„ვერ აკრძალავ იმას, რაც ისედაც აკრძალულია“ - მიკროსაფინანსოები მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე

„ვერ აკრძალავ იმას, რაც ისედაც აკრძალულია“ - მიკროსაფინანსოები მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე

access_time2020-10-02 11:15:02

„ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვაპირებთ საბანკო და საფინანსო სექტორის რესტრუქტურიზაციას. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა მევახშე ქართული განმარტებითი ლექსიკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. ამიტომ, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი და აკრძალული“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა და ყოფილმა ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.


საქართველოში მევახშეობის აკრძალვასა და კანონით მის დასჯასთან დაკავშირებით, მოსაზრება „კომერსანტმა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სთხოვა.


„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მევახშეობა ეროვნული ბანკის მიერ უკვე წლებია აკრძალური და დასჯადია.



„ბოლო წლების რეფორმები, რომელიც ფინანსურ ბაზარზე გატარდა, დიდწილად მევახშეობის აკრძალვას ემსახურებოდა და ის რაც დღემდე გაკეთდა საკმაოდ ეფექტურიც იყო. 20 ადამიანზე მეტისთვის გასესხების შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია დარეგისტრირდეს სესხის გამცემად და დღეს უკვე ნახევარ მილიარდზე მეტია ასეთი პორტფელი. ფაქტობრივად ეროვნულმა ბანკმა ჩრდილიდან გამოიყვანა ეს გარიგებები და სახეზეა კიდეც შედეგი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩო მასაც ეხება და საგრძნობლად შემცირდა არაფორმალური საკრედიტო ურთიერთობები, რომელიც აქამდე არსებობდა. ამიტომ ეს უკვე აკრძალური და დასჯადია, ვინც ამას დაარღვევს კანონთან მოდის წინააღმდეგობაში და არღვევს მას, ამიტომ ეს უკვე მევახშეობის აკრძალვის საფუძველია. აქედან გამომდონარე ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა მის აღმოსაფრხველად, თუმცა ბაზარზე დარჩა მათი რაღაც ნაწილი, რომელიც ყველა ქვეყნის ეკონომიკაში არის და რომელიც იმდენად მცირეა რომ სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს. არც იმას გამოვრიცხავ რომ მევახშეობის პრაქტიკა დღეს ისევ არსებობს, მაგრამ ეს არის პროცესი რომელიც ერთის მხრივ ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლას და მეორეს მხრივ მომხმარებელთა ფინანსური განათლების ამაღლებას გულისხმობს, თუ ეს ორივე პირობა მაქსიმალურად მაღალ დონეზე შესრულდება, მევახშეობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, - განმარტავს არჩილ ბაკურაძემ.

 

„რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი იზიარებს არჩილ ბაკურაძის მოსაზრებას და თვლის, რომ ვერ აკრძალავ იმას რაც ისედაც აკრძალული და დასჯადია. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ამ კუთხით ყველაზე მთავარი რაც გააკეთა ონლაინ სესხების აკრძალვა იყო.


„ეროვნულმა ბანკმა ამ საკითხთან მიმართებაში არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათი ქმედებები ქვეყანაში საკმაოდ შეზღუდულია. კერძო მევახშეებისგან ბევრი უბედურება ახსოვს ქვეყანას, რადგან ის პირობები რომელიც მათ ჰქონდა წლიური 60-80%-იანი სესხები და ა.შ. ძალიან ცუდი იყო. ყველაზე „მევახშური თემა“ რაც ქვეყანაში იყო და კობა გვენეტაძის ხელმძღვანელობის დროს აიკრძალა ეს არის ონლაინ სესხები. ეროვნული ბანკი იყო იმ კანონის ინიციატორი, როდესაც ყველაზე მახინჯი კერძო მევახშეობის ფორმა რომელიც ქვეყანაში იყო და 800-900%-იან სესხებს გულისხმობდა, აიკრძალა. ამიტომ ფაქტიურად მევახშეობა ქვაყანაში აკრძალულია და ამ ინსტიტუტამა ბუნებრივადაც დაიწყო ჩამოშლა, რადგან სესხებს იმ პროცენტში უკვე ვეღარ გასცემენ რაც მათთვის მომგებიანია. აქედან გამომდინარე, ვერ აკრძალავ იმას რაც ისედაც აკრძალული და დასჯადია. ზოგადად კი რაც შეეხება ჩემს აზრს თუ ეს სექტორი ქვეყნაში საერთოდ არ იარსებებს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up