ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნას მოამზადებს, რომელიც დასამტკიცებლად კომისიას 10-11 მარტს წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზე ვრცელდება.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის პირველი დეკემბრის მოთხოვნით, ვენეციის კომისია მოამზადებს დასკვნას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შესახებ, რომელიც უნდა წარედგინოს კომისიის 134-ე პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად (2023 წლის 10-11 მარტი).
ეს მოსაზრება მომზადდება სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) ფარგლებში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროსაბჭო“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის ვებგვერდზე.