საქართველოში მთავარ გამოწვევად მიმაჩნია ის, რომ ხალხი არ იცნობს დაზღვევის მთავარ უპირატესობებს - ინტერვიუ ვენის სადაზღვევო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრთან

საქართველოში მთავარ გამოწვევად მიმაჩნია ის, რომ ხალხი არ იცნობს დაზღვევის მთავარ უპირატესობებს - ინტერვიუ ვენის სადაზღვევო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრთან

access_time2019-03-15 16:30:18


„საქართველოში მთავარ გამოწვევად მიმაჩნია ის, რომ ხალხი არ იცნობს დაზღვევის მთავარ უპირატესობებს,“ – განაცხადა „კომერსანტთან“ ვენის სადაზღვევო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრმა პიტერ ტირინგმა, რომელიც საქართველოში პირველად გამართულ საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმს დაესწრო.



პიტერ ტირინგმა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაზღვევის სფეროში მიმდინარე მთავარ გამოწვევებზე, სიახლეებსა და სადაზღვევო ბაზრის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.


მისი თქმით, საქართველოში მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არაა დაზღვეული. აუცილებელია ავუხსნათ ამ ადამიანებს, პოტენციურ კლიენტებს , რა არის დაზღვევის მთავარი უპირატესობები. ვფიქრობ, ეს საყურადღებო საკითხია საქართველოში, რაშიც კერძო ბიზესი და სახელმწიფო უნდა გაერთიანდეს.


როგორ უნდა ითანამშრომლონ სახელმწიფომ და სადაზღვევო კომპანიებმა?


ჩვენ წარსულში გვქონდა მაგალითები სხვა ქვეყნებში, როცა ინერგებოდა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონი. იყვნენ ინვესტორები და სადაზღვევო კომპანიები, რომელთაც არ გააჩნდათ ფინანსური რესურსები, რათა ხარჯები დაეფარათ, ეს დიდ პრობლემებს ქმნის და ასევე ამცირებს ხალხის ნდობას დაზღვევის მიმართ. საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით ამ სიტუაციას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვინ არიან ბაზრის მონაწილეები, ვინ არიან ინვესტორები. მხოლოდ იმ ინვესტორებს შეუძლიათ იყვნენ აქტიურები სადაზღვევო ბაზარზე , რომელთაც კარგი ფინანსური პოტენციალი გააჩნიათ.




— საქართველოში მალე დამტკიცდება და ამოქმედდება მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონმდებლობა, თუ იცნობთ მას და როგორ შეაფასებდით?



- ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი დასაწყისია და კარგად იმუშავებს. თუმცა, მგონა, რომ ამ მიმართულებით თანხები მცირეა და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგი მიმართულებით წარიმართება.


- რა არის აგროდაზღვევის, ავტოდაზღვევისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროებში ძირითადი ტრენდები?



- ფაქტია, რომ აგროდაზღვევას მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენა შეუძლია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, განსაკუთრებით იმ ადამიანების ცხოვრებაში ვინც არ იციან რა არის დაზღვევა და მათთვის პირველია ზოგადად სადაზღევო სფეროსთან კავშირი. ამ მხრივ, ვფიქრობ, საქართველოში მდგომარეობა უმჯობესდება.



ავტოდაზღვევა ამჟამად საქართველოში მთავარი განხილვის საგანია, ცვლილებები ბევრ ძვრებს განახორციელებს, ბევრი კლიენტი შეუერთდება ამ ბაზარს. ისინი ვისაც აქამდე არასდროს ჰქონიათ დაზღვევა და ვისაც აქამდე პრობლემა ჰქონდა დაზღვევასთან დაკავშირებით. ისინი დაინახავენ მის უპირატესობებს სამომავლო ცხოვრებისთვის. ვფიქრობ, ეს გაზრდის სადაზღვევო ბაზარს საქართველოში. ახალი ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა, ისეთი რამაა, რასაც ყოველდღე მთელს მსოფლიოში ვხედავთ და ვაკვირდებით, დაზღვევის სფეროში კი ბუნებრივია მასაც უდიდესი გავლენა აქვს.


ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის კონფერენციების ჩატრება და არამარტო საქართველოში, რათა შეიქმნას შესაბამისი ცოდნა ამ მიმართულებით. ხალხს უნდა მივცეთ საშუალება ცოდნის ურთიერთ გაცვლისთვის. სამიტს ესწრებიან ქართული ბაზრების მთავარი წარმომადგენლები და გვაქვს შესაძლებლობა სხვა ქვეყნებთან ერთად მოვახერხოთ ინფორმაციის გაცვლა, განსაკუთრებით ბაზრის განვითარებისთვის.


მარიამ მორგოშია






ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
access_time2019-03-19 13:00:33
„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე შეიძლება აღვწეროთ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით დღეს ყველაზე ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, საუბარია ასობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა ბრუნვაც 2017 წლის მდგომარეობით 3 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო მათში დასაქმებული ადამიანების მთლიანი რაოდენობა 61 ათასს აღემატება.”  Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საავტორო...

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“  გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„
access_time2019-03-19 12:00:48
წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა  გადაიდო - ამის შესახებ „კომერსანტს“  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ინვესტორმა კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის...

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია
access_time2019-03-19 10:00:33
2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირადღირებული სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება, აქციზის მატებამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.   ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს გაძვირება...

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„
access_time2019-03-19 09:00:03
თუ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა თავის სიმტკიცე და რეაგირება არ მოახდინა სარეგულაციო პაკეტის ნეგატიურ გავლენებზე, ქვეყნის ეკონომიკა გადავა ახალ სისტემაზე, რაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, — ამის შესახებ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განაცხადა.  “კომერსანტმა კიკვიძეს GBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასება სთხოვა, რომლის თანახმად 2019 წლის თებერვალი ზარალით დაასრულა 15-დან 4-მა ბანკმა. როცა...

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“
access_time2019-03-18 21:30:35
სალომე ლემონჯავას რუბრიკის „დე-მონტაჟი“ პირველი სტუმარი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. რუბრიკის პირველ შეკითხვაზე - როგორ მოგმართოთ ბატონო ზურაბ, ზურაბ-გირჩი თუ ჯაფარა, რესპოდენტმა არჩევანი ბოლო...


მსგავსი სიახლეები

up