ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა

access_time2021-10-14 10:50:00

2021 წლის 14-16 ოქტომბერს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სლოვენია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილული იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები.



ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბორუტ პაჰორთან, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან იგორ ზორჩიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ანჟე ლოგართან. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და სლოვენიის საგარეო უწყების ხელძღვანელები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.


ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს სლოვენიაში, კერძოდ ქ. პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო-სლოვენიის ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში საპატიო საკონსულო პირველად იხსნება. დავით ზალკალიანი ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up