„ვერ დავიჯერებ, რომ ისეთი რეპუტაციის მქონე კომპანიას, როგორიცაა „ენკა“, მსხვილი პროექტის კვლევა არ აქვს გაკეთებული“

„ვერ დავიჯერებ, რომ ისეთი რეპუტაციის მქონე კომპანიას, როგორიცაა „ენკა“, მსხვილი პროექტის კვლევა არ აქვს გაკეთებული“

access_time2021-05-25 15:00:40

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით აუდიტი უნდა იყოს გაკეთებული.


როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის ამ ჰესის აშენება ქვეყნისთვის მომგებიანი.


„ჩვენ გვაქვს ამ ჰესთან დაკავშირებით 2 საკითხი, პირველი არის უსაფრთხოების საკითხი. ეს ეხება უსაფრთხოებას, როგორც ბუნების დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ზოგადად, უსაფრთხოებას.


მეორე საკითხი არის ეკონომიკური. რაც შეეხება ბუნების დაცვას და ზოგადად, უსაფრთხოების საკითხს, არსებობს სტანდარტიზირებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც აკეთებენ ასეთ ჰესებთან დაკავშირებით კვლევას და აუდიტს. ვვარაუდობ, რომ ასეთი აუდიტი აუცილებლად უნდა იყოს დადებული ამ პროექტთან დაკავშირებით.


პრინციპში „ნამახვანჰესის“ შესახებ საუბარი მიდის უკვე წლების მანძილზე. მაგალითად, არის ევროკავშირის სერთიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით მუშაობენ, ასეთი ორგანიზაციების მიერ კვლევები უკვე უნდა იყოს გაკეთებული.



ვერც დავიჯერებ იმას, რომ ისეთი რეპუტაციის მქონე კომპანიას, როგორიც არის „ენკა“, ასეთი მსხვილი მსხვილი პროექტის მსგავსი კვლევა არ აქვს გაკეთებული. გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გაკეთებული აუდიტი უნდა იყოს შემადგენელი ნაწილი ამ დოკუმენტაციის, სხვანაირად წარმოიდგინეთ, ვერც სესხს აიღებ საერთაშორისო- საფინანსო ინსტიტუტში, თუ ასეთი საბუთი არ არსებობს და ვერც ისეთი კომპანია წავა ასეთ რისკზე, როგორიც „ენკაა“.


ეს საბუთი უნდა არსებობდეს. თუ ეს საბუთი არ არსებობს, დიდი პრობლემაა. რატომ არ ხდება ამის კომუნიკაცია ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ჯგუფებისთვის, ჩემთვის გაურკვეველია.


მეორე საკითხი არის ეკონომიკური დასაბუთება, რა მოაქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის, რისთვის არის საჭირო. ეს არის ურთულესი საკითხი და აღიშნულთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა აზრი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ქობულიამ.


მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ გონივრული გზით უნდა გადაჭრას.


„ვეკითხები მთავრობას, სად არის ამ მთავრობის ეფექტურობა და ქმედითუნარიანობა, რომ ასეთი საკითხი გადაწყვიტოს? რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან აქტივისტი ჯგუფები, რომლებიც ასეთი ტიპის პროექტების წინააღმდეგ წავლენ.


ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, მაგრამ მთავრობა იმისთვის გვყავს, რომ მას ვენდეთ, მივეცით ხმა, ავირჩიეთ და ამ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი და წინ წაიყვანოს ქვეყანა განვითარების მხრივ“, – განაცხადა ქობულიამ.


პალიტრანიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up