ვერტიკალური მებაღეობა - ბოსტნეულისა და ხილის მოშენება ბინის პირობებშიც არის შესაძლებელი

ვერტიკალური მებაღეობა - ბოსტნეულისა და ხილის მოშენება ბინის პირობებშიც არის შესაძლებელი

access_time2021-11-29 19:30:00

სინგაპურის აგროტექნიკური კომპანია, Aerospring Hydroponics სივრცისთვის ეფექტიან, კომპაქტურ მოდულებს აპროექტებს, რომელშიც პატარა ბინისა და საოფისე პირობებში, ასევე, აივანზე ან კომერციულ გარემოში ახალი ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა არის ხელმისაწვდომი. ინფორმაციას პორტალი FreshPlaza ავრცელებს.



„Aerospring-ის მისიაა, ახალი ხილ-ბოსტნეული ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს მრავალმხრივი და ეფექტიანი ჰიდროპონიკური პროდუქტების შექმნით, რომლებიც შესაძლოა, სახლებსა და კომერციულ გარემოში გამოიყენონ. ჩვენ დახვეწილი, მოდულარული ვერტიკალური მებაღეობის სისტემა შევიმუშავეთ, რომელიც ადვილად იწყობა და ადვილად ჯდება ყველაზე პატარა სივრცეებში,“ - აცხადებს Aerospring Hydroponics-ის მთავარი ოპერაციული ოფიცერი, მარკ ნიუტონი.



კომპანიამ პირველი ამერიკული პატენტი 2020 წელს მიიღო.



Aerospring-მა თავისი ვერტიკალური მებაღეობის სისტემა როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვის დააპროექტა, რომელსაც ე.წ. ორში ერთის კონვერტირებადი შიდა სისტემა აქვს. მისი სიმაღლე 187 სმ, სიგანე კი 85 სმ-ია. სისტემა ზაფხულის თვეებში ღია ცის ქვეშ იდგმება, ცივ თვეებში კი მისი შიდა სივრცეში გადატანა არის შესაძლებელი. მოდულს პროფესიონალური კლასის LED განათების ზოლები და მცენარეების მოსაშენებლად მაღალამრეკლავი მასალა აქვს, რათა ზრდის პროცესში დამატებითი შუქი შეინარჩუნოს.



სტანდარტული გარემოდული არის 159 სმ სიმაღლისა და 64,5 სმ სიგანის. Aerospring-ის სტანდარტულ შიდა და გარე სისტემის საშუალებით 1 კვადრატულ მეტრზე შესაძლებელია 27-მდე მცენარის გაზრდა. კომპანიამ, ასევე, Aerospring Pro-ს გარე სისტემა დააპროექტა, რომელიც 36-მდე მცენარეს იტევს.




Aerospring-ის ვერტიკალური მებაღეობის სისტემის დამატებითი ფუნქცია არის WiFi-ისთან დაკავშირებული სარწყავი და განათების ტაიმერები, ასევე, მცენარეთა ზრდის ადვილად მოსახსნელი ჭიქები, მობილურობისთვის ძლიერი ბორბლიანი ბაზა, ღია ცის ქვეშ მაქსიმალური სინათლის ექსპოზიციისთვის ექვსკუთხა ფორმა და ჩუმი წყლის ტუმბო.



„ჩვენ 2016 წელს, გამოშვების დღიდან დღემდე 3000-ზე მეტი Aerospring-ის ვერტიკალური მებაღეობის კომპლექტი გავყიდეთ,“ - აცხადებს მარკ ნიუტონი.



მისი თქმით, Aerospring Hydroponics-ის სახლის ჰიდროპონიკური სისტემების შეფასება შესაძლებელია სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე: პროდუქტიულობა, მომსახურება და მარტივი გაწმენდა.



მარკ ნიუტონი აცხადებს, რომ პანდემიამ სახლში მოშენებულ საკვებ პროდუქტებზე მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდას მეტად შეუწყო ხელი. კომპანია თავის პროდუქციას ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და ოკეანის ქვეყნებში ყიდის.



„ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში ჰიდროპონიკა მეინსტრიმული გახდება და ჰიდროპონიკური სისტემა ყველა სახლში დაიდგმება,“ - ამბობს მარკ ნიუტონი.



BPN.GE



თეგები:
მებაღეობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up