ვერანაირი ინტერვენცია ვერ უშველის ლარს - ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ

ვერანაირი ინტერვენცია ვერ უშველის ლარს - ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ

access_time2019-08-01 17:27:46

ლარის უპრეცენდენტო გაუფასურება და ეროვნული ბანკის მხრიდან დაგეგმილი ინტერვენცია - ექსპერტები სასიკეთო პროგნოზს ვერ აკეთებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის გასამყარებლად მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს.


გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებაზე პასუხისმგებლობას გაურბის და ტვირთის აკიდებას მთავარ საფინანსო უწყებაზე ცდილობს.


„ არ არის გამორიცხული, რომ უკუშედეგიც მივიღოთ და ეს 40 მილიონი დოლარი უბრალოდ გაიყიდოს და ერთ კვირაში ჩვენ კვლავ ვნახოთ ლარის გაუფასურების ტრენდი. გამოსავალი საბოლოო ჯამში ინტერვენციები არ არის, გამოსავალი არის სავალუტო შემოდინებების გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირი ინტერვენცია ვერ უშველის ლარს და ქვეყნის ეკონომიკას. მთავრობა ხშირად ცდილობს, რომ ვთქვათ, თავისი პასუხისმგებლობები ტვირთი გადაიტანოს ეროვნულ ბანკზე, ან ვინმე სხვაზე, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ვერ გაექცევიან ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარის კურსზე პასუხისმგებლობას,“- განაცხადა კეპულაძემ.


საგამომცემლო სახლის “ Forbes Georgia”-ს მთავარი რედაქტორი და ეკონომისტი გიორგი ისაკაძე დარწმუნებულია, რომ ეროვნულ ბანკს ინტერვენციის განხორციელება გეგმაში არ ჰქონია. გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ის მმართველი გუნდის ინიციატივით იქნა მიღებული. სპეციალისტის აზრით, ეროვნული ბანკის მხრიდან კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებაც კი, შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს.


გიორგი ისაკაძე კონკრეტულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პროდუქტებზე 10 პროცენტიანი ზრდა შესაძლოა გარდაუვალი აღმოჩნდეს.


”„ ცალსახად გამოჩნდა, ეს არის სრული დისკოორდინაცია ხელისუფლების შტოებს შორის ამ კუთხით. ეროვნული ბანკი გუშინ არ გეგმავდა ამ განცხადებას, ეს განცხადება არის ცალსახად პოლიტიკური, ის არის მიღებული იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც მმართველი გუნდის დამოკიდებულებიდან მომდინარეობს. ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა განზრახვა გამოეცხადებინა 40 მილიონი დოლარის გაყიდვა. რას იზამს ბაზარი, ეს არის დაახლოებით ისეთივე სამარჩიელო, როგორც იყო 36, 48 საათის წინ. ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები არ საუბრობდნენ ამაზე და საუბრობდნენ პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, მთავრობის სხვა წევრებით დასრულებული მუდმივ შეხვედრებზე ბიზნესთან. ბიზნესისგან მოვისმინე გუშინ ძალიან ღია განცხადება ძალიან მსხვილი დისტრიბუტორების მხრიდან, რომ მინიმუმ 10 პროცენტიანი გაძვირება არის ფაქტიურად გარდაუვალი,“- განაცხადა ისაკაძემ.


ერთი დოლარის ღირებულებამ სამ ლარს გადააჭარბა. ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის შესაძლებლობის გამო კი ეროვნულმა ბანკმა რეზერვის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს მთავარი საფინანსო ინსტიტუტი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ დოლარს გაყიდის.


წყარო: რუსთავი 2 





ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...


მსგავსი სიახლეები

up