„ვილა გოდოლა“ „რედისონს“ კახეთში კონკურენციას გაუწევს (ფოტოები)

„ვილა გოდოლა“ „რედისონს“ კახეთში კონკურენციას გაუწევს (ფოტოები)

access_time2020-08-10 12:20:04

კახეთში, სასტუმრო „ვილა გოდოლა“ შენდება. დასახლებული პუნქტიდან ორ კილომეტრში მდებარე სასტუმრო ტყის პირას, ზღვის დონიდან 800 მეტრზე იქნება გაშენებული, რომელიც კავკასიონის მთების ხედითა და 3 ჰექტარის მოცულობის ვენახის ხედებით იქნება უზრუნველყოფილი.


„კომერსანტთან“ საუბრისას „ვილა გოდოლას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ქოჩლაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად წინასწარ დადგენილი ფასებისა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სასტუმროს ღირებულება უფრო დაბალი იქნება.


„Covid-19-ის შემდეგ ღირებულება დაახლოებით 5-7%-ით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე აქამდე იყო გათვლილი. ვფიქრობთ, ჩვენი სასტუმროს ფასები „რედისონზე“ 10-15%-ით იაფი იყოს“, - განმარტავს გიორგი ქოჩლაძე.



გიორგი ქოჩლაძის განცხადებით, სასტუმროს პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი 15 მლნ. ლარს, ხოლო ვილების ფასი 35 მლნ. ლარს მოიცავს.



„ამ ეტაპზე ვილების გადაპროექტება მიმდინარეობს. თანამედროვე ელემენტების დამატება გვსურს, თუმცა ქართული, კახური ავთენტური გარემო შენარჩუნებული იქნება. აღსანიშნავია, რომ სხვა კუთხის არცერთი ელემენტი სასტუმროში არაა და ყველაფერი მთლიანად კახურია.

ვილები ვენახებში იქნება გაფანტული, რომელთა ფასიც დაახლოებით 350 000 დოლარიდან დაიწყება. თუმცა საფასო სეგმენტში ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ ვართ. მიუხედავად ამისა, დაინტერესება მაინც არის. კორონავირუსის მიუხედავად, ჩვენი მოლოდინი პოზიტიურია, სწორედ ამიტომაც გავაგრძელეთ მშენებლობა და ვფიქრობთ უცხოელი და ქართველი მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა 50/50 -ზე იქნება“, - აცხადებს სასტუმროს მფლობელი.



„ვილა გოდოლას“ მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის მარტისთვის პირველი სტუმრების მიღება იგეგმება.


ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up