“ვენდი'ს”-ს რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა

“ვენდი'ს”-ს რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა

access_time2019-05-15 13:30:18


“ვენდი'ს”-ს ამერიკულ რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე თვის წინ „ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია განაგრძო და პიცერიების ქსელის შექმნადაიწყო.


საქართველოს “ვენდი'ს”-ს რესტორნებში “ვენდი'ს”-ს პიცის კუთხეების გაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ გარდა „ვენდის“ ექვსი რესტორნისა, სადაც მომხმარებელს უკვე შეუძლია უგემრიელესი პიცების დაგემოვნება, მომავალი ერთი თვის განმავლობაში „ვისოლ ჯგუფი“ პიცის კუთხეებს „ვენდის“ კიდევ სამ რესტორანში შექმნის.



“სულ ორი-სამი თვის წინათ დავიწყეთ ახალი ინოვაციური პროექტი: “ვენდი'ს”-ს რესტორნებში პიცის კუთხეების შექმნა და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის უგემრიელესი პიცის შეთავაზება. ალბათ, აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეს პროექტი კიდევ ერთი უნიკალური პროექტია “ვენდი'ს”-ს სისტემაში და უნიკალურია მსოფლიო მასშტაბითაც.


“ვენდი'ს”-ს რესტორნებში ამ ეტაპზე პიცა მხოლოდ საქართველოში იყიდება, თუმცა როგორც ჩვენს ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა აჩვენებს, შესაძლოა საქართველოში შექმნილი წარმატებული პროექტი სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს. შედეგი მართლაც საინტერესოა: დღესდღეობით “ვენდი'ს”-ს პიცის კუთხეები ფუნქციონირებენ “ვენდი'ს”-ს ექვს სხვადასხვა რესტორანში და ყველგან გაყიდვების მაჩვენებლები აღემატება დაგეგმილ პარამეტრებს. ამან ბუნებრივია შეგვძინა ახალი მომხმარებელი და გაზრდილმა შემოსავლებმა დადებითად იმოქმედა რესტორნების მომგებიანობის შემდგომ ზრდაზე” – აცხადებს “ვენდი”-ს გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.




საწყის ეტაპზე “ვენდი” ხუთი სახეობის პიცას სთავაზობდა მომხმარებლებს: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტარიანული პიცა. რამოდენიმე კვირის წინ პიცის ასორტიმენტს კიდევ ორი ახალი პიცადაემატა: ბელისიმო და კაპრიჩოზა. “ვენდი”-ს პიცა მზადდება მხოლოდ იტალიური ინგრედიენტებისგან, ესენია: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის იტალიური სოუსი, ყველი პარმეზანი და ყველი გორგონძოლა. პიცის ზომა უნიფიცირებულია, საშუალო (დიამეტრი – 33სმ) და ყველა სახეობის პიცის ფასი იდენტურია: 11.40 ლარი.პიცებისდაგემოვნებაგარდა„ვენდის“ რესტორნებისა, ნებისმიერ სასურველ ადგილასააშესაძლებელიmenu.geდაGlovo-ს მიტანისსერვისისმეშვეობით.



“მიღწეული შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებს გამორჩეულად გემრიელი პიცის დაგემოვნება შეეძლებათ “ვენდი”-ს კიდევსამ რესტორანში. წლის ბოლომდე ასევე დავამატებთ რამოდენიმე ახალ ლოკაციას, სადაც “ვენდი”-ს პიცის მირთმევა იქნება შესაძლებელი” – აცხადებს გიორგი მშვილდაძე.



თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი - იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. ასევე, იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც პიცერიების ქსელის განვითარებადაიყო.



"ვენდის" ამერიკულირესტორნებისქსელისგანვითარება„ვისოლჯგუფმა" 2013 წელსდაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.


(R)


თეგები:
ვენდის



პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს
access_time2019-07-18 17:30:46
IDS Borjomi Russia-მ წარადგინა ბრენდ „ბორჯომი“-ს ინოვაციური რებრენდინგი. 100-წლიან ისტორიის მქონე მინერალური წყალი ალუმინის ქილაში გამოჩნდა, რაც ბრენდისთვის რევოლუციის ტოლფასია. ამით „ბორჯომმა“ დაიპყრო ახალგაზრდა აქტიური აუდიტორია. ამჟამად მოვიდა დრო კიდევ ერთი თამამი ნაბიჯისთვის - ბრენდის განუმეორებელი და თამამი ხასიათი გამოიხატება ორიგინალურ გაფორმებაში. ყველასთვის ნაცნობმა შეფუთვამ მიიღო ახალი დიზაინი, შეიცვალა ეტიკეტის ფორმა და...

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად,  $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება
access_time2019-07-18 16:30:34
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-ი მუშაობს. „კონცეფცია რამდენიმე თვის წინ...


მსგავსი სიახლეები

up