Versace-მ მაისურზე ჰონგ-კონგის ქვეყნად მოხსენიების გამო ჩინეთს ბოდიში მოუხადა

Versace-მ მაისურზე ჰონგ-კონგის ქვეყნად მოხსენიების გამო ჩინეთს ბოდიში მოუხადა

access_time2019-08-11 22:00:07

იტალიურმა მოდის სახლმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა დონატელა ვერსაჩემ ბრენდის მაისურზე დატანილი წარწერის გამო ბოდიში მოიხადა. კერძოდ, საუბარია თეთრ მაისურზე, რომელზეც ჩინეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები: ჰონგ-კონგი და მაკაო ქვეყნებადაა მოხსენიებული.


Reuters-ის ინფორმაციით, Versace-მ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე დაწერა, რომ მათ მაისურის შექმნისას შეცდომა დაუშვეს, ამიტომ პროდუქტის გაყიდვა შეაჩერეს და დარჩენილი მაისურები გაანადგურეს.


“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ გვიყვარს ჩინეთი და მტკიცედ ვცემთ პატივს ჩინეთის ტერიტორიასა და მის ეროვნულ სუვერენიტეტს", - წერია კომპანიის განცხადებაში.


Versace-ის მაისურის ფოტო ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ მედიაში მასობრივად გავრცელდა. მაისურზე "ქალაქი-ქვეყნის" პრინციპით სხვადასხვა გეოგრაფიული ერთეულია ჩამოთვლილი, მათ შორის "ნიუ-იორკი - აშშ", "ბეიჯინგი-ჩინეთი", თუმცა წარწერები, რომლებსაც კრიტიკა მოჰყვა ასეთი ფორმულირებით წერია - "ჰონგ-კონგი - ჰონგ-კონგი" და "მაკაო - მაკაო".



სოციალურ მედიაში მწვავე კრიტიკის შემდეგ გარდა კომპანიის ოფიციალური განცხადებისა, ბოდიში მოდის სახლის დამფუძნებლის, ჯანი ვერსაჩეს, დამ - დონატელა ვერსაჩემაც მოიხადა.


“არასდროს მდომებია შეურაცხყოფა მიმეყენებინა ჩინეთის სუვერენიტეტისთვის და ამიტომაც მინდა პირადად მოვიხადო ბოდიში ასეთი უზუსტობისთვის და იმ შფოთვისთვის, რაც ამ ყოველივემ გამოიწვია", - დაწერა ვერსაჩემ Instagram-ზე.


მანამდე მომხდარის გამო, ჩინეთში Versace-ის ბრენდ ამბასადორმა, ცნობილმა მსახიობმა იანგ მიმ კომპანიასთან კონტრაქტი შეწყვიტა. მსახიობმა ამის შესახებ Weibo-ზე დაწერა, სადაც მისი განცხადება 640 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.


imedinews



თეგები:
Versace



კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია
access_time2019-09-17 13:30:00
დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ შევხედავთ ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, რეგულაციების მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია. "სასესხო პორტფელის ზრდა,...

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში  ნამდვილად  არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“
access_time2019-09-17 14:00:28
„ქვეყანაში ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია,“— ასე აფასებს  NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ფაქტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, მთავრობის ცვლილება, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური რყევები, ლარის კურსი....

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  განაცხადების მიღება დაიწყო
access_time2019-09-17 11:55:47
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების,...

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია
access_time2019-09-17 12:08:50
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს. რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების...

NDI - გამოკითხულთა 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

NDI - გამოკითხულთა  84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას  მთავრობას აკისრებს
access_time2019-09-17 11:00:15
NDI-ის კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა უმრავლესობა - 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს; 2% პარლამენტს; 1% კი გლობალურ ეკონომიკას. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს...


მსგავსი სიახლეები

up