ვერ ვიტყვით, რომ კრიზისი გადალახულია, კარგი იქნებოდა, რომ სესხების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელებულიყო,- „არქი“

ვერ ვიტყვით, რომ კრიზისი გადალახულია, კარგი იქნებოდა, რომ სესხების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელებულიყო,- „არქი“

access_time2021-03-01 11:00:24

„ვერ ვიტყვით, რომ კრიზისი გადალახულია, კარგი იქნებოდა, რომ სესხების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელებულიყო“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა განუცხადა. ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის მმართველი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების შესახებ, ცალსახად დადებითი ქმედითი ნაბიჯი იყო. მისი თქმით, პროგრამამ დეველოპერულ სექტორი კრიზისის გადაგორების საშუალება მისცა.

 

„როდესაც პანდემია დაიწყო, „არქიმ“ძალიან სწრაფად, თავისი გარანტიის პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, გაყიდულ უძრავ ქონებაზე ფასის დაცემის შემთხვევაში ჩვენ მზად ვიყავით ამ ფასებს შორის სხვაობა აგვენაზღაურებინა. პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა და მოგვცა საშუალება, რომ მაისი - ივნისი, ბაზარზე საკმაოდ აქტიურები ვყოფილიყავით. შემდეგ, ივნისის შუა რიცხვებიდან უკვე სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა, რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე პოზიტიური გავლენა იქონია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ „არქი“ აქტიურია და „არქიმ“ გაყიდვები შეინარჩუნა დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა და საჭირო იყო უძრავი ქონების ბაზრისთვის გარკვეული სტიმულირების მიცემა. ვთვლით, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება ნამდვილად უნდა გაგრძელებულიყო, შესაძლოა ზუსტად ისეთი სახით არა, როგორც იყო, მაგრამ შეიძლებოდა, რომ გარკვეული სახით შენარჩუნებულიყო. თუმცა პროგრამა არ გაგრძელდა და რა თქმა უნდა ჩვენ და უმეტესი კომპანიები, მზად ვართ იმისთვის, რომ ამ პირობებშიც ვიმუშაოთ.

 

პროგრამა ასევე დადებითად აისახა, სახელმწიფოსთვის ფინანსური კუთხითაც. თუ სწორად დავითვლით ჩვენ დავინახავთ, რომ როგორც კი ბინა გაიყიდება სახელმწიფო დღგ-ს გადასახადს დაუყოვნებლივ იღებს. სტიმულირების შედეგად გაყიდული ბინიდან მათ დღგ-ის  გადასახადი იმ დღესვე შესდით“, - განმარტავს „არქის“ გენერალური დირექტორი.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, რა გავლენა მოახდინა „არქის“ გაყიდვებზე სესხების სუბსიდირების პროგრამამ შიო ხეცურიანი განმარტავს, რომ პროგრამას გაყიდვებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია:


 

„არქის“ გარანტიის პროგრამით მაის - ივნისში საკმაოდ დიდი გაყიდვები გვქონდა, შემდეგ როდესაც სუბსიდირება დაიწყო, გაყიდვები ოდნავ დარეგულირდა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ჩვენს შემთხვევაში ამან გაყიდვებზე დიდი გავლენა მოახდინა. თუმცა პროგრამამ არაპირდაპირ ჩვენზეც იმოქმედა, რადგან პატარა კომპანიებს საშუალება მიეცათ, რომ უფრო მეტად განვითარებულიყვნენ, რითაც ბაზარი დარეგულირდა და ამან მოგვცა ჩვენ საშუალება რომ ბაზარზე ვყოფილიყავით კარგად წარმოჩენილები, ისე როგორც შარშან. ამიტომ ესე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ გაყიდვები გაგვეზარდა, თუმცა ბაზარს ნამდვილად მისცა სტიმულირება და ეს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩვენ შეგვეხო. იმის თქმა თუ რამდენი პროცენტით გაიზარდა ნამდვილად გამიჭირდება. მიუხედავად ამ სტიმულირებისა და ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამებისა 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 5% -იანი კლება გვქონდა. თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ მსოფლიოში პანდემია და არსებული კრიზისის  ფონზე ეს კლება ნორმალურია და ჩვენთვის მისაღებია“, - განუცხადა "კომერსანტს" შიო შიო ხეცურიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე იპოთეკურ სესხს აიღებდნენ, სახელმწიფო მათ სესხის 4%-ს დაუფარავდა. პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 70 მლნ ლარს შეადგენდა და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up