ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

access_time2021-10-16 18:00:12

პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით გაიზარდა. იტალიელები ვენეციაში ძირითადად უქმეებზე ჩამოდიან და ის, რაც აქ ხდება, ალბათ, იმეორებს იმას, რასაც სადღეისოდ რომში, პარიზში და ბარსელონაში დაინახავთ.


Oxford Economics-ის ანალიტიკოსის ტომას დვორაკის თქმით, იტალიაში, ისევე, როგორც მთელს ევროპაში, ტურისტულმა აქტივობამ 2019 წლის 70%  შეადგინა, რაც დიდი შეღავათია ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებმაც პანდემიის და ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო მილიარდობით ევრო დაკარგეს. 2020 წელს იტალიაში ტურისტული დარგის შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 50%-ით დაეცა.

 

კატასტროფის მასშტაბებზე ერთი მარტივი შედარება ცხადყოფს: 2019 წლის აპრილში ვენეციას 488 000 ტურისტი ესტუმრა, ხოლო 2020-ის აპრილში - მხოლოდ 667.

 

იტალიაში დაინფიცირების მაჩვენებელი აგვისტოდან ვარდება, ქვეყნის მოსახლეობს ¾-მა ვაქცინაცია გაიარა. ტურისტებისთვის საკმაოდ მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. იტალიაში შესასვლელად მათ დასჭირდებათ ვაქცინაციის ცნობა და კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხიც. დახურულ სივრცეებში მოსახვედრად ტურისტებს ასევე აუცილებლად დასჭირდებათ ცნობა ვაქცინაციის თაობაზე, რომლის გარეშეც ბარებში, რესტორნებში და კლუბებში შესვლა აკრძალულია.


 

ვენეციელების თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდა ჯერ კიდევ აპრილიდან დაიწყო, თუმცა, მათ ძალიან აკლიათ არაევროპელი სტუმრები, რომლებიც ქვეყანაში, როგორც წესი, უფრო დიდხანს რჩებიან და მეტსაც ხარჯავენ. ესენია: ამერიკელები, კორეელები, ჩინელები. ვენეციაში სტუმრების რაოდენობის ზრდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა, პოზიტიური განწყობა ყველას არა აქვს.  ვენეციის სასტუმროებში 2-ადგილიანი ნომერი საშუალოდ დღე-ღამეში 173 დოლარი ღირს და ეს 2019 წელთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.

 

„მინიმუმ წლის ბოლომდე 3-4-ვარსკლავიან სასტუმროების მუშაობა შემცირებული ფასებით მოუწევთ. დღეისთვის სასტუმროების სამუშაო დღეებში 35%-ითაა შევსებული, უქმეებზე - 65%. ეს მომგებიანობის ზღვარია,“ - ამბობს ვენეციის სასტუმროების ასოციაციის პრეზიდენტი ვიტორიო ბონაჩინი.

 

ქალაქს, პოსტპანდემიურ რეალობასთან ერთად, ამა წლის ივლისში მთავრობის ახალი გადაწყვეტილებასთან ადაპტირებაც მოუწევს. საქმე ისაა, რომ დიდ საკრუიზო ლაინერებს ვენეციის პორტში შესვლა აეკრძალათ, რაც ადგილობრივი ტურისტული ინდუსტრიის შემოსავლებს ბუნებრივად შეამცირებს. იმის მიუხედავად, რომ ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით, შეზღუდვებმა და რეგულაციებმა ქალაქში დიდი რიგები წარმოქმნეს. განსაკუთრებით სავსეა ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება უქმეებზე, თუმცა, ვენეცია ჯერ თავის ტურისტულ პოტენციალს მხოლოდ ნაწილობრივ იყენებს და ვითარების გაუმჯობესებას უკვე 2022 წლიდან ელის.

 


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: The Wall Street Journal




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up