ვენესუელაში კრიზისი მწვავდება - უმსხვილესი ავიაკომპანიები ქვეყანას ტოვებენ

ვენესუელაში კრიზისი მწვავდება - უმსხვილესი ავიაკომპანიები ქვეყანას ტოვებენ

person access_time2016-06-01 19:00:37

ვენესუელაში კრიზისი უფრო და უფრო მეტად მწვავდება. ენერგოკრიზისი, უშუქობა, ზიკას ვირუსი და ეკონომიკური რეცესია - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. საინტერესოა ისიც, რომ პრეზიდენტის განკარგულებით საჯარო მოხელეები ენერგიისა და ელექტრობის დაზოგვის მიზნით მხოლოდ ორშაბათსა და სამშაბათს მუშაობენ.

 

ქვეყანაში შექმნილი კრიზისის შედეგად ევროპული ავიაგიგანტა Lufthansa ვენესუელიდან წავიდა. ლათინურ ამერიკაში უმსხვილესი ავიაკომპანია LATAM Airlines კი უკვე მეორე დიდი ავიაკომპანიაა, რომელიც ქვეყანას ტოვებს. თუმცა, LATAM Airlines-ში აცხადებენ, რომ ვენესუელა ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია და „თანამშრომლობა გარემო პირობების შეცვლისთანავე გაგრძელდება."

 

Lufthansa-მ ვენესუელას დატოვების შესახებ განცხადება კვირას გაავრცელა. კომპანია კრიზისში მყოფი ქვეყნიდან 17 ივნისს გავა. Lufthansa-ს წარმომადგნლის, ანდრეას ბარტლსის განცხადებით, აღნიშნულ განცხადებას ორი არგუმენტი უდევს საფუძვლად. პირველი - მოთხოვნა შემცირებულია (განსაკუთრებით ბიზნეს კლასზე). მეორე - არამდგრადი ეროვნული ვალუტის გამო კომპანიას პრობლემები ექმნება.


 

ვენესუელას ეკონომიკა ნავთობზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. გასული ორი წლის განმავლობაში ნავთობის ფასი მსოფლიოში მკვეთრად დაეცა, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა.

 

ცოტა ხნის წინ Coca-Cola-მ განაცხადა, რომ ვენესუელაში შაქრის შემცველი პროდუქციის წარმოებას შაქრის ნაკლებობის გამო აჩერებს. ქვეყანაში არამარტო შაქრის, არამედ საკვების და მედიკამენტების დეფიციტია. ამას თან ერთვის უმუშევრობა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ვენესუელაში უმუშევრობა მომავალ წელს 21%-ს გადააჭარბებს.

 



საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...


მსგავსი სიახლეები

up