ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

access_time2020-05-27 12:30:30

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია.


„ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი.


ამიტომ საქართველოში შეზღუდვების მოხსნა არ შეიცავს ისეთ დიდ რისკს, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიც წავიდნენ ამაზე. შეუძლებელია, ადამიანების, მოსახლეობის მოთმინება გამოსცადო თვეობით და ეკონომიკა გააჩერო თვეობით. ისინი წავიდნენ მოხსნაზე იმ პირობებში, როდესაც მათ არ აქვთ საქართველოსნაირი მაჩვენებელი, მათ აქვთ ათასობით, ათეულ ათასობით შემთხვევა და ათასობით და ათეულ ათასობით გარდაცვლილი.


მაგალითად, იგივე ევროპის ქვეყნებიც, დაწყებული საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები, თუ ევროპის სხვა ქვეყნები, წავიდნენ ამაზე, ავადმყოფებისა და გარდაცვლილების დიდი რაოდენობის მიუხედავად“,- განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ საქართველოსთვის უფრო დიდ რისკს შეიცავს ტურისტული სეზონის გახსნა.


„ამიტომ მე უფრო მეტი რისკი მგონია ტურისტული სეზონის გახსნა და როდესაც შემოვლენ უცხოელები, როდესაც ჩვენები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში, აქ მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა ამ კოვიდინფექციით გამოწვეულ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს, რაღაც ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები ისე, რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი.



მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობა როგორ უზრუნველყონ ისე, რეგულაციები დაუწესონ, რომ მათაც არ გაუქრეთ უცხოეთში მოგზაურობის სურვილი. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც დგას ახლა ჩვენი მთავრობის წინაშე. როგორ გაართმევს ამას თავს, წინასწარ ვერ გეტყვით. იმედს ვიტოვებ, რომ კარგად გაართმევს“,- განაცხადა ცერცვაძემ.


ამასთან, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ტურიზმზე ნაკლები, თუმცა მაინც სერიოზული პრობლემა ტრანსპორტის ამუშავებას უკავშირდება.


„მეორე სერიოზული პრობლემა, ცოტა ნაკლებად სერიოზული, ვიდრე ტურიზმის გახსნა, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება. თქვენ იცით, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ტრანსპორტზე შეზღუდვა დარჩა და ეს სავსებით ნორმალური იყო, მე ამას ვეთანხმები, მაგრამ ისიც აშკარაა ყველასთვის, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან იმისთვის რომ ქვეყანა გაიხსნას, ადამიანებმა სრულფასოვნად იცხოვრონ და ეკონომიკა გაცოცხლდეს, აუცილებელი პირობაა, ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება. ყველას საკუთარი მანქანა არ ჰყავს, ამიტომ უნდა აღდგეს, პირველ რიგში, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა და შემდეგ ალბათ შეიძლება, ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზეც.


მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ავტობუსების და მეტროს მოძრაობის აღდგენა, ოღონდ იქაც უნდა დავიცვათ გარკვეული რეგულაციები. კერძოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა: მოინიშნოს სკამები, სადაც შეიძლება მგზავრების დაჯდომა. ანუ, ერთ რიგში არ უნდა დაჯდეს ერთ კაცზე მეტი და რიგის გამოშვებით უნდა დასხდნენ მგზავრები.


ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მგზავრების რაოდენობის შემცირებას. თუ ჩვეულებრივ ავტობუსში ან მეტროს ვაგონში ეტევა პირობითად ვთქვათ 50 ან 100 კაცი, ასეთი რეგულაციის პირობებში დაეტევა იმის მესამედი. მაგრამ ეს მაინც ბევრად უკეთესია, ვიდრე სულ არაფერი, დავიწყოთ ამით.


თუ ჩვენ საქართველოში მივაღწიეთ იმას, რომ საერთოდ წყარო მოვსპეთ ამ კოვიდ ინფექციის და აღარ იქნა კერა, ვისგანაც შეიძლება, ადამიანი დაინფიცირდეს, შემდეგ შეიძლება ეტაპობრივად ეს შეზღუდვებიც მოიხსნას. ასე რომ, მე მაინც ყველაფერს ვუყურებ ოპტიმისტურად“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up