ზამთრის დადგომასთან ერთად, ავტომობილის კარგად მომზადება აუცილებელია. ცივი სეზონისთვის ავტომობილის სრულ მომზადებას კომპანია ვიანორი გთავაზობთ, რომელიც უკვე 10 წელია ბაზარზე დიდი წარმატებით მოღვაწეობს. ამ პერიოდის განმავლობაში ვიანორისა და ჯი-ენერჯის ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს უკვე 30-მდე სერვის ცენტრს მოიცავს. კომპანია მომხმარებლებს ექსკლუზიურად სთავაზობს ისეთი უმაღლესი ხარისხის ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა NOKIAN, PIRELLI , WABER MAX, TOTAL, G-ENERGY და ა.შ.
ხარისხი, სისწრაფე და სიახლოვე - სწორედ ეს არის ვიანორის მთავარი ღირებულება! სწორედ ამ ღირებულებებით, დაგროვილი გამოცდილებით და ახალი შემართებით, გუნდთან ერთად დაწყებულ საქმეს მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს.
ვიანორში მსოფლიოში N1 ბრენდის, Nokian-ის საბურავების განახლებულ კოლექციას გთავაზობთ! #Nokian - საბურავების მწარმოებელი ფინური ბრენდი, რომელიც გზებზე ყველანაირი ამინდის პირობებში თქვენს კომფორტს და ნდობას უზრუნველყოფს.
ვიანორში გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალი ხარისხის Waber Max-ის ბრენდის აკუმულატორების შეძენა შეგიძლიათ. ასევე ექსკლუზიურად მხოლოდ ვიანორში Syntolux-ის უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთების შეძენას შეძლებთ, რომლის ფასი სულ რაღაც 9 ლარიდან იწყება.
კომპანიის სერვის ცენტრების გარდა ვიანორის პროდუქციის - G-Energy-ის, Total-ის და Syntolux-ის უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთების შეძენა სწრაფად და კომფორტულად ვისოლის ავტოგასამართ სადგურებში განთავსებულ სტენდებზე, ახლა უკვე 21 ობიექტზე არის შესაძლებელი
ვიანორი ასევე გთავაზობთ ანტიფრიზსა და ანტიფროსტს - პროდუქტებს ზამთრის სუსხიანი ამინდებისთვის. ანტიფრიზი ძრავას ზამთარში გაყინვისგან, ზაფხულში კი გადახურებისგან იცავს. ამიტომ ის უნდა გამოვიყენოთ ყველა სეზონზე. თუ ავტომობილის საქარე მინას ყინვა ერევა, უნდა გამოიყენოთ ანტიფროსტი , რომელიც მას დაიცავს და კარგ ხილვადობას შეუნარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების მიუხედავად ვიანორის ყველა ავტომომსახურების ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ვიანორის ყველა ფილიალში საავტომობილო ტექმომსახურებას 09:30 საათიდან 19:00 საათამდე მიიღებთ!
(R)