ვენის აეროპორტში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი

ვენის აეროპორტში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი

access_time2020-05-03 19:00:52

ვენის აეროპორტში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი.

როგორც „როიტერსი“ იუწყება, ამ გზით ავსტრია შეეცდება, ქვეყანაში ჩასული მგზავრების 14-დღიანი კარანტინი თავიდან აიცილოს.

მთავრობის განკარგულებით, ყველა მგზავრს, ვინც ავსტრიაში ჩავა, კორონავირუსის ტესტის შედეგის წარდგენა მოუწევს, რომელიც მაქსიმუმ ოთხი დღის წინ არის გაკეთებული. წინააღმდეგ შემთხვევში, მგზავრებს 14 დღით კარანტინში გადაიყვანენ.

აეროპორტში განმარტეს, რომ უკვე ხვალიდან მგზავრებს „პისიარ“ტესტების ადგილზე გაკეთება შეეძლებათ, ხოლო პასუხი 2-3 საათში იქნება ცნობილი.

ტესტის გაკეთება 190 ევრო ეღირება და მისი ჩატარება ვენიდან უცხო ქვეყნებში გამგზავრების მსურველებსაც შეეძლებათ.


ამჟამად ვენის აეროპორტიდან სრულდება რეგულარული რეისები დოჰას, დორტმუნდის, დიუსელდორფის, ფრანკფურტის, ჰამბურგის, ლისაბონის, მინსკის და სოფიას მიმართულებით.

ასევე ხორციელდება ჩარტერული და ბიზნეს ფრენები.


1tv

თეგები:
ვენა



„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!
access_time2020-10-30 15:55:36
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Glass of Bubbly - Golden Trophy მიიღო! ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო როზე და მაესტრო ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. „Glass of Bubbly - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით
access_time2020-10-30 13:55:25
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ყოველთვის წარმოადგენს და იცავს ასოციაციის წევრი ასეულობით კომპანიის ინტერესებს.  მათ შორისაა, კომპანია „ბევრილი ჯგუფი“, რომელიც ასოციაციის წევრია 2012 წლიდან და სხვა უმსხვილეს ქართულ კომპანიებთან ერთად ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად საქმინობს, როგორც საკუთარი ბიზნესისა და სექტორის განვითარების, ასევე, ზოგადად, საქართველოში წარმატებული ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის.     სამწუხაროდ, გვინდა...

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს ამბობენ

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს ამბობენ
access_time2020-10-30 18:00:49
Sportall.ge-ს ინფორმაციით, გუნდი, რომელსაც მიმდინარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურებში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, ისევ დაშლის პირასაა - ფეხბურთელებმა საწვრთნელ პროცესზე უარი თქვეს და სახლებში დაბრუნდნენ.  წყაროს ცნობით, ახალი ინვესტორის ფაბიო მანინის კლუბში მოსვლის შემდეგ, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ახალმა მწვთელმა  ფეხბურთელებს ჯერ ხელფასები გაუნახევრა და შემდეგ ამ განახევრებულსაც კი არ უხდიდა სრულად და თავის...

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
access_time2020-10-30 14:30:00
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი...

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან
access_time2020-10-30 16:00:45
სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.   VEON-ი სომხეთის ბაზრიდან გამოსვლას „კომპანიის სტრუქტურის გამარტივებით და მიმზიდველი პერსპექტივების მქონე ბაზრებზე ორიენტირების სურვილით“ ხსნის.   სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის ვებსაიტის თანახმად,...


მსგავსი სიახლეები

up