2020 წელს ვიდეორეკლამის ბაზრის მოცულობა 32 მილიარდ დოლარს მიაღწევს

2020 წელს ვიდეორეკლამის ბაზრის მოცულობა 32 მილიარდ დოლარს მიაღწევს

access_time2019-12-16 14:58:12

კომპანია Deloitte-მა გამოაქვეყნა მეცხრამეტე საერთაშორისო კვლევა „მაღალი ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციის, გართობისა და მედიის განვითარების 2020 წლის პროგნოზი“.ამ კვლევის თანახმად, 2020 წელს ვიდეორეკლამის ბაზარი 32 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. სეგმეტნის ლიდერები გახდებიან ინდოეთი და ჩინეთი, ხოლო შტატებში პირიქით, შემცირდება და აქ შემოსავლები ხელმოწერების სერვისზე მოვა.


ორგანიზაციის ვარაუდოთ, მსოფლიო ტელე-ინდუსტრიაში შესაძლოა, ზრდა დაფიქსირდეს ტელევიზიების ხარჯზე. 2020 წელს მათი აუდიტორია 1,6 მილიარდ ადამიანს მიაღწევს.პოდკასტინგის სეგმენტი პირველად გადალახავს მილიარდიან ზღვარს, გაიზრდება 30%-ით 1,1 მილიარდამდე.


აუდიოწიგნების ბაზარი გაიზრდება 25%-ით 5 მილიარდ დოლარამდე.კონტენტის მიწოდების ქსელი (Content Delivery Network ― CDN) შეადგენს 14 მილიარდს და გაიზრდება 25%-ით. ხოლო მათივე პროგნოზით 2025 წლისთვის გაორმაგდება 30 მილიარდ დოლარამდე.



კომპანიის პროგნოზით, მომავალ წელს 5G ტექნოლოგია დიდ პოპულარობას მიაღწევს კერძო სექტორში. ამ სეგმენტში 5G ქსელის ტესტირებას დაიწყებს 100-მდე კომპანია.


bpn.ge






დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up