ხარჯების მიუხედავად მომსახურების ღირებულება არ გაიზრდება-ვაკის საცურაო აუზი ხვალ იხსნება

ხარჯების მიუხედავად მომსახურების ღირებულება არ გაიზრდება-ვაკის საცურაო აუზი ხვალ იხსნება

access_time2020-07-09 11:10:36

 „ ვფიქრობთ, რომ არსებული რეგულაციები ცოტა გადამეტებულია, თუმცა შესრულებადია. ერთ-ერთი მოთხოვნაა აუზის 6 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება. აღნიშნული პირობის გათვალისწინებით, საშუალება გვაქვს, ერთდროულად მივიღოთ 180 ვიზიტორი,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ვაკის საცურაო აუზის წარმოადგენელმა ლიკა ლობჟანიძემ განუცხადა.


როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა და 7 ივლისს გამოაქვეყნა, ამჟამად აუზები ემზადებიან შრომის ინსპექციის მისაღებად და შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ მომხმარებლების დასახვედრად.


აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, ღია და დახურული ტიპის აუზის ყოველ 6 კვ/მეტრზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის ყოფნა. ამასთან, რეკომენდაციების მიხედვით, საცურაო აუზების ძირითადი სათავსები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ შეესაბამებოდეს ნაკადურობის ჰიგიენურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ვიზიტორების გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა; დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე. ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას.


როგორც „ვაკის საცურაო აუზის“  წარმომადგენელი ლიკა ლობჟანიძე  განმარტავს, აუზის სივრცე და ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას, სრულად დაკმაყოფილდეს ახალი მოთხოვნები. მისივე თქმით, ვაკის საცურაო აუზი და მომსახურე პერსონალი მზად არის ვიზიტორების მისაღებად. ობიექტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე შემოწმდა, შესაბამისად, აუზი ვიზიტორებს ხვალიდან მიიღებს. 


თერმოსკრინინგი, ზედაპირების დამუშავება და სხვა მოთხოვნილი პირობები ჰიგიენური ნორმების დაცვის ფარგლებში  სრულიად მისაღებია. ჩვენი ვიზიტორების უსაფრთოების მიზნით ისედაც მუშავდებოდა ზედაპირები, ტრენაჟორები, შეზლონგები  და სხვა ინვენტარი. რა თქმა უნდა, გახსნისთანავე  ადმინისტრაციის მხრიდან  ორმაგად შემოწმდება  მომსახურე პერსონალი და გაკონტროლდება,  თუ რამდენად სრულდება  მოთხოვნები. აგრეთვე, ახალი რეგულაციების თანახმად, ვაკის აუზის სავენტილაციო სისტემა სრულად აკმაყოფილებს წაყენებულ პირობებს. რაც შეეხება აუზის წყალს, მიუხედავად იმისა, რომ  ყველა რეკომენდაცია, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვისა და ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გვთავაზობენ, წლების განმავლობაში  ჩვენთან ისედაც ზედმიწევნით სრულდებოდა. ყოველთვიურად წყალი ლაბორატორიულად მოწმდებოდა და აუზის წყალი ქიმიური და ბაქტეოროლოგიური შემადგენლობით იდენტურია  სასმელი წყლისა. წყალი 24 საათის განმავლობაში იწმინდება და იცვლება. მიუხედავად ამისა,  ჩვენ მზად ვართ,  დამატებით კიდევ 5%-ით შევცვლოთ,“ - აცხადებს ლიკა ლობჟანიძე.


 

გამოიწვევს თუ არა რეგულაციების დანერგვა ხარჯის გაზრდას და თუ აისახება ეს ფასზე?- ამასთან დაკავშირებით აუზის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ხარჯების მიუხედავად მომსახურების ღირებულება არ გაიზრდება.


გაძვირდება თუ არა მომსახურება, ამას ჩვენი კლუბის წევრებიც გვეკითხებიან, რაზედაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მიუხედავად ფინანსური ზარალისა და დამატებითი ხარჯებისა, რაც განპირობებულია პერსონალის გაზრდით და სხვა ფაქტორებით, მომსახურების გაძვირებას არ ვგეგმავთ.


მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს თვეში აუზებზე შედარებით ნაკლები მომართვიანობაა, ჩვენ, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან ჩვენი კლუბის წევრები მოუთმენლად გველიან და მუდმივად გვიკავშირდებიან. ასევე, ძალიან ბევრი ახალი პოტენციური ვიზიტორი გვყავს, თუმცა იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში იქნება სირთულეები,“ - განმარტა ლიკა ლობჟანიძემ.


დოკუმენტის მიხედვით, საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის საწარმოო – ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ.


რაც შეეხება შეზლონგებს, რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია მისი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. აკრძალულია შეზლოგნებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება. შეზლონგებს შორის უსაფრთხო დისტანცია კი უნდა იყოს 2 მეტრი. გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up