ვენის ერთადერთი ქართული რესტორანი ავსტრიის საუკეთესო რესტორნად დასახელდა

ვენის ერთადერთი ქართული რესტორანი ავსტრიის საუკეთესო რესტორნად დასახელდა

person access_time2016-08-17 09:30:24

ვენის ქართული რესტორანი ავსტრიის საუკეთესო რესტორნების სიაში მოხვდა. რეიტინგს ავსტრიული გამოცემა „ალისთი“ პერმანენტულად ადგენს და სიაში მომხმარებლების რჩეული დაწესებულებები შეჰყავს. 

 

საიტის ადმინისტრაცია რესტორნის ხელმძღვანელობას თავად დაუკავშირდა და აცნობა, რომ მათ მომსახურებას მომხმარებლები ძალიან აქებენ და საუკეთესო შეფასებებს ანიჭებენ სხვადასხვა საიტზე დაფიქსირებულ გამოხმაურებებში. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს საკუთარ სიაში ამ რესტორნის შეყვანა.

 

„ალისთის“ აღიარება ავსტრიაში საუკეთესო შეფასებად ითვლება და დიდ როლს ასრულებს მომხმარებლის არჩევნის განსაზღვრაში, თუ რომელ რესტორანს ეწვიონ.

 

როგორც „კომერსანტს“ რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერყობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიშა ხაჩიძემ განუცხადა, „არაგვი“ ვენის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის მთავარი თეატრის გვერდით მდებარეობს.


 

ის ექვსი თვის წინ ნანა ანჩაბაძემ გახსნა და ოჯახის წევრებთან ერთად მართავს. 


„რესტორნის მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან. დიდი პოპულარობით სარგებლობს ავსტრიელებში, უკრაინელებში, რუსებში, სომხებსა და ებრაელებში. ხშირია სტუმრები ამერიკიდანაც. დაწესებულება მომხმარებელს უმაღლეს მომსახურებასა და უგემრიელეს ქართულ კერძებს სთავაზობს. ინტერიერი ძალიან უცხო და ორიგინალურია, დეკორაციის უმეტესობა საქართველოდან არის ჩატანილი. 


ყველაზე დიდი პოპულარობით ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური და ბაჟე სარგებლობს. ძალიან მოთხოვნადია ქართული ღვინო, რომელიც თბილისიდან ჩამოდის, ასევე ბორჯომის წყალი და ლიმონათები. ვენაში ამ ეტაპზე ერთადერთი ქართული რესტორანია,“ – აცხადებს  ხაჩიძე. 


მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე რესტორნის მფლობელები ვენაში სხვა ობიექტის გახსნას არ გეგმავენ.

 




წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
„წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს  რთველის სუბსიდირება, საუბარია, რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშებზე.  „ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიცემული აქვს, თუ საჭირო გახდა სახელმწიფოც ჩაერთვება გაყიდვებში. ქართველმა მევენახეებმა უნდა...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up