ორმა უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ ვენესუელაში  მუშაობა შეაჩერა

ორმა უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ ვენესუელაში მუშაობა შეაჩერა

access_time2019-07-08 09:40:59

ვენესუელაში ორმა მსხვილმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ Amuay-მ და Cardon-მა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, წარმოების შეწყვეტის მიზეზი პარაგუანის ნახევარკუნძულზე ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გახდა. ახლა სისტემის ხელახლა ამოქმედება რთული იქნება, - ციტირებს სააგენტო სოციალური ქსელში ერთ-ერთი თანამშრომლის სიტყვებს.


ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას PDVSA-ს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


Amuay და Cardon-ი Bajo Grande-თან ერთად პარაგუანაზე ნავთობგადამამუშავებელ კომპლექს წარმოადგენენ, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამეა, ხოლო დასავლეთ ნახევარსფეროში უმსხვილესი.



მარტში ვენესუელაში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, მიზეზი კი გურის ელექტროსადგურის მუშაობაში დაფიქსირებული ხარვეზი იყო. ქვეყნის ხელისუფლებამ მომხდარი კიბერთავდასხმით ახსნა და ამაში აშშ დაადანაშაულა. მაშინაც ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები დროებით გაჩერდა.


ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.


გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.


მიმდინარე წლის აპრილში გუაიდოს მხარი სამხედროების ჯგუფმა დაუჭირა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები განახლდა. პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა ასობით ადამიანი.


imedinews.ge



თეგები:
ვენესუელა



მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up