„ვერ ვხედავ იმ საქართველოს, რომლის გამოც 9 აპრილს ვიბრძოდი“

„ვერ ვხედავ იმ საქართველოს, რომლის გამოც 9 აპრილს ვიბრძოდი“

access_time2020-04-09 20:00:22

დღეს 9  აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა.ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „კომერსანტმა“   2019 წლის ნოემბერში ჩაწერა ქალი, რომელიც 1989 წლის აპრილის აქციებში იღებდა მონაწილეობას  და დღეს აღარავის ახსოვს.


2019 წელი. 22 ნოემბერი 


„დღეს, რომ 9 აპრილი იყოს პირველი, ვინც ყველას გაახსენდებოდა თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული უსინათლო მომღერალი, ლეილა ვეფხვაძე იქნებოდა. თუმცა, დღე 9 აპრილია არ არის და შესაბამისად ქალი, რომელიც 1989 წლის აპრილის აქციებში იღებდა მონაწილეობას აღარავის ახსოვს.


პატარა დინამიკი, მიკროფონი და მეტრომანი -ეს ლეილა ვეფხვაძის მთავარი ატრიბუტია, ატრიბუტი რომელიც 9 აპრილის გმირს არსებობაში ეხმარება. იმისათვის, რომ ახალგაზრდა ქალი გადარჩეს, დილიდან საღამომდე თბილისის მეტროპოლიტენში იკარგება, მეტროპოლიტენშივე იკარგება მისი სიმღერაც და ხმაც.


სიმღერა ლეილა ვეფხვაძი, ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. ვაგონ- ვაგონ სიარულში გამომუშავებული თანხა 4 სულიან ოჯახს უნდა ეყოს. მეტროს მომღერალი ამბობს, რომ წლებთან ერთად ბრძოლის ძალა დაკარგა. მთელი დღის განმავლობაში ლეილამ მიწისქვეშ გადაადგილება, რომ შეძლოს ტკივილგამაყუჩებლებს სვამს. მეომარი ქალი გვიყვება, რომ მეტროში სიმღერამ ერთის მხრივ მისი სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა, გაანადგურა მისი ჯანმრთელობა.



„მეტროში გატარებულმა წლებმა ჯანმრთელობა ძალიან დამიზიანა. მიწისქვეშ გატარებულმა ყოველმა დღემ დამიავადა სახსრები. დღეს გამაყუჩებლის დალევის გარეშე გადაადგილება ძალიან მიჭირს. პარალელურად, სმენის პრობლემები დამეწყო, რასაც ბოლოს გულის პრობლემებიც დაემატა“,- ამბობს ლეილა ვეფხვაძე.



ის წლებია ქირით ცხოვრობს, ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ მის შვილთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ღია ცის ქვეშ არ დარჩეს. ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის მცველმა ქალმა, საკუთრი საცხოვრებელი ვერ მიიღო. ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ გაუმჯობესდა ლეილა ვეფხვაძის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.


„სამწუხაროდ, წლებია არაფერი შეცვლილა, ისევ მეტროში ვმღერი და ისევ ვითხოვ მოწყალებას. ისევ ქირით ვცხოვრობ, თუმცა, ქირის გარკვეულ ნაწილს გამგეობა მიხდის, მაგრამ ეს ამ მთავრობის დამსახურება არ არის. საცხოვრებელი პირობები ყოველწლიურად მიუარესდება, რადგან ხშირად მიწევს ბინის გამოცვლა. სამწუხაროდ, უარესობისკენ არც მოსახლეობის მდგომარეობა შეიცვალა, შემცირდა მოწყალებით შეგროვებული თანხის რაოდენობა, მაგრამ ამაში ხალხს ვერ დავადანაშაულებ, რადგან არც მათ აქვთ სახსრები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვგრძნობ, რომ მათი დამოკიდებულება ჩემს მიმართ არ შეცვლილა. პირადად, მე ვიყავი იმის მომხმარე, რომ „ქართული ოცნება“ მოსულიყო ხელისუფლებაში, მაგრამ არ გაგვიმართლდა იმედები. არცერთი ხელისუფლების დროს ჩვენს ქვეყანაზე რეალურად არავის უზრუნია, არავის უცდია ხალხისთვის და ქვეყნისთვის ნორმალური პირობები შეექმნა, არ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ნამდვილად ეყვარება, ესაა ჩვენი მთავარი პრობლემა“, -ამბობს ლეილა ვეფხვაძე.


ლეილა ვეფხვაძე „კომერსანტთან“ ქვეყანაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მიტინგებზე აღარ დადის. დარბევის არ ეშინია, უბრალოდ, რწმენა დაკარგა. აცხადებს, რომ ამ დრომდე ვერ ხედავს იმ საქართველოს, რომლის გამოც 1989 წელის 9 აპრილს იბრძოდა. დღეს კი გაბრაზებულია, გაბრაზებულია იმ ხელისუფლებაზე, რომელიც მოსახლეობას ატყუებს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს.


„უცნაური იცით რა არის? ახლა აქციაზე არ წავსულვარ, არა იმიტომ, რომ მეშინია, იმიტომ რომ რწმენა აღარ მაქვს. არ გამოვიდა ისე როგორც ვფიქრობდით, რისთვისაც 9 აპრილს სიცოცხლის ფასად ვიბრძოდით. სამწუხაროდ, ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ, ძალიან განვიცდი იმას,რომ რწმენა დავკარგე, ეს გამოწვეულია იმით, რომ ხალხზე რეალურად არავინ ზრუნავს. იშვიათი გამონაკლისის გარდა პოლიტიკოსები თავიანთ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. მოსახლეობაზე არავინ ფიქრობს, არადა მათ ჩვენ ვირჩევთ, იმისთვის, რომ ხალხს და ქვეყანას ემსახურონ, ძალაუფლების მქონე პირებს კი ეს არ აქვთ გათავისებული. რამდენი მთავრობა შეიცვალა და ვერ ვნახე ვერცერთი პოლიტიკოსი, რომელიც თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებდა. ჩვენ ვაკეთებთ ცუდსა და ძალიან ცუდს შორის არჩევანს. გამოუვალ მდგომარეობაში ვართ და ამის გამო ვცდილობთ რაღაც სიახლეს მოვეჭიდოთ, რომელიც ბოლოს არ ამართლებს“, - აცხადებს ლეილა ფეხვაძე.


ქალი რომლის ხმაც მიწის ზევით არავის ესმის, ახლა 2020 წლის 9 აპრილს ელოდება, ელოდება იმ იმედით, რომ ისევ გაახსენდებათ, ისევ მიაკითხავენ, ისევ მიიყვანენ 9 აპრილის მემორიალთან, ყოველ წელს ერთი და იგივე კითხვა, ერთი და იგივე პასუხი. დადგება 10 რიცხვი და ქვეყნის მცველი ქალი, რომლის ხმაც საბჭოთა არმიამ ვერ ჩაახშო, გაქრება თითქოს აღარ არსებობს და ისევ დაიწყება ყოველდღიური რუტინა, მეტრო, დინამიკი,მიკროფონი, ტკივილგამაყუჩებელი...


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up