ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული

ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული

access_time2020-08-07 11:10:23

ქვეყანაში მიზნობრივი სოციალური დახმარებების „დრო გავიდა“ და ახლა მთავრობამ ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება უნდა დაიწყოს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპზე საუბრისას განაცხადა.


მისი განცხადებით საქართველოს ყველა 17 წლამდე მოქალაქე სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა ნოემბერ-თებერვალშიც იმოქმედებს.


„თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორი ანა გოგოლაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 5-6 წლის ბავშვი 200 ლარს თვითონ ვერ განკარგავს, შესაბამისად გამოდის, რომ მთავრობა ოჯახებს ეხმარება განურჩევლად იმისა აქვთ თუ არა მათ ამის საჭიროება.


„5-6- წლის ბავშვი თვითონ ვერ განკარგავს 200 ლარს, შესაბამისად, ამ დახმარებას ვაძლევთ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები/ თუ ეს სოციალური ფონის დასაბალანსებლად და იმათთვის კეთდება ვისაც ნამდვილად სჭირდება, მაშინ რატომ ვერ ვახდენთ შემოსავლების მიხედვით სეგრეგაციას, ანუ პირობითად თუ ოჯახს წლიურად 40 000 -მდე აქვს შემოსავალი, ნამდვილად სჭირდება მას თუ არა ეს დახმარება ან ბიუჯეტს აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ ყველანაირი შემოსავლის მქონე ჯახს დაუფინანსოს ეს 200 ლარიანი დახმარება“, - აღნიშნავს ანა გოგოლაძე.


ანა გოგოლაძე აღნიშავს, რომ კითხვებს იწვევს ის ფაქტიც, რომ ამ ეტაპზე სამას ლარიანი თვითდასაქმებულების დახმარება საბუთის გარეშე გაიცემა. გოგოლაძე დახმარების ამ ეტაპს წინასაარჩევო პერიოდს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ კორონავირუსი რეალურად მარტში  დაიწყო და მთავრობას ამ დახმარებების გაცემა მაისი-ივნისის თვეშიც შეეძლო, მითუმეტეს იმ პერიოდში უფრო  მძიმე  სოციალური ფონი იყო, რადგან პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერდა.



„სამას ლარიან დახმარებას რაც შეეხება, თუ აქამდე ითხოვდნენ დოკუმენტაციას, ეხლა ასეთ დოკუმენტაციას არ ითხოვენ, მაშინ როდესაც მოსახლეობა მოუწოდებდა მსგავსი მკაცრი შეზღუდვების გარეშე თვითდასაქმებულებისათვის უფრო მარტივად გადაეცა დახმარება, ამაზე მთავრობამ უარი გამოგვიცხადა. ეხლა მოხსნილია რაღაცა რაოდენობის თანხა, ან თავიდანვე დაგეგმილი იყო რომ დაახლოებით 100 000 თვითდასაქმებული, რომელმაც ეს სამას ლარიანი დახმარება ვერ აიღო, ეხლა ყოველგვარი საბუთის გარეშე მიიღებს ამ სამას ლარს.


ეყოფა თუ არა ეს თანხებს და რატომ მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ, ყველაზე სენსიტიური მომენტია, რადგან რეალურად კორონავირუსი მარტის თვეში დაიწყო და ამ დახმარებების გაცემა სექტემბერ-ოქტომბრის თვეში იგეგმება, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია.  დაფინანსების წყარო არის stop covid ფონდი, სადაც  140 მილიონი უკვე იმ დრორისათვის იყო მობილიზებული, როცა მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი პარლამენტში წარადგინა. სოციალური ფონი არც ივნისში ყოფილა უკეთესი და არც მაისის თვეში, თუ 17 წლამდელ მოქალაქეებზე 200 ლარის გაცემა უნდოდათ ეს ნამდვილად სოციალურ დატვირთვას ატარებდა, მაშინ რატომ არ გაიცა ეს დახმარება, მით უმეტეს უფრო უჭირდა ეკონომიკას, რადგან ყველაფერი გაჩერებული იყო. ფონდში ასახული 133 მილიონი არ იყო ბიუჯეტში ნაჩვენები, როდისთვის აისახებოდა ეს თანხა სხვა შემოსავლების ნაწილში და რა მიზნობრიობით დაიხარჯებოდა იმ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს პასუხი ამაზე არ ჰქონია და გვეუბნებოდნენ, რომ ამას წლის ბოლომდე გადაწყვეტდნენ, ანუ დიდი ალბათობით თავიდანვე ჩადებული იყო ამ თანხების წინასაარჩევნოდ დახარჯვა“,
 განმარტავს გოგოლაძე.

  
ანა გოგოლაძის განმარტებით, ასევე საინტერესოა თუ  საიდან ხდება ამ თანხების მოძიება, რადგან დახმარებებიც რაც საქართველოში შემოვიდა თავისი მიზნობრიობა ჰქონდა, ეს იყო ორასლარიანი, საშემოსავლოს დაბალანსება, სამასლარიანი თუ სხვა ტიპის დახმარება. მისივე განცხადებით წელს პირველად მოხდა ისე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ნაშთი 2,5 მილიარდი ლარი დარჩა.


„წელს პირველად მოხდა ესეთი რაღაც, რომ 2.5 მილიარდი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში არის ნაშთი, მანამდე იყო პროფიციტული მინუს 100 ან 200 მლნ გვქონდა ეხლა კი მოხდა ესეთი რაღაც, მთავრობამ ისესხა რვა მილიარდი ლარი და აქედან 2.5 მილიარდი ხაზინის ანგარიშზე დადო, აქ ბუნებრივად ლოგიკური კითხვა გაჩნდა მაშინ რატომ ვსესხულობთ ამდენს თუ დახარჯვას არ ვაპირებთ, მთავრობის პასუხი იყო ის, რომ რეალურად თუ როგორი სიტუაცია იქნება მომავალში უცნობია და შესაბამისად  ამ ყველაფერს ვინახავთ. სწორედ ამ 2.5 მილიარდი ლარით მოხდება სოციალური დანაპირების შესრულება წინასაარჩევნოდ რაც ხაზინის ნაშთზე აღმოჩნდა სესხის სახით“,  განმარტავს ანა გოგოლაძე.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up