„ვფიქრობდი, როგორ მექცია მამაჩემის ჰობი ბიზნესად“ – 20 წლის გიორგი გომელაურის „სამეფო თაფლი“

„ვფიქრობდი, როგორ მექცია მამაჩემის ჰობი ბიზნესად“ – 20 წლის გიორგი გომელაურის „სამეფო თაფლი“

access_time2017-10-29 16:00:57

„მამაჩემს 15 წელზე მეტია, ფუტკარი ჰყავს, თუმცა მისთვის ეს საქმიანობა ჰობი იყო და არა ბიზნესი. ვფიქრობდი, რომ მამაჩემის ჰობი ბიზნეს საქმიანობად მექცია და ჩემი განათლება და სამომავლო გეგმები დავუკავშირე ამ სფეროს. წელს, დავაარსე კომპანია „სამეფო თაფლი“ და ჩვენ, მთელი ოჯახი ამ საქმეში ვართ ჩართული“, – გიორგი გომელური, 20 წლის, აგრარული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. მარკეტერი გიორგის ესაუბრა იმ უპირატესობებზე, უნიკალურ შეთავაზებებსა და სარეალიზაციო არხებზე, რასაც „სამეფო თაფლი“ სთავაზობს მომხმარებლებს.

როგორ აპირებს „სამეფო თაფლი“ ბაზარზე პოზიციონირებას?


ვინაიდან პროდუქტი ჩვენთვის ძალინ ფასეულია, დავარქვი „სამეფო თაფლი“. მომხმარებლისთვის უნიკალურ შეთავაზებას წარმოადგენს ფიჭიანი თაფლის შეძენის შესაძლებლობა, რომელიც აქამდე მხოლოდ სახლის პირობებში ხდებოდა. ჩვენ ფიჭა და თაფლი მოვათავსეთ ქილაში, შევფუთეთ და ასე განსხვავებულად გამოვჩნდით ბაზარზე.
width=720რა არის „სამეფო თაფლის“ მთავარი უპირატესობა?


ჩვენი თაფლი გამორჩეულია იმით, რომ არის ნატურალური და არ შეიცავს ანტიბიოტიკებს. ნატურალური თაფლი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: თუ მეფუტკრე კეთილსინდისიერად უვლის ფუტკარს, არ კვებავს შაქრით და არ აძლევს ანტიბიოტიკებს, ამთაბარებს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ადგილებში, ვიღებთ ნატურალურ პროდუქტს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 2 წელია, ფუტკარს ვუვლით ბიო პრეპარატებით, გვაქვს პრეტენზია, რომ ვაწარმოებთ ნატურალურ თაფლს.



- სად მზადდება თქვენი თაფლი  და სარეალიზაციოდ რომელ მაღაზიებს მიმართეთ?


პროდუქტი მზადდება ახმეტაში, ამ ეტაპზე, გვაქვს თაფლი 320 მლ და 700 მლ ქილებში. „სამეფო თაფლი“ იყიდება კარფურში, ფრესკოში, გუდვილში, აგროჰაბსა და გემორჩეულში.width=720


- როგორია „სამეფო თაფლის“ სამომავლო გამოწვევები?

ძალიან მალე ჩვენი კომპანია გამოუშვებს ახალ პროდუქტებს, რომლებიც დამზადებული იქნება თაფლით, თუმცა ჯერ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ასევე, ჩვენი პროდუქტის ექსპორტზე გატანის შემოთავაზებები მაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს საკითხი კი განხილვის პროცესშია.


Marketer 




29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

„ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა“-თენგიზ ცერცვაძე

„ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა“-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
ბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up