ვერ გაბედავს ჩამოსვლას, ამის არც შნო აქვს და არც რესურსი, - ასე ფიქრობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის დაანონსებას. კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას დიდი ხანია აანოპნსებს, თუმცა ეს ჯერ არ გაუკეთებია.
,,ვერ გაბედავს, მიზეზების და საბაბების ძებნა არ გაუჭირდება, შეიძლება ბევრ რაღაცას დააბრალოს, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ გაბედავს ამის გაკეთებას, მას არც ამის შნო აქვს და არც რესურსი“, - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში მყოფ ქართველებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა და თქვა რომ ამას თავადაც აპირებს.
„მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ“, - ამბობს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.