“ვერონა” ჯგუფი - ვირუსის საშიშროებამ სახლის კეთილმოწყობა და კომფორტის შექმნა უპირველეს აუცილებლობად აქცია

“ვერონა” ჯგუფი - ვირუსის საშიშროებამ სახლის კეთილმოწყობა და კომფორტის შექმნა უპირველეს აუცილებლობად აქცია

access_time2020-05-21 12:00:50

“ვერონა” ჯგუფი - ვირუსის საშიშროებამ სახლის კეთილმოწყობა და კომფორტის შექმნა უპირველეს აუცილებლობად აქცია

 

COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემოღებულმა მკაცრმა ღონისძიებებმა  ქვეყანას საშუალება მისცა რეალურად შეეჩერებინა ვირუსის გავრცელება და დაგეგმილზე უფრო ადრე გაეხსნა ეკონომიკა. 18 მაისიდან გაიხსნა ავეჯის, საოჯახო ნივთების და სარემონტო მასალების საცალო ვაჭრობის ობიექტები და მოიხსნა გადაადგილებაზე შეზღუდვა.დაწესებულმა ღონისძიებებმა ეკონომიკის ყველა სფეროში შექმნა კრიზისული მდგომარეობა, ბიზნესები გაჩერდა თითქმის ორი თვით, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო გახსნის შემდეგ ახალი და საინტერესო დინამიკაა. შექმნილ მდგომარეობაზე და მომხმარებელთა ქცევაში წარმოჩენილ ცვლილებაზე “ვერონა” ჯგუფის წარმომადგენელი საუბრობს.




“დავიწყოთ იქიდან რომ, “ვერონა” ჯგუფი რომელიც წარმოადგენს იტალიური ავეჯის სახლ “ვერონა”-ს და აბაზანის და სამზარეულოს სარემონტო მასალების შოურუმ “ვენეტო დიზაინს” 2020 წელს ელოდა გაყიდვებზე 20%-იან ზრდას და ამ მიზნით 2019 წელს ჩვენ მოვიზიდეთ 3.5 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია. თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 51 ნომერში ჩვენ ავაშენეთ ათიათასი კვადრატული მეტრის შენობა, რომელშიც ელეგანტური და კლასიკური, ტენდენციური და მოდური, თანამედროვე და მინიმალისტური გავაერთიანეთ მარტივად და შევქმენით უნიკალური სავაჭრო ცენტრი, სადაც ივნისის თვიდან მომხმარებლებს მიიღებს სრულიად ახალი ავეჯის სახლი “ვერონა”.

 

დამატებით ერთი მილიონი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ კერამიკული ფილების, აბაზანის და სველი წერტილების მოწყობილობების, სამზარეულოს ავეჯის და ტექნიკის შოურუმ “ვენეტო დიზაინში”, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის 38 ნომერში.ადვილად წარმოსადგენია ბიზნესის მდგომარეობა, რომელმაც ამ მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, ელოდება ზრდას და მოულოდნელად უწევს საქმიანობის სრულად გაჩერება.

 

“ვერონა”-ს ბიზნეს ჯგუფისთვის ყველაზე დიდი აქტივი და კაპიტალი არის ადამიანთა გუნდი, რომლებთან ერთადაც წლებია მოვდივართ, ვიზრდებით და გვაქვს წარმატება. ბიზნესის დახურვის დღეს 18 მარტს რაც ჩვენ გავაკეთეთ, ყველა ერთად შევიკრიბეთ და თითოეულ თანამშრომელს ვუთხარით, რომ არავის გავუშვებდით სამსახურიდან, ჩვეულ ვადაში ყველა მიიღებდა კუთვნილ ხელფასს და ჩვენ ამისთვის მინიმუმ მაისის საჭიროების ჩათვლით დავარეზერვეთ რესურსი.  ერთიანობის და გუნდურობის თვისებამ საშუალება მოგვცა, ყველაზე სტრესულ პეროდში შეგვენარჩუნებინა კომუნიკაცია მომხმარებლებთან, მომწოდებლებთადა პარტნიორებთან და ბიზნესი მზად ყოფილიყო გახსნისთვის ნებისმიერ მომენტში.

 




ჩვენი მაღაზიები “ვერონა” და “ვენეტო დიზაინი” გაიხსნა 18 მაისს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციათა სრული დაცვით განაგრძო საქმიანობა. გახსნის დღიდან გამართლდა ჩვენი ის მოლოდინი, რასაც ვგრძნობდით დახურვის პერიოდში მომხმარებლებთან დისტანციური კომუნიკაციით - ფეისბუკის მეშვეობით. ჩვენ მომსწრე ვართ ძველი ჭეშმარიტების დადასტურების “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა!” იმ დროს, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ერთიან სურათში ნეგატიურია და კრიზისამდელი მონაცემის აღდგენას არ ეყოფა ერთი კალენდარული წელი, შეცვლილია მოსახლეობის პრიორიტეტები და დანახარჯის პორტფელი: თითოეულმა ჩვენგანმა დახურვის პერიოდი გავატარეთ სახლებში, რა დროსაც უამრავი საოჯახო ნივთის დანაკლისი და საჭიროება აღმოვაჩინეთ. ექსპერტები საუბრობენ საშიშროებაზე, რომ პანდემიამ კვლავ თავი იჩინოს შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში და ამ მიზნით მოსახლეობა უკვე აქტიურ მზადებას ახორციელებს. ვიღაცას აკლია სანათი და ჭაღი, უამრავს აბაზანაში კერამიკული ფილა აქვს შესაცვლელი, საშხაპე კაბინა, ხელსაბანი, შემრევი, საწოლი, ტანსაცმლის გარდერობი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტული სავარძელი და ღრუბელივით მატრასი სჭირდება. უამრავ ადამიანს შეძენილი აქვს ბინა ანდა დაუმტავრებელი სახლი, სადაც აპირებდა გაფართოვებას და უბრალოდ ვერ ახერხებდა და ვერ იცლიდა ამისთვის. ახალა კი ამისი გადაუდებელი აუცილებლობა წარმოიქმნა. მოგეხსენებათ “ვერონა” ჯგუფი ავეჯის სახლ “ვერონა”-ს და სარემონტო მასალების შოურუმ “ვენეტო დიზაინში” წარმოდგენილი პროდუქცის არჩევანით სრულად ფარავს სახლის მოსაწყობად საჭირო ნივეთების ჩამონათვალსდა აკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელთა სურვილებს.

 

მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ეკონომიკის სექტორებიდან ყველაზე მეტად ტურისტული, გასართობი და და სარესტორნე სექტორები ზარალდებიან,გადაადგილებასა და შეკრების უსაფრთხოების ნორმებზე დაწესებული შეზღუდვების გამო. ჩვენი მომხმარებლები, რომლებიც საშუალო და მაღალ სეგმენტს წარმოაგენენ მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავდნენ ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს ყველა ერთად მალე დავბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა მანამდე, ჩვენი გაყიდვების შესწავლით მომსწრე ვართ მდგომარეობის, როდესაც დანახარჯი მთლიანად წარიმართა ბინების და სახლების კეთილმოწყობაზე. აღსანიშნავია, რომ “ვერონა”-ს და “ვენეტო დიზაინი”-ს მიწოდებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ქალაქგარეთ ლოკაციებზე - ოჯახები ზრუნავენ და ფიქრობენ კეთილმოაწყონ და სრული კომფორტი შეიქმნან კერძო სივრცეებში, სადაც შეუძლიათ იყვენ დაცულები და ამავდროულად დრო გაატარონ მეგობრების და ახლო ნათესავების წრეში, ნაცვლად რესტორნების და სასტუმროებისა, რათა მოერიდნენ ხალხმრავლობას.

 



“ვერონა” ბიზნეს ჯგუფი სახლში კომფორტის შექმნის მხრივ ბაზრის ლიდერია და ამ მხრივ გემოვნებიან მყიდველს შეუზღუდავი არჩევანი აქვს, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენ 2019 წელსვე მოვემზადეთ ბაზრის ზრდისთვის. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ პანდემიით ყველაზე დაზარალებულ იტალიის ლომბარდიის და ტრევიზოს რეგიონებში მხოლოდ რამოდენიმე კვირით შეჩერდა საწარმოო პროცესი და იმ დროსაც არ გაჩერებულა მზა პროდუქციის დატვირთვა და მოწოდება. არცერთი დღით არ გაჩერებულა საერთაშორისო გადაზიდვები და ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით მნიშვნელოვანი მარაგების დაგროვება ადგილზე. 4 მაისიდან საწარმოო პროცესები განაახლა ყველ ჩვენმა პარტნიორმა ავეჯის ქარხანამ და მომავალ კვირაში დაიტვირთება და ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალი კოლექციებს რომელთა წარდგენა ქარხნებმა ვერ შეძლეს 2020 წლის მილანის ავეჯის ჩაშლილ გამოფენაზე. კერამიკული ფილების და სანტექნიკის მწარმოებელი ესპანური და იტალიური ქარხნები, სადაც წარმოება სრულად ავტომატიზირებულია, არც გაჩერებულან და ამ მხრივ საერთოდ არ ყოფილა შეფერხება. 

 



ასე რომ, მიუხედავად საერთო ეკონომიკური კრიზისის, განკარგვადი შემოსავლების კლების, ერთიანი დანახარჯების პორტფელის შემცირებისა, ავეჯის, საოჯახო ნივთების და სარემონტო მასალების გაყიდვებზე ზაფხული-შემოდგომის განმავლობაში ჩვენ ველოდებით არა მხოლოდ წინა წლის მოცულობის შენარჩუნებას, არამედ მნიშვნელოვან ზრდას.

გისურვებთ ჯანმრთელობას და რაც მთავარია ხალისს და სურვილს ახლის შესაძენად!”- აცხადებენ ვერონა ჯგუფში.


R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up