520-ე დადგენილების შედეგი-„მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კომპანიები ბაზარს ტოვებენ და პაციენტებს რიგ გეგმიურ სერვისებზე უარს ეუბნებიან“

520-ე დადგენილების შედეგი-„მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კომპანიები ბაზარს ტოვებენ და პაციენტებს რიგ გეგმიურ სერვისებზე უარს ეუბნებიან“

access_time2020-01-13 11:30:01

პრემიერ-მინისტრის ჩართულობის შემდეგ გააქტიურებული ჯანდაცვის სამინისტრო, 520-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ექიმებთან სისტემატიურ შეხვედრებს მართავს. როგორც კლინიკების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტრო მათი მოთხოვნების განხილვას არ აპირებდა, თუმცა, ამ ეტაპზე ექიმებს იმედი იმისა, რომ ერთიანი ტარიფების სისტემა კლინიკებისთვის ისეთი მძიმე აღარ იქნება როგორც ბოლო 2 თვის მანძილზე, ნამდვილად აქვთ.


შეწყვეტილი გეგმიური ოპერაციები და მედიკოსებისთვის შემცირებული ხელფასი-ეს № 520-ე დადგენილების ამოქმედების შედეგებია. ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილი რთული ვითარების გამო კლინიკები აქტიურად ფიქრობდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლაზე.


„ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ზემოდან გვიყურებდა და საუბარიც არ სურდა მედიკოსებთან,  გიორგი გახარიას მითითებების შემდეგ გააქტიურებულია. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას არ აქვს ერთი დღე ნამუშევარი კლინიკაში და მინისტრის მოადგილედ დანიშნა, ამის გამო აქვს 520-ე დადგენილებას ამდენი ხარვეზი.  კლინიკების მოსაზრებები თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული და 10 დღეში არ შესულიყო ეს დადგენილება ძალაში,  სამინისტრო  ექიმების წყრომას არ გამოიწვევდა. მინისტრთან შეხვედრის რამდენიმე მცდელობა გვქონდა, მაგრამ უგულებელყოფილ იქნა, 2019 წლის დეკემბერში სანამ პრემიერ-მინისტრი არ შეგვხვდა, რომელმაც  გვითხრა, რომ ფასები გადაიხედება.


ჩვენ გათანაბრების წინააღმდეგი არ ვიყავით, 2013 წლამდე გახსნილი კლინიკები ვმუშაობთ დაბალი ტარიფებით,  2013-ის შემდეგ გახსნილები კი ისე მრავლებიან, როგორც წვიმის შემდეგ სოკოები და ითვისებენ სახელმწიფო ფულს. ინგლისის ბიუჯეტიც კი ვერ გაუძლებდა იმ უნამუსობას, რასაც ჩადიოდნენ ჩემი კოლეგები, ახლად გახსნილი კლინიკები“ - ამბობს კლინიკა „გულის“ გენერალური დირექტორი, ანზორ მელია.



მისი განცხადებით, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კომპანიები  ბაზარს ტოვებენ და 520-ე დადგენილების ამოქმედების გამო პაციენტებს რიგ გეგმიურ სერვისებზე  ხშირად უარს ეუბნებიან. 


„ჯანდაცვის მინისტრმა  შეხვედრისას გამოგვიცხადა -  „ვიცოდი პრემიერს გულს აუჩუყებდითო, მაგრამ მე ვერ ამიჩუყებთო.  ფასების გათანაბრება კლინიკებისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ გაბუნიას და  ახლადდანიშნული მინისტრის დონეზე ეს რომ გადაწყდა, ამან  ფაქტობრივად გაგვაჩერა. გეგმიურ ოპერაციებს ახლა ვერ ვაკეთებთ, თუ მაშინ 20 ოპერაციას ვაკეთებდით, ახლა 5 და 6 -ს თუ ჩავატარებთ. მაღალტექნოლოგიური ფირმები აპირებენ საქართველოდან გასვლას.  ჩვენ ვუთხარით პრემიერს, რომ გადაიხედოს ფასები , ხოლო მანამდე  ექიმებისთვის ჰონორარის დაწესების უფლება მოგვცეს. ექიმს, რომელსაც აირჩევს ავადმყოფი, ექნება ჰონორარი  - ორ დღეში პრემიერმა შეასრულა ეს მოთხოვნა და დაუშვა ჰონორარები. ამ ჰონორარს ხელფასებზე გადავანაწილებთ. ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს, რომ ჰონორარების ოდენობაზე მივაწოდოთ ინფორმაცია -   კომუნისტურ ეპოქაში გვაბრუნებენ  აშკარად, კერძო კლინიკა რა ჰონორარს იღებს რატომ უნდა იცოდეს სამინისტრომ. თუ ავადმყოფს არ უნდა ჰონორარის გადახდა, ვეუბნებით, რომ მიმართეთ „ევექსს“, რომელსაც სახელმწიფო და თვითონ ივანიშვილი კურირებს. რას ფიქრობს ეს მთავრობა, რატომ გვაბუნტებს? რატომ გვაიძულებენ რომ მათ წინააღმდეგ გამოვიდეთ.რომ არ გააქტიურებულიყვნენ ქუჩაში გავიდოდით თეთრი ხალათებით და დავტოვებდით ამ პროგრამას.“ - ამბობს ანზორ მელია.


როგორც ცნობილია, სამედიცინო სფეროს მრავალი წარმომადგენლის, სფეროს ექსპერტების და ათეულობით კლინიკის პროტესტის მიუხედავად, 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება. რომელიც კლინიკებს ერთიან სატარიფო გეგმას უწესებს.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up