კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ თუ რატომ არის შეზღუდვა ბაკურიანზე და ზოგადად სამთო კურორტებზე , როდესაც სხვა კურორტებზე ძალიან ბევრი ხალხია და ფაქტობრივად ამ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი მაინც აქვთ. ვერ ვხვდები პანდემიის გავრცელების პრევენციის კუთხით სამთო კურორტებოის დაკეტვა რას შველის. - ამის შესახებ "კომერსანტს" დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმრო კრისტალის დირექტორმა ქეთევან ხარაძემ განუცხადა.
სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ 22იანვარს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ქეთევან ხარაძემ "კომერსანტთან" აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და ელოდა, რომ სამთო კურორტები პირველი თებერვლიდან მუშაობის გაგრძელებას შეძლებდნენ.
გამომდინარე იქიდან, რომ ბაკურიანში ისედაც ბევრი ხალხია, პლუს ამას ბორჯომში, რომელიც იქვეა ბევრი ხალხი ისვენებს და სასტუმროებიც ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, მოლოდინი მქონდა, რომ მუშაობას ჩვენც განვაახლებდით.
უბრალოდ ვერ ვხვდები ბაკურიანი რატომ არის პრობლემა. ხალხisგან დაინტერესებაც დიდია, ბევრი ზარი და სოციალურ ქსელში ბევრი წერილი შემოგვდის, თუმცა გაქირავების უფლება არ გვაქვს - ქეთევან ხარაძე
თაკო კვაჭანტირაძე