტერები უკვე დაიწყო ვილნიუსიდანაც. ამ შემთხვევაში ფრენები გაგრძელდება სექტემბრის ბოლომდე, თუმცა სასიხარულოა, რომ კომპანია გეგმავს ფრენების გაზრდას. შემდეგი წლისთვის, უკვე მთელი ზაფხულის ტურისტულის სეზონის განმავლობაში გვექნება ჩარტერული რეისები ლიეტუვას დედაქალაქიდან. ესტონეთისა და ლატვიის მსგავსად, ლიეტუვა ჩვენთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების რეკლამირებას აქტიურად ვანხორციელებთ. შესაბამისად, რაც მეტი ფრენა გვექნება ევროპიდან ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს მიმართულებით, მით უფრო მეტი ევროპელი ტურისტი ესტუმრება ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა თინათინ ზოიძემ.





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...


მსგავსი სიახლეები

up