ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ იმნაძე საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.