ვერც ერთ კითხვაზე ადეკვატური პასუხი ვერ მივიღეთ - დეპუტატების შეფასება მინისტრის 6-საათიანი მოსმენის შემდეგ

ვერც ერთ კითხვაზე ადეკვატური პასუხი ვერ მივიღეთ - დეპუტატების შეფასება მინისტრის 6-საათიანი მოსმენის შემდეგ

access_time2019-06-07 20:00:34

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და “გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულება - ამ საკითხებზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს თითქმის 6 საათის განმავლობაში პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები კითხვებს უსვამდნენ და პასუხებს ისმენდნენ.

 

 

 

სხდომის დასრულების შემდეგ კი დეპუტატების ოპოზიციური ნაწილი ერთხმად აღნიშნავდა, რომ ვერც ერთ კითხვაზე ადეკვატური პასუხი ვერ მიიღეს. თუმცა თავად მინისტრი თვლის, რომ კომიტეტზე დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

 

 

 

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე

 

 

 

 

 

დეპუტატების არც ერთ კითხვაზე მინისტრს პასუხი არ გააჩნია. არ შეიძლება მინისტრი იძლეოდეს ზოგად რიტორიკულ პასუხებს. ვთვლი, რომ სერიოზული პრობლემაა ასეთი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა.

ძალიან ნიშანდობლივია, როდესაც ქალბატონი მინისტრი 2006 წელს მინისტრის მოადგილეობიდან წასვლას გმირულ საქციელს უკავშირებს. იგი წავიდა ისეთ კომპანიაში, რომელმაც არასაბაზრო პირობებით სხვადასხვა ქონება მიითვისა და თავისი არც ერთი ვალდებულებები არ შეასრულა.

 

 

 

 

 

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია

 

 

 

 

 

რა თქმა უნდა, ვერც ერთ კითხვაზე ადეკვატური პასუხი ვერ მივიღეთ. თვითონ ის, რომ 4 ასეთ თემაზე ერთდროულად ტარდება მოსმენა და ის, რომ ოცნების გუნდის წევრები ყოველ ჯერზე იწყებ ისტერიკას, როცა ჩათვლიან რომ უხერხულ მდგომაროებაში ვარდება მათი მინისტრი, ესეც უწყობს ხელს პასუხების განეიტრალებას. მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია საზოგადოება ხედავდეს, როგორი მძიმეა სიტუაცია ქვეყანაში და ეს არ ეხება მხოლოდ მინისტრის პერსონას, ეს ეხება იმ მოწყობას, რაც გვაქვს. ეს ეხება იმას, რომ არის ერთი კაცი და მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი და ამიტომაა ყველაფერი ასეთ ჩიხში შესული. არის სპეციფიკური თემები, რაზეც არ გვაქვს კონკრეტული პასუხები, მაგალითად, რატომ ნარჩუნდება ჭიათურაში კორუფციული სქემა, რომელიც რეალურად აძვირებს დანახარჯებს და ეს აისახება დასაქმებულებზეც. არის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ხდება მმართველი გუნდის დასაფინანსებლად, რაზეც პასუხი არ გაგვცა. ამ ამბავს არც მინისტრის გამოსვლა უშველის - მთლიანად კაბელის, ანუ ბიძინას გამოცვლა სჭირდება, მშვიდობიანად, არჩევის გზით.

 

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი

 

 

 

რეალურად ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხები. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა საფრთხის ქვეშ არის, ისევ მივიღეთ ცარიელი დაპირება, რომ პორტი აშენდება, მაგრამ ვერანაირი რეალური ინფორმაცია ვერ მოვისმინეთ, როგორ აპირებს ხელისუფლება ამის უზრუნველყოფას. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც დღეს განვიხილეთ, ეს არის „გაზპრომი“ - დავრწმუნდით კიდევ ერთხელ იმაში, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ბიუჯეტისთვის წამგებიან პირობებზე დათანხმდა ხელისუფლება. გარდა ამის ვერ მივიღეთ პასუხი როგორ აპირებს მინისტრი დაიცვას ჩვენი ენერგოსისტემა და ჩვენი სახელმწიფო რუსეთის შემდგომი ზეგავლენის გაზრდისგან. რაც შეეხება პანკისს, ამ საკითხზეც ჩვენ დღეს ვერანაირი ახალი ინფორმაცია ვერ მოვისმინეთ. თუ ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო რომ ხეობაში არ იყო მიღწეული თანხმობა ჰესის მშენებლობაზე, გაურკვეველია რატომ გადაწყვიტა ჯარის მობილიზება იმის ნაცვლად, რომ მიეღწიათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანხმობისთვის. მოკლედ, არც ერთ შეკითხვაზე ახალი ინფორმაცია არ მიგვიღია.

 

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა

 

 

 

მიმაჩნია, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი. ჩემი აზრით,  მსგავსი შეხვედრები ნაკლები ემოციის ფონზე უნდა წარიმართოს და მეტი დრო დაეთმოს ეკონომიკურ პრიორიტეტებზე მსჯელობას.

 

 

 

 სხვა საკითხია, თუ ვინმეს ჩემი პასუხები არ მოეწონა და სხვა რამეს ელოდა. ვისურვებდი, ნაკლები ემოციებით გაიმართოს ასეთი მსჯელობა, მეტად პროფესიონალური იყოს და უფრო მეტი დრო დაგვეთმო კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტებისთვის, რადგან ეს ჩემი პირველი სტუმრობა იყო დარგობრივ კომიტეტში და სურვილი მქონდა, გამეცნო დეპუტატებისთვის, რას ვაკეთებთ სიღარიბის დაძლევის კუთხით, ინვესტორებისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპის განმტკიცების მიმართულებით.

 

 

 

სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრმა  ანაკლიის პროექტზე და ფოთის პორტზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. 

 

 

 

„სახელმწიფო არ დაუშვებს არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ანაკლიის პორტს, ანაკლია არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პორტი განვითარდეს და შედგეს. ნებისმიერი სხვა პროექტი უნდა იყოს განხილული, მაგრამ მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში. რთული საკითხებია ფოთი, ანაკლია. იყო განსხვავებული აზრი დარბაზში, მათ შორის ოპოზიციის შიგნითაც, მაგრამ მთავარია, ხელისუფლება ვამბობთ, რომ ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტი, რასაც შევინარჩუნებთ სხვა პროექტებთან მიმართებაში“, – განაცხადა თურნავამ.

 

ამასთან, მინისტრის თქმით, უწყება დეტალურად შეისწავლის ფოთის პორტთან დაკავშირებით წარდგენილ ბიზნეს გეგმას.

 

„ძალიან დეტალურად გავეცნობი „ეიფიემ ტერმინალის“ ბიზნეს გეგმას, შევხვდები ინვესტორებს, მაგრამ ანაკლიის პრიორიტეტი შენარჩუნებული იქნება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 




4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან
access_time2020-06-04 21:00:36
8 ივნისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ რჩება სავალდებულო ხასიათის შესასრულებელი მოთხოვნები. შეზღუდვები, რომლებიც იხსნება: მიმოსვლა შესაძლებელი ხდება...


მსგავსი სიახლეები

up