ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა გააძლიერებს საქართველოს -  ევროკავშირის ელჩი

ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა გააძლიერებს საქართველოს - ევროკავშირის ელჩი

access_time2022-09-20 14:40:17

ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, - ამის შესახებ ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეოლიგარქიზაციის საკითხის შეფასებისას განაცხადა.


ელჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი საქართველოსთვის უნიკალური არ არის, იმდენად რამდენადაც მსგავსი გამოწვევის წინაშე იყო თითქმის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, მდიდარი ბიზნესმენის ფაქტორის მოხსნა, ქვეყანას პერსპექტიული ინვესტორებისთვის მიმზიდველს და უფრო ძლიერს გახდის.


„საკითხი ძალიან მარტივია და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის არის უნიკალური. ეს საკითხი საკმაოდ გავრცელებულია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიზნესს აქვს დიდი ინტერესი და ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე. ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა, გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მიმზიდველობას პერსპექტიული ინვესტორებისთვის. გადაწყვეტილება ქართველებზეა, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი ამ საკითხთან მიმართებითაც მიღწეული იქნება“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.



ამასთან კითხვაზე, განიხილავს თუ არა დასავლეთი და კონკრეტულად ევროკავშირი საკითხს, დაუწესდეთ თუ არა სანქციები ადამიანებს, რომლებიც უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. სასანქციო სიაში შეიყვანა და რომელთა შორის ბიძინა ივანიშვილიც არის, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციას შორის „სახელებზე საუბარი არ არის“.


„სიცხადისთვის ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 12 რეკომენდაციას შორის არ არის სახელები. ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკაში. ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, მაგრამ არ ვახსენებთ არანაირ სახელებს. რაც შეეხება ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას, ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერია და ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ ერთსულოვნებაზე დაფუძნებით. ევროკავშირის სანქციების ეს პროცესი მუდმივად განახლდება ერთსულოვნების საფუძველზე და იმ მყარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ყოველთვის უნდა იდგეს ევროკავშირის სანქციების სიაში ნებისმიერი გაფართოების უკან“,- განაცხადა ელჩმა.



წყარო: interpressnews.ge




ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up