ქართული სტარტაპის ექსპერიმენტები - კომპანია ელვისის 2020 წელი

ქართული სტარტაპის ექსპერიმენტები - კომპანია ელვისის 2020 წელი

access_time2021-01-10 10:00:49

„კომერსანტის“ გადაცემა კომერსანტის დილაში, მიტანის სერვისის ქართული კომპანიის „ელვისის“ დირექტორმა გიორგი ყანჩაველმა ისაუბრა.

ყანჩაველის განმარტებით ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ მიტანის სერვისზე მოთხოვნა გაზარდა და გუნდთან ერთად გადაწყვიტეს, რომ ის ნიშა დაეკავებინათ,  რომელიც სარესტორნო ბიზნესში არსებულ პრობლემებს გადაჭრიდა და მოხმარებელს ბევრად უფრო კომფორტულ მიტანის სერვისს შესთავაზებდა.

„გადავწყვიტეთ მოგვეძებნა გამოსავალი, რომელიც როგორც  მომხმარებელს, ასევე რესტორანს და  კურიერებს ბევრად  უფრო მარტივ და კომფორტულ სერვისს  შესთავაზაბდა.

სამივე  მხარესთვის  ვცდილობთ, რომ  შევქმნათ,  უფრო კომფორტული სერვისი და  უკეთესი პირობები. 

ვფიქრობთ, საქართველოში შექმნილ სტრატაპს  შეუძლია, რომ ქართულ რეალობას უკეთ მოერგოს და ქართული პრობლემების გადაჭრის გზა მოძებნოს.

ჩვენს შეთავაზებაში  ერთერთი  ფაქტორი იყო ის, რომ ძალიან ბევრ ხარჯს თავი ავარიდეთ.

ჩვენ ვართ ქართული კომპანია და არავის მიმართ ვალდებულება არ გაგვაჩნია, შეგვიძლია  ექსპერიმენტების ჩატარება, როგორც  სერვისში, ასევე ტექნოლოგიაში.


ტექნოლოგია  იქმნება საქართველოში და თუ ერთიან კონტექსშტი შევხედავთ  ეს ყველაფერი გვაძლევს ხარჯების შემცირების საშუალებას ისე, რომ ეს ხარისხზე არ აისახოს.

ხარისხს ვინარჩუნებთ IOS  და  Android - ის აპლიკაციებზეც, რომელიც უკვე ძალიან  კონკურენტუნარიანია და ყოველდღიურად  ვითარდება. “  - აღნიშნავს გიორგი ყანჩაველი.

გიორგი ყანჩაველმა  გადაცემაში 2021 წლის გეგმებზეც ისაუბრა და  განმარტა, რომ კომანია ელვისი ექსპერიმენტების გაგრძელებას  2021 -ში  აპირებს, რაც გულისხმობს რესტორნებთან დაბალ პროცენზე მუშაობას, თუმცა  ყანჩაველის განარტებით ეს მუშაობის ხარისხზე არ აისახება.

„ჩვენი მიზანია  ხარისხის  შენარჩუნება და კომპანიის  მოგებაზე  გაყვანა. აქ ბევრი ძალიან საინტერესო იდეა გვაქვს , როგორც  მომხმარებელებისთვის ასევე რესტორნებისთვის.  ვფიქრობთ, რომ 2021 წელს პირველი რამდენიმე თვე განსხვავებული არ იქნება და   სავარაუდოდ  შეზღუდვებიც რამდენიმე თვე  გაგრძელდება.

ჩვენ  ვცდილობთ, რომ  რესტორნებისთვის ზედმეტი პრობლემა და საზრუნავი არ ვიყოთ, აქედან გამომდინარე მათთვის ცალსახად არაფერი არ შეიცვლება და ის  პირობები რაც ხელშეკრულებაში ჩავუდეთ არ შეიცლება.

სარესტრონო ბიზნესს შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ მათ  ჩვენი მხრიდან არაფერი  არ  გაუფუჭდება.“ -  აღნიშნა გიორგი ყანჩაველმა

კომპანია ელვისის ბრენდზე, მის სახელსა და ვიზუალზე საკმაოდ ძლიერმა პროფესიონალებმა იმუშავეს.  გიორგი ყანჩაველი აღნიშნავს, რომ სახელში მთლიანად ქართული სიტყვებია ჩადებული , რაც გლობალურ ბაზარზე გასვლისას  ხელს  არაფერში შეუშლით.

„ჩვენ  მხოლოდ საქართველოში გაჩერებას  არ ვაპირებთ ,  რამდენიმე  წელიწადში  სხვა  ქვეყნებში  გასვლასაც ვგეგმავთ, შესაბამისად  ქართულ  რეალობაში  ქართული  სტარტაპისითვის სწრაფი მიტანის სერვისისთვის იყო ელვა. ჩვენი სლოგანიც ასეთია „ელივის  სისწრაფით“ და  სახელიც  ელვისი.

ასე რომ  მთლიანად  ქართული  კონტექსტია ჩადებული,  თუმცა ბევრი  პარალელის  გავლებაც  შეიძლება,  რაც ზუსტად  გვაძლევს  იმ უპირატესობას, რომ ხვალ  რომ  სხვა  ქვეყანაში გავიდეთ სახელის  შეცვლა  არ  დაგვჭირდება. -  აღნიშნა გიორგი ყანჩაველმა

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up