ვერტმფრენიდან პარაშუტით ხტომა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი

ვერტმფრენიდან პარაშუტით ხტომა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი

access_time2020-11-23 14:30:05

ექსტრემალური სპორტისა და შეგრძნებების მოყვარულებისთვის, Sky diving-ი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ზღვის დონიდან 3000 მეტრი სიმაღლიდან პარაშუტით ტანდემ ხტომებს კომპანია Better2fly sky dive Geogia  22 ნოემბრიდან ახორციელებს. 


კომერსანტი” დეტალებისთვის კომპანია better2fly sky dive Georgia- ს დამფუძნებელს ირაკლი ქიქაიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით,  იდეა 2020 წლის დასაწყისში გაჩნდა და მასზე მუშაობა მეგობართან ერთად თებერვლიდან დაიწყო, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ბიზნესის წამოწყება შეაფერხა და მხოლოდ ნოემბერში შეძლეს პირველი ხტომის განხორციელება.


”იდეა ზუსტად 2020 წლის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც ჩემი მეგობარი ჩემთან გერმანიაში იყო ჩამოსული,  საქართველოში არ არის ასეთი სერვისი, თებერვლიდან დავიწყეთ მომზადება და როგორც იქნა გავედით ბოლოში. პირველი ხტომა 22 ნოემბერს გვქონდა.

ინსტრუქტორი უკრაინიდან ჩამოვიყვანეთ,ის არის G კატეგორიის მფრინავი, ანუ ერთ-ერთი დიდი პროფესიონალი თავის საქმეში,  რომელსაც 12 000 ხტომა აქვს განხორციელებული.  ჩვენ შევძელით, რომ საუკეთესო პილოტი ჩვენთან ჩამოგვეყვანა,”-აღნიშნავს ირაკლი ქიქაიძე.

Sky diving კომპანია ამ ეტაპზე ვერტმფრენს ნატახტრის აეროდრომიდან ქირაობს, ფრენებიც ნატახტრის აეროდრომიდან ხორციელდება, რაც შეეხება ”დროფ ზონებს” ესენიც ნატახტარში მდებარეობს. 

ირაკლი ქიქაიძის თქმით, ამ ყველაფერს დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია დასჭირდა, რაც ორმა ადამიანმა დააფინანსეს.

”მთლიანად 100 000 ლარი დაჯდა ამ სქემის გამართვა,  გვქონდა  დაწერილი რამდენიმე პროექტი დაფინანსებაზე, რომელზეც სამწუხაროდ კოვიდმა და ყველაფერმა ერთად  ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია და მოგვიწია საკუთარი ინვესტიციების ჩადება. 

სამომავლოდ ვაპირებთ, რომ სკოლაც გავაკეთოთ, სადაც უკვე  ინვესტორების და ფინანსების მოძიება დაგვჭირდება და შემდეგ უკვე ფართო მასშტაბებზე უნდა გავიდეთ.”- აღნიშნავს ირაკლი ქიქაიძე.


კომპანიას ამ ეტაპზე 3 ადამიანი ყავს დასაქმებული. ესენია:  ინსტრუქტორი, პილოტი, რომელიც ნატახტარის აეროდომის პილოტია, თუმცა ამ ეტაპზე Sky diving Georgia-სთან თანამშრომლობს და ადამიანი, რომელიც მუდმივად ადგილზეა და ფოტო-ვიდეო გადაღებას ახდენს. ირაკლი ქიქაიძე აღნიშნავს, რომ გაფართოებასთან, სკოლის გახსნასთან და ტურიზმის აღდგენასთან ერთად, დასაქმებულების რაოდენობაც გაიზრდება.

 მიუხედავად სარეკლამო კამპანიის არქონისა, ქართველი მომხმარებლისგან დაინტერესება დიდია და ჯგუფმა რამდემე ასეული ადამიანის მოგროვება უკვე შეძლო. 

”მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო კამპანია არ გვქონია, ჩვენი პირადი ძალებით მოვახერხეთ და რამდენიმე ასეული ადამიანი შევკრიბეთ. სოციალურ ქსელში  ჩვენი ფეიჯი გავაკეთეთ. იმედი გვაქვს რომ დაგვეხმარება ხტომები და უფრო მეტი ყურადღება მიექცევა. 

ჯერჯერობით მხოლოდ ნატახტართან გვაქვს ხელშეკრულება, ასევე ზამთრის სეზონზე ვგეგმავთ გუდაური- ყაზბეგის ათვისებას და მომავალი წლიდან გვინდა, რომ ზღვისპირეთშიც გვქონდეს ხტომები.” -ირაკლი ქიქაიძე.


საქართველოში პარაშუტით გადახტომა 450$ ღირს, ირაკლი  ქიქაიძე აღნიშნავს, რომ ქართველებისთვის ცოტა ძვირი ფასია, თუმცა აქ შედის საავიაციო გადასახადი, უცხოელი ინსტრუქტორის ჩამოყვანა და სხვა ხარჯები. თუმცა როგორც ირაკლი  აქიქაიძე აღნიშნავს გაფართოებასთან ერთად გადმოხტომის საფასურიც დაიკლებს.

”თუ გავითვალისწინებთ საშუალო შემოსავალს საქართველოში, ცოტა ძვირია , მაგრამ როდესაც ავიაციის გადასახადია, საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი ინსტრუქტორის გადასახადია, შესაბამისად ამ ეტაპზე ფასი ვერ გამოდის ისეთი, როგორსაც ვისურვებდით, რომ ყოფილიყო. 

თუ გადავხედავთ დუბაის მაგალითს, დიდი განსხვავება არ არის, იქაც 400-500$ ღირს.  ჩვენ ფასის დაწევაზე აქტიურად ვმუშაობთ და  როცა მოგვეცემა საშუალება, რომ ცოტა უფრო გავფართოვდეთ და ასევე ერთდროულად რამდეიმე ტანდემის შესრულებას შევძლოთ , ეს ფასის დაწევასაც გამოიწვევს და ქართულ რეალობასაც მოერგება.”- აღნიშნავს ირაკლი ქიქაიძე.

ქიქაიძე აღნიშნავს, რომ მათი მიზანი ტურისტების მოზიდვა არა მხოლოდ ქვეყნის ლამაზი ხედების გამო, არამედ მათი ექსტრემალური გართობით დაინტერესებაცაა.

”ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ნებისმიერ კომპანიასთან ვითანამშრომლოთ, რომელიც გამოთქვამს ელემენტარულ ინტერესს, რომ  რაიმენაირად ურთიერთკავშირი მოხდეს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმისა, რომ მომავალი სეზონიდან საზღვრები გაიხსნება და არ ვიქნებით მხოლოდ საქართველოს მომხმარებელზე დამოკიდებული და გავაჩენთ ინტერესს ქვეყნებში, საიდანაც არა მხოლოდ საქართველოს სილამაზეების სანახავად ჩამოვლენ ტურისტები, არამედ შევძლებთ რომ დასვენების ექსტრემალური სახეობაც შევთავაზოთ.” აღნიშნავს ირაკლი ქიქაიძე.





თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up