„ვფიქრობ, რომ ინფლაცია დეკემბერ-იანვარში იქნება უფრო მეტი,  ვიდრე დღეს. საშუალო ინფლაცია 9%,  წლიური ინფლაცია 14-14.5%“ - კობა გვენეტაძე

„ვფიქრობ, რომ ინფლაცია დეკემბერ-იანვარში იქნება უფრო მეტი, ვიდრე დღეს. საშუალო ინფლაცია 9%, წლიური ინფლაცია 14-14.5%“ - კობა გვენეტაძე

access_time2021-09-16 23:00:00

,,როცა ასეთი შოკური ეფექტია, პროგნოზის გაკეთებაც კი რთულია. ვფიქრობ, საშუალო ინფლაცია 9% იქნება, წლიური ინფლაცია 14-14.5%“- ამის შესახებმ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, ინფლაციის შემცირება 2022 წლის მარტიდან დაწყება.


,, მე ვფიქრობ, რომ ინფლაცია დეკემბერ-იანვარში იქნება უფრო მეტი ვიდრე დღეს. ეს გამოწვეულია საბაზო ეფექტით. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში სუბსიდირების ეფექტმა შეამცირა ინფლაციის მაჩვენებელი და წელს, რადგან გასული წლის ბაზა დაბალია და სუბსიდია უკვე მოხსნილია გვაქვს ეს მოლოდინი. ეს არ არის ახალი, რაც სუბსიდირება მოიხსნა (კომუნალურებზე და ფქვილზე) მას შემდეგ, ჩვენ ამას ვამბობთ. მარტიდან კი მაჩვენებელმა უნდა დაიწყოს შემცირება. ჩვენ, არ ველოდებით, რომ წლის ბოლოსთვის თვიური ინფლაცია იქნება მაღალი, მაგრამ წლიური ინფლაცია, დიდი ალბათობით, უფრო მაღალი იქნება დღევანდელზე. როცა ასეთი, უპრეცენდენტო შოკური ეფექტია, პროგნოზის გაკეთებაც კი რთულია. ვფიქრობ, საშუალო ინფლაცია 9% იქნება, წლიური ინფლაცია 14-14.5% იქნება. შეიძლება იყოს მეტიც და ნაკლებიც. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პანდემიაზე ყველაზე მეტად, ასევე ნავთობის ფასზე მსოფლიო ბაზარზე“- განაცხადა გვენეტაძემ.


წამყვანის კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ინფლაცია მიზნობრივთან უფრო ახლოს ყოფილიყო, გვენეტაძე ამბობს, რომ ერთადერთი გზა რეფინანსირების კიდევ მეტად ზრდა იქნებოდა.



,,იმ შემთხვევაში, ინფლაცია უფრო დაბალი რომ გვქონოდა, რეფინანსირების განაკვეთი უნდა ყოფილიყო 18-20% რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა საერთოდ ჩაკვდებოდა“- განაცხადა კობა გვენეტაძემ ,,საქმეში“.


შეგახსენებთ, 2021 წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.



bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up